x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კატასტროფა, რომელმაც მზის სისტემაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია

image


ოფიციალური მეცნიერების აზრით, შუმერული ცივილიზაცია პირველია დედამიწაზე, რომელიც სამყაროს მოწყობის შესახებ ცოდნას ფლობდა. მაგ., მათთვის ცნობილი იყო, რომ დედამიწის ღერძის დახრის კუთხე არსებობს და რომ ის 23 გრადუსის ტოლია. შუმერ მეცნიერებს ვერც მზის სისტემის სხვა პლანეტების არსებობით გააკვირვებდით. მათ მხოლოდ პლანეტების არსებობის შესახებ კი არ, ისიც იცოდნენ, თუ რომელი პლანეტა რა ფერის იყო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შუმერული ფირფიტები ინფორმაციას შეიცავს, რომელიც ბიბლიაში – დაბადების წიგნშია მოთხრობილი. თიხის ფირფიტის ჩანაწერებში, ასევე მოცემულია ინფორმაცია ადამის, ევას და მათი შვილების შესახებ.

იგივე წყაროებიდან ირკვევა, რომ შუმერი ასტრონომები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მზის სისტემაში, ამჟამად არსებული პლანეტების გარდა, მარსსა და იუპიტერს შორის, კიდევ ერთი პლანეტა არსებობდა, რომელსაც ძალიან გაწელილი ორბიტა ჰქონდა (ტრაექტორიის ირგვლივ ერთი შემოვლას, ის 3600 წ. ანდომებდა) და მას «ნიბირუ» (გადამკვეთი პლანეტა) ერქვა.


image


დაახლოებით, 450 ათასი წლის წინ, ნიბირუელები ოზონის ფენის აღდგენის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. პლანეტის გადასარჩენად, მისკენ მომართული მზის სხივების და სითბოს არეკვლა უნდა მომხდარიყო. ხოლო, პროექტის სისრულეში მოსაყვანად, დიდი რაოდენობით ოქრო იყო საჭირო. თუმცა, ეს არარეალური გეგმა იყო, რადგან პლანეტაზე ამ რაოდენობის ოქრო, ფიზიკურად, არ არსებობდა. ამიტომ, ძვირფასი ლითონის სხვა პლანეტებზე მოსაძებნად, მათ კოსმოსში დაიწყეს მოგზაურობა. ასე აღმოაჩინეს ანუნაკებმა დედამიწაზე ოქრო და მის მოსაპოვებლად, ჩვენი პლანეტის მიმართულებით 12 რაზმი გამოგზავნეს.

შუმერების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ხომალდები თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე დაეშვნენ, ოქროს აფრიკის სამხ-აღმ. ნაწილში მოიპოვებდნენ და როდესაც ნიბირუ დედამიწასთან საკმარისად ახლოს მოდიოდა, დაგროვილი ლითონი მასზე გადაჰქონდათ. ასე გრძელდებოდა, თითქმის 150 ათასი წლის მანძილზე...

იგივე წყაროებიდან ირკვევა, რომ მზის სისტემაში მორიგი ვიზიტის დროს (როგორც აღვნიშნეთ ამ პლანეტას ძალიან დიდი ორბიტა ჰქონდა და მზის ირგვლივ მბრუნავ პლანეტებს ძალიან დიდი მანძილით შორდებოდა, ანუ სისტემის გარეთ გადიოდა), ნიბირუს ნეიტრონული ვარსკვლავი დაეჯახა. კოსმოსურმა კატასტროფამ პლანეტის ნაწილი გაანადგურა, შედეგად მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელი გაჩნდა. ხოლო, პლანეტა საკუთარი ორბიტიდან გადააგდო და ატმოსფერო შემოაცალა (იქნებ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ 2018 წ. ჩვენი მოლოდინის მიუხედავად, ნიბირუ არ გამოჩნდა? რედ.) და ანუნაკების ცივილიზაცია დაიღუპა. ხოლო, უცხოპლანეტელები, რომლებმაც მშობლიური პლანეტა დაკარგეს, დროთა განმავლობაში, ასიმილაცია განიცადეს და დედამიწელებში «გაითქვიფნენ».


image


ამ საშინელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ, აცტეკების «Fejervary-Mayer» კოდექსშიც არის მოთხრობილი. დოკუმენტი ამერიკის კოლუმბამდელ პერიოდშია შედგენილი. ის 23 გვერდისგან შედგება და აკორდეონივით არის დაკეცილი: გვერდის პარამეტრები – 16, 2 X 17, 2 სმ-ია, ხოლო სიგრძე - 3, 85 მ.

აცტეკების «Borbonicus» კოდექსში კი, რომელიც 40 გვერდისგან შედგება, 14-ე გვ-ზე ილუსტრაციაა, რომელიც ამ ჰიპოთეზას ადასტურებს. უძველესი დოკუმენტის სურათზე მოცემულია მეხუთე პლანეტის (ნიბირუ) ქალღმერთი და პლანეტის სიმბოლური აღნიშვნა – წითელი სფერო ორი ორბიტით. შესაძლებელია, ეს მისი თანამგზავრების ორბიტები იყოს, რომლებიც მარჯვენა ზედა კუთხეში, პატარა ფრინველების სახით არის გადმოცემული.


image


ილუსტრაციაზე ასევე ასახულია დაღუპული პლანეტის ემბლემა – არწივის მოკვეთილი თავი. გარდა ამისა, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მარჯვენა მხარეს გამოსახული დრაკონი (ბუმბულიანი გველი), რომელიც ადამიანებს (ანუნაკებს) ყლაპავს, ცივილიზაციის დაღუპვას ასახავს. ინდიელების ლეგენდების და მითების მიხედვით, კეტცალკოატლი (ასე ეძახდნენ ინდიელები მფრინავ გველს) ცეცხლის, ჰაერის, წყლის და ქარის სტიქიების ღმერთია. რაც იმას ნიშნავს, რომ ანუნაკების ცივილიზაცია გარედან «მოსულმა» სტიქიამ შთანთქა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სიკვდილი მეორეა, რისაც ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ – იცით, რა არის პირველი? საინტერესო ფაქტები ფსიქოლოგიის შესახებ

* იყო კი ცხენი? – ტროას დაცემის რეალური ისტორია

* ლოგიკური გამოცანები, მხოლოდ დაკვირვებულებისთვის

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
371
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0