x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 საინტერესო ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

1. უნიკალური მთვარეimage


მთვარე, დედამიწის ზომის გათვალისწინებით, უჩვეულოდ დიდ თანამგზავრად ითვლება... და ის იმდენად დიდია, რომ არეგულირებს დედამიწის ორბიტის ღერძს, რომელზეც პლანეტაზე სეზონების ცვალებადობა არის დამოკიდებული... მოკლედ რომ ვთქვათ, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას და ფუნქციონირებას შესაძლებელს, სწორედ მთვარე ხდის. მეცნიერები თვლიან, რომ პლანეტა ასეთი დიდი თანამგზავრით, შესაძლოა გამონაკლისი, მხოლოდ მზის სისტემაში კი არა, მთელ სამყაროშიც კი იყოს!


2. იდუმალი ჩურჩულებიimage

ალბათ, გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ მცენარე — უფრო მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. თუმცა გვეჩვენები, რომ უბრალოდ, უმოქმედოდ დგანან, სინამდვილეში, მცენარეებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ. არსებობს კვლევის მონაცემები, იმის შესახებ, რომ მცენარეს მაგ., მოსალოდნელი უბედურების შესახებ სიგნალის გადაცემა და სხვა მცენარეების გაფრთხილება შეუძლია.


3. მნიშვნელოვანი დეტალიimage


დნმ — ადამიანის არსის სქემაა და მისი ძაფები კოდს შეიცავს, რომელიც იმას განსაზღვრავს, რაც ვართ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანს დნმ-ის 99, 9% საერთო აქვს და მხოლოდ 0, 1% განვსხვავდებით ერთმანეთისგან. სწორედ ეს მცირედი განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის პიროვნულ მახასიათებლებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ შიმპანზეს და ადამიანს შორის, დნმ–ის სხვაობა, მხოლოდ 1% შეადგენს. თუმცა, სანერვიულო არაფერია: ეს ერთი პროცენტი, უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს. მეცნიერებმა ჯერ–ჯერობით არ იციან, დნმ-ის რომელი ნაწილებია, კონკრეტულად, მრავალფეროვნებაზე პასუხისმგებელი.


4. მოულოდნელი ნათესავიimage


რადგან სიტყვა დნმ–ზე ჩამოვარდა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანები და შიმპანზეები, დნმ–ით მსგავსი, ერთადერთი ორგანიზმები არ არიან. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ კვლევის თანახმად, ადამიანების დნმ–ის 50% ბანანის დნმ–ს ემთხვევა!


5. ფაქტი ფერების შესახებimage


რა არის ფერი? — როდესაც ფერს ვხედავთ, ჩვენი თვალები, რეალურად, სინათლის ტალღის სიგრძეს აღიქვამენ, რომელსაც ესა თუ ის ობიექტი ასხივებს, ან ირეკლავს. ელექტრომაგნიტურ სპექტრში, ხილული სინათლე, რომელსაც ჩვენი თვალები ფერად აღიქვამს, ძალიან მცირეა. მაშინ, როცა სინათლის დიდი ნაწილი, (მაგ., ინფრაწითელი და ულტრაიისფერი) ჩვენთვის უხილავია.


6. თეთრი და შავი — ფერი არ არისimage


იცით, თუ არა, რომ თეთრი — სინამდვილეში, ფერი არა არის და ის მთელი ხილული სინათლის პროდუქტია? ამის დემონსტრირება, თეთრი სინათლის პრიზმაში გატარებით არის შესაძლებელი. ასეთი ქმედების შედეგად — ცისარტყელა მიიღება. საგნის ფერს ჩვენ მაშინ ვხედავთ, როდესაც ის სინათლეს ასხივებს, ან როდესაც, საგნის ზედაპირიდან სინათლე აირეკლება. ხოლო, თუ ზედაპირი სინათლეს მთლიანად შთანთქავს, ჩვენ საგანს შავ ფერად აღვიქვამთ. ანუ, შავი ფერიც, სინამდვილეში, ფერი არ არის — ფერს სინათლის ტალღების მეშვეობით აღვიქვამთ, შავს კი ტალღების გარეშე ვხედავთ.


