განათლება ძველი მსოფლიოს ყველაზე უცნაური ნაგებობები და აღმოჩენები. დაპირისპირება ოფიციალურ და ალტერნატიულ მეცნიერებებს შორის 2018, 15 ოქტომბერი, 11:35 ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, არქიტექტურის ხელოვნებაც ვითარდებოდა, იხვეწებოდა და მისი იდეალიზირება ხდებოდა. იქმნებოდა მშენებლობის ახალ-ახალი სტილი, იგონებდნენ ახალ ტექნოლოგიებს... და თითქმის ყოველთვის, არქიტექტურა კავშირში იყო ხელისუფლების იდეოლოგიასთან და ქვეყნის პოლიტიკასთან. ყველგან და ყველა დროში, ადამიანები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას და მოწიწებას გამოხატავდნენ დიდი, მონუმენტური ნაგებობების ხილვისას, რაც ერთგვარი შეჯიბრების მიზეზი გახდა იმ პერიოდის არქიტექტორებს შორის. უძველესი ნაგებობები ღმერთების სიდიადის და მეფეთა ხელისუფლების სიძლიერის განსახიერება იყო. აღნიშნავდა ამა თუ იმ კულტურის დომინირებულ მდგომარეობას, ახდენდა ხალხების სიძლიერის და მათ მიერ შექმნილი ცივილიზაციის დემონსტრირებას. ძველი მსოფლიოს ყველა კუთხეში დიდებულ ტაძრებს და სასახლეებს აგებდნენ, რომელშიც ეპოქის კულტურის და ხელოვნების ყველა საუკეთესო მიღწევა იყო განხორციელებული. არქიტექტურის განვითარებას მხოლოდ იდეოლოგია კი არა, უბრალო ცხოვრებისეული საჭიროებაც უწყობდ ხელს და კიდევ, გამუდმებული ომები. უკვე იმ დროს არსებობდა გამალებული შეიარაღების ფაქტები. სახელმწიფოს მეთაურები ცდილობდნენ საკუთარი ერის და თავის დაცვას. ამიტომ, ძველ არქიტექტურასა და საინჟინრო სამუშაოებში სულ უფრო დახვეწილი დამცავი სისტემები ფიქსირდება – ციხე-სიმაგრეების გალავნები, კარიბჭეები, კოშკები, ასაკეცი ხიდები, თხრილები და არხები ციხე-ქალაქების ირგვლივ... ვაჭრობის განსავითარებლად და ცალკეული პროვინციების გასაკონტროლებლად, ხელისუფლებას ესაჭიროებოდა ხარისხიანი გზები და ხიდები. ხოლო ქალაქში წესების დასაცავად, ეწყობოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები: აგორა (სახალხო კრება) და ფორუმები, შენდებოდა მასობრივი გართობის ნაგებობები, ე. წ. «გასართობი სახლები» – თეატრები, ამფითეატრები და იპოდრომები. ეს ყველაფერი ჩვენთვის გასაგები და მისაღებია. მაგრამ, არის სხვა ისტორიაც, ნაკლებად გასაგები და ბევრისთვის მიუღებელი. მსოფლიო მასმედია, ისე როგორც ფართო საზოგადოების უდიდესი ნაწილი, არ განიხილავს კაცობრიობის ისტორიის ალტერნატიულ ვერსიებს. მათ მხოლოდ ოფიციალური მეცნიერების მიერ მიღებული და მიწოდებული ინფორმაციის სჯერათ, რომელშიც ყველაფერი ახსნილია და არანაირი საიდუმლო არ არსებობს. თუმცა, გასული საუკუნის II ნახევარში გაჩნდნენ მეცნიერები, რომლებსაც კაცობრიობის წარსულთან დაკავშირებით, ოფიციალურისგან განსხვავებული ვერსიები გააჩნიათ და უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ, მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები ყოველთვის ახერხებდნენ ერთმანეთში მოლაპარაკებას, დღეს კი ასე არ არის. განხეთქილების მიზეზი რამდენიმეა: ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენელი მეცნიერები მეცნიერ-ეგვიპტოლოგებს დაუპირისპირდნენ, რადგან საფუძვლიანი ვარაუდი გააჩნდათ, იმასთან დაკავშირებით, რომ სფინქსი უფრო ადრე იყო შექმნილი, ვიდრე ყველაზე ძველი პირამიდა, პირამიდებს შორის. ხოლო, ეგვიპტოლოგების აზრით, აღნიშნული ობიექტები ერთდროულად იქმნებოდა. უთანხმოების II მიზეზი კი, 1998 წ. გამოცემული, კრისტოფერ დანის წიგნი «გიზის ელექტროფიკაცია: ძველი ეგვიპტის ტექნოლოგიები» («The Giza Power Plant : Technologies of Ancient Egypt») იყო, რომელშიც წიგნის ავტორი, ძველ ეგვიპტეში ელექტროენერგიის არსებობას ამტკიცებს. და უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტე ერთადერთი ქვეყალა არ იყო, სადაც ძველად ხელოვნური განათებით სარგებლობდნენ. კრისტოფერ დანის ხსენებულ წიგნს საფუძვლს აღმოჩენა წარმოადგენს, რომელიც ავსტრიელმა ისტორიკოსმა და ძველი ცივილიზაციების ექსპერტმა რეინჰარდ ხაბეკმა, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გააკეთა. მან დენდერის (ეგვიპტე, 500 კმ. გიზის პლატოს სამხრეთით) ჰატჰორის ტაძრის კედელზე მსხლის ფორმის მქონე ნივთის ნახატი აღმოაჩინა, რომელსაც შიგნით, მთელს სიგრძეზე, გველის მაგვარი კლაკნილი ხაზი გასდევდა. ხაზი სადენით სრულდება, რომელიც უკვე ამ ნივთის გარეთ გადის. დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ კედელზე ასახული ობიექტი — ელექტრონათურაა, ხოლო მის ქვეშ მოთავსებული სპირალური საყრდენი, — მაღალძაბვიანი იზოლატორია. მოკლედ რომ ვთქვათ, «განხეთქილების ვაშლად», ძველ მსოფლიოში ელექტრო ენერგიის არსებობა-არარსებობის საკითხი იქცა და მეცნიერების ორ ფრთას შორის ცივი ომი დაიწყო. არქეოლოგიური გათხრები კი სულ ახალ მტკიცებულებებს ავლენს იმასთან დასავშირებით, რომ ადამიანები და დინოზავრები ერთად ცხოვრობდნენ და უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანები დინოზავრებზე უფრო ადრეც კი ცხოვრობდნენ, ხოლო ძველი ცივილიზაციების ტექნოლოგიები ისე იყო განვითარებული, რომ ჩვენ მათ დონემდე კიდევ ბევრი გვიკლია. თუმცა, აღმოჩენილი ნვთები და ცხოველების ნამარხები გლობალურ კატასტროფაზე მიუთითებს, რომელმაც ერთიანად გაანადგურა ძველი სამყარო. ძალიან ხშირად აუხსნელი აღმოჩენები ოფიციალური მეცნიერების მიერ უარყოფილია, რადგან ისინი ვერ იქნებოდა დამზადებული ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქაში, ადამიანების განვითარების დონის, თუ მსგავსი ნივთების შესაქმნელად, შესაბამისი ხელსაწყოების არარსებობის გამო. მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება: აღმოჩენილი ნივთები იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ უძველესი ტექნოლოგიები, მნიშვნელოვნად აღემატებოდა თანამედროვეს. ასე, მაგ., ქ. ნიუ-ლონდონში (კონეკტიკუტის შტატი, აშშ) 1934 წელს აღმოაჩინეს 15 სმ-ს ჩაქუჩი, რომელიც კირქვის ნატეხში იყო ჩაქვავებული, ხოლო ამ ქანის ასაკი, იგივე ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, 140 მლნ. წელს შეადგენდა. რაც შეეხება ნივთის ქიმიურ შემადგენლობას, კვლევის შედეგი, ამ შემთხვევაშიც წარმოუდგენელი იყო, – ჩაქუჩის თავი სუფთა რკინით (რკინა-97%, ქლირი-2, 5%, გოგირდი-0, 5%) იყო დამზადებული. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ასეთი სუფთა რკინის მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. ოფიციალურ მეცნიერებას თუ დავუჯერებთ, ადამიანებმა რკინისგამ პრიმიტიული იარაღების გაკეთება 10 ათასი წლის წინ დაიწყო, ხომო მისი აქტიური მოხმარება, სხვადასხვა სახის შრომის, თუ საბრძოლო იარაღების დამზადება, მხოლოდ ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულიდან. 1974 წელს რუმინეთში, ქვიშის კარიერში მუშებმა, დაახლოებით, 20 სმ. სიგრძის, უცნაური ნივთი იპოვეს. მათ გადაწყვიტეს რომ ის ქვის ცული იყო და არქეოლოგებს გაუგზავნეს შესასწავლად. კვლევამ კი აჩვენა, რომ – ნივთი თავისი დანიშნულებით, უფრო დიდი მექანიზმის ნაწილი უნდა ყოდილიყო და ქვა კი არა, ლითონების რთუმი შენადნობი იყო, რომელიც 13 ელემენტისგან შედგებოდა, – ძირითადი მათ შორის ალუმინი (89 %) იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალუმინის გამოყენება წარმოებაში მხოლოდ XIX საუკუნიდან დაიწყეო. ხოლო აღმოჩენილი ნიმუში ბევრად უფრო ძველი იყო. ის 10 მ. სიღრმეზე იპოვეს და ქანის იმავე შრეში, მის გვერდით, მასტოდონტის განამარხებული ნაწილებიც აღმოაჩინეს. ეს ცხოველები 35 მლნ. წლის წინ გაჩნდნენ დედამიწაზე და 10 000 წლის წინ ამოწყდნენ. მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ დეტალური კვლევის შედეგად დადგინეს, რომ ქანი, რომელშიც ეს ნივთი აღმოაჩინეს, დაახლოებით, 250 ათასი წლის იყო.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, სამხ. აფრიკის «უანდერსტოუნის» მაღაროში, პიროფილიტის ფენებში, რომლის ასაკი 3 მლნ. წლად ფასდება, მუშები უჩვეულო ლითონის ბურთულებს პოულობდნენ, რომლის დიამეტრი 2, 5-დან – 10 სმ-მდე იყო. ყველა ბურთულას შუაში ღარი ჰქონდა, სარტყელივით და მონიკელებულ ფოლადს წააგავდა. ბუნებაში ლითონის მსგავსი შენადნობი არ არსებობს. გარდა ამისა, ბურთულებშიც უცნობი ფხვნილისებური ნივთიერება იყო, რომელიც ჰაერთან კონტაქტისას ორთქლდებოდა. ერთი ასეთი ბურთულა მუზეუმში მოათავსეს და სწორედ იქ შენიშნეს, რომ ის საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალებდა – ერთ სრულ ბრუნს 128 დღეში ასრულებდა და მეცნიერებმა ეს ფენომენი ვერაფრით ახსნეს. ეგვიპტის პირამიდები — ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნაგებობაა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. უკანასკნელ ათასწლეულში მათი შექმნის ისტორია უამრავი ლეგენდით და მითით შეივსო, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული, არის აზრი, რომ ