x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწის «ფილტვები» ბრაზილიაში არ არის!
image


ხშირად გვესმის, რომ ტროპიკული ტყეები პლანეტის ფილტვებია, რომელიც ჩვენ ჟანგბადით გვამარაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტყეებს მართლაც შეუძლია დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის მეოთხედის წარმოება, მასში გამომუშავებული ჟანგბადი ისევ ტყეს ხმარდება ანუ ჟანგბადის ბალანსი ნულის ტოლია!!! ხოლო ჟანგბადს, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, მსოფლიო ოკეანე გვაწვდის და ჩვენი პლანეტის «ფილტვები» სწორედ იქ მდებარეობს.


image


როგორც ცნობილია, ჟანგბადის ბუნებრივად გამომუშავების მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს ფოტოსინთეზია. ნებისმიერი ხე, ისე როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი, მარადიული არ არის და ადრე თუ გვიან, ხმება და ძირს ეცემა. მისი დაშლის და ლპობის პროცესში კი, ათასობით სოკო და ბაქტერია მონაწილეობს და ყოველი მათგანი, იმ ჟანგბადს მოიხმარს, რომელსაც ცოცხლად დარჩენილი ხეები გამოიმუშავებენ. გამხმარი მცენარეების და მკვდარი ცხოველებიის დაშლა უფრო პატარა ზომის შენაერთებად ხდება, რაც საკვებს წარმოადგენს ახალი მცენარეებისთვის. სხვადასხვა ინსტიტუტის კვლევის მონაცემებით, ყოველწლიურად ატმოსფეროში ტყის საფარიდან 145 მლრდ. ტ. ჟანგბადი ხვდება და მისი 80 % მკვდარი ორგანიზმების დაშლას ხმარდება. ასე, რომ, ჟანგბადი მხოლოდ სუნთქვისთვის კი არ არსებობს, ის ერთგვარი ღუმელა, როლშიც ნაგავი იწვება და პლანეტა ნარჩენებისგან სუფთავდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ «ატმოსფეროს საერთო ფონდში», მცენარეების მიერ გამომუშავებული ჟანგბადის არც დარჩენილი 20 % ხვდება, რადგან მასაც «ადგილობრივები» იყენებენ – მას ცხოველები, მცენარეები (როდესაც ფოტოსინთეზის პროცესი არ მიმდინარეობს, მცენარე ჟანგბადით სუნთქავს), სოკოები და მიკროორგანიზმები მოიხმარენ და რადგან ყველა ტყე მეტად მჭიდროდ არის «დასახლებული», იქ გამომუშავებული ჟანგბადის მოხმარება ადგილზე ხდება. ასე, რომ, მეზობლებისთვის (მაგ., გვერდით მდებარე ქალაქებისთვის, სადაც ნაკლები მცენარეა, აღარაფერი რჩება)!

ოკეანეში ჟანგბადს წყალმცენარეები და ციანობაქტერიები გამოიმუშავებენ. მათი დიდი ნაწილი იმდენად მცირე ზომის არის, რომ დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება. მაგრამ, დიდი რაოდენობის გამო, ეს პატარა ორგანიზმები, სხვადასხბა შეფასებით, პლანეტაზე არსებული ჟანგბადის 50-დან – 80%-მდე აწარმოვებენ და ატმოსფეროში ჟანგბადის მარაგის შევსებას ახდენენ (ჟანგბადი ოკეანიდან მის ზედაპირზე ხვდება, ხოლო შემდეგ, ის ჰაერის მასების მოძრაობით, მთელს პლანეტაზე ნაწილდება).

3, 5 მილიარდი წლის წინ, სიცოცხლე ოკეანეში ჩაისახა და იქიდან მოყოლებული, ოკეანე გამუდმებით ზრუნავს ყველა ცოცხალ არსებაზე, წყალში და ხმელეთზე. ის გვამარაგებს წყლით, ჟანგბადით, არის ტემპერატურის მარეგულირებელი. ოკეანე აყალიბებს კლიმატს დედამიწაზე. ის არის ამინდის შემქმნელი მთელს პლანეტაზე და თუ დღეს სეზონისთვი შეუფერებელი ამინდებია და სტიქიურმა უბედურებებმაც იმატა, იმის ბრალია, რომ მსოფლიო ოკეანის ზედაპირი იმდენადაა დაბინძურებული, რომ მას საკუთარი ფუნქციის შესრულება უჭირს.




ოკეანეების ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნავთობით და ნავთობპროდუქტით არის დაფარული. გარდა ამისა, მსოფლიო ოკეანე სავსეა მყარი სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რომლებიც დინებებს გადააქვთ და ოკეანეებში ხელოვნური კუნძულები იქმნება.


image


ზემოთ NASA მიერ გამოქვეყნებული რუკაა, რომელიეც თანამგზავრიდან მიღებუული ფოტოების საფუძველზეა შედგენილი და რომელზეც ნაგვის ხელოვნური კუნძულები არის ასახული და თუ ეს პროცესი არ შეწყდება, კუნძულები გაიზრდება და კონტინენტები წარმოიქმნება. ყოველ შემთხვევაში, წყნარ ოკეანეში შექმნილი მდგომარეობა ამაზე მეტყველებს:


image


ამერიკელი ოკეონოლოგი და «დიდი წყნაროკეანური ნაგვის კუნძულების» აღმომჩენი ჩარლზ მურის აზრით, წყნარი ოკეანის რეგიონში 100 მლნ. ტონამდე მოტივტივე ნაგავია, რომელის ფრაგმენტები 1-დან – 100 მ-მდე სიღრმეშია გაბნეული.



image


გარდა ამისა, იქ მოხვედრილი პლასტიკატის 70 %-ზე მეტი ფსკერზე არის დალექილი. ამიტომ, ზუსტად რა რაოდენობის ნაგავია წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ცნობილი არ არის, რადგან პლასტიკატი გამჭვირვალეა, ის წყლის ზედაპირიდან არა ჩანს და «პოლიეთილენის ზღვის» დანახვა თანამგზავრიდანაც შეუძლებელია.


image


და კიდევ, წყნარი ოკეანის ის ნაწილი, რომელშიც ნაგვის კუნძულებია, ოფიციალურად, არავის ეკუთვნის, – იქ ნეიტრალური წყლებია და არც მისი დასუფთავების ვალდებულება აქვს ვინმეს... და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ტროპიკულ ტყეებთან დაკავშირებული მითი არ დაიმსხვრევა და კაცობრიობა არ გააცნობიერებს, რომ ჩვენი ცივილიზაციის მომავალი, მთლიანად მსოფლიო ოკეანეზეა დამოკიდებული...


imageimageimageimageimageimageimageimageimage








0
687
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0