7. რჩეულებიimage


ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის 118 ელემენტიდან, მხოლოდ ბრომი და ვერცხლისწყალია, ოთახის ტემპერატურაზე, თხევად მდგომარეობაში.


8. ორმხრივი მოძრაობაimage


ყველა პლანეტა მზის ირგვლივ მოძრაობს და ასევე, ყველა მათგანი, საკუთარი ღერძის ირგვლივ, ერთი მიმართულებით მოძრაობს, ვენერას გამოკლებით. ეს უკანასკნელი, თავისი არსით, ფაქტობრივად, დედამიწის გავარვარებული ტყუპისცალია და იმით არის უნიკალური, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს.

მეცნიერთა ერთი ნაწილი თანხმდება, რომ ვენერა, ერთ დროს ისევე მოძრაობდა, როგორც დანარჩენი პლანეტები. მაგრამ, რაღაც მომენტში, მიმართულება შეიცვალა, შესაძლოა ეს მზის სისტემაში მომხდარი მასშტაბური კატასტროფის გამო მომხდარიყო.



9. ჯერ–ჯერობით, მხოლოდ მთვარეimage


მთვარე — დედამიწის გარდა, ერთადერთი ციური სხეულია სამყაროში, რომელზეც ადამიანმა ფეხი დადგა. ეს 50 წლის წინ, 1969 წლის 20 ივლისს მოხდა.


10. სასტიკი გაყოფაimage


მეცნიერები თვლიან, რომ მთვარე, ოდესღაც დედამიწის ნაწილი იყო და ის პლანეტას, გიგანტურ ასტეროიდთან შეჯახების შედეგად, მოსწყდა და გადავარდა. ამ თეორიის მხარდასაჭერად, მრავალი მინიშნება არსებობს, მათ შორის ქერქის, მანტიის და ბირთვის ზოგადი შემადგენლობა.


11. პოლუსების გადართვაimage


მეცნიერები თვლიან, რომ დედამიწის მაგნიტური პოლუსები, დროდადრო, ადგილებს ცვლიან და ეს შეიძლება, მომდევნო 1-2 ათასი წლის შემდეგ კიდევ მოხდეს.


12. დედამიწის ბირთვიimage


დედამიწის ბირთვის რადიუსი, პლანეტის რადიუსის ნახევარზე მეტია. ჩვენ მთვარეზე ადამიანებს ვაგზავნით და იქ ბაზების მშენებლობას ვაპირებთ, მაგრამ, საკუთარი ბირთვი არასდროს შეგვისწავლია. არა და, ის ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე მთვარე.


13. ხმაურიანი მეზობელიimage


ადამიანები ფიქრობს, რომ კოდალა ყველაზე ხმაურიანი ფრინველია, რადგან ის ხეებზე ხმამაღლა აკაკუნებს. ზოოლოგებისთვის კი, ეს აზრი ირონიულად ჟღერს, რადგან კოდალას, ფაქტობრივად, ხმის იოგები არ აქვს. ამიტომ, ამ ფრინველებს, ნისკარტით კაკუნის გარდა, ერთმანეთთან კომუნიკაციის სხვა შესაძლებლობა არ გააჩნიათ.


14. დედამიწის «ფილტვები» ბრაზილიაში არ არის!image


ხშირად გვესმის, რომ ტროპიკული ტყეები პლანეტის ფილტვებია, რომელიც ჩვენ ჟანგბადით გვამარაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტყეებს მართლაც შეუძლია დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის მეოთხედის წარმოება, მასში გამომუშავებული ჟანგბადი ისევ ტყეს ხმარდება ანუ ჟანგბადის ბალანსი ნულის ტოლია!!! ხოლო ჟანგბადს, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, მსოფლიო ოკეანე გვაწვდის და ჩვენი პლანეტის «ფილტვები» სწორედ იქ მდებარეობს. გაგრძელება >>>


15. დაუბრუნებლობის წერტილიimage


შავი ხვრელი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მატერია ძალიან მცირე სივრცეში იკუმშება. ამ დროს გრავიტაცია იმდენად ძლიერი ხდება, რომ სინათლეც კი ვერ აღწევს. ყველას გვსმენია სუპერ მასიური შავი ხვრელების შესახებ, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ ზოგიერთი შავი ხვრელი, შეიძლება, ერთი ატომის ხელა იყოს.


16. უკუთვლაimage


მზე ჩვენთვის სითბოს და სიცოცხლის წყაროა. მაგრამ, ის მარადიული არ არის... ვარსკვლავი, ბირთვული სინთეზის გამო, ყოველ წამში, საკუთარი მასის, დაახლოებით, ოთხ მილიონ ტონა კარგავს და საბოლოოდ, ის მთლიანად გაილევა... მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, ის ჯერ წითელი გიგანტი გახდება და ამის შემდეგ ჩაქრება...


17. მარცხენა, მარჯვენას წინააღმდეგimage


ადამიანის ტვინი ორ ნახევარსფეროდ არის გაყოფილი და თითოეულს, თავისი უნიკალური ფუნქციები აქვს. მარცხენა მხარე ლოგიკაზე, ციფრებზე და ანალიტიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი. მარჯვენა კი, — ინტუიციაზე, შემოქმედებითობასა და წარმოსახვაზე.


18. ფოტოსინთეზიimage


რა არის ფოტოსინთეზი, რა თქმა უნდა, ყველამ სკოლიდან ვიცით. მაგრამ, ის იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ მისი გადახედვა, ზრდასრულ ასაკშიც საინტერესოა. მაგ., იცით რომ მცენარეები, მზის სინათლეს შთანთქავენ და მას საკვებად გარდაქმნის, მაგრამ ჩვენთვის კი არა, საკუთარი მოხმარებისთვის (ფოტოსინთეზი ორგანული ნივთიერებების მთავარი წყარო დედამიწაზე. ის უზრუნველყოფს ცოცხალ ორგანიზმებს საკვები ნივთიერებით და ენერგიით)!


19. ცხოვრება — მხოლოდ სიზმარიაimage


ალბათ, ადამიანი არ არსებობს, კითხვა რომ არ გასჩენოდა, თუ რა არის სიზმარი და რატომ არის მისი დამახსოვრება რთული? როგორც ცნობილია, ვიდრე ფსიქოლოგიის მამად წოდებული ზიგმუნდ ფროიდი და ასევე, სახელოვანი ფსიქოლოგი კარლ იუნგი, სიზმრების მნიშვნელობასთან დაკავშირებულ, თეორიებზე მუშაობდნენ, XX ს. მეცნიერების უმრავლესობა, თვლიდა, რომ — სიზმარი, მოგონებების შემთხვევითი გამოძახილია, რომელსაც რეალური თანმიმდევრული მნიშვნელობა არ აქვს.

ცოტა ხნის წინ კი, ნევროლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სიზმარი ჩვენს ცხოვრებაში, როგორც დამცავი მექანიზმი არსებობს, რომელიც პოტენციური პრობლემებისგან თავის დაცვაში გვეხმარება.


20. ბნელი მატერიაimage


ბოლო ასწლეულების მანძილზე, ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ სამყაროს შესახებ... მაგრამ, ერთ–ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩენა, გასულ საუკუნეში მოხდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმის უმეტესობას, რაც სამყაროში არსებობს, ჩვენთვის სრულიად უხილავია და მის შესახებ, არაფერი ვიცით.

სამყაროს ამ ნაწილს, ბნელი მატერია და ბნელი ენერგია ეწოდება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში კიდევ უამრავი რამ არსებობს, რაც ჯერ კიდევ უნდა შევიტყოთ...


image

არხის სხვა სიახლეები:


* 3 საშინელი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია

* ამ გამოცანების ამოსახსნელად, მხოლოდ ყურადღებაა საჭირო (პასუხები აქვს)

* მისი წინასწარმეტყველება საზოგადოებას შოკში აგდებს – 10 უკვე ახდა... კიდევ რას უნდა ველოდოთ?

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
434
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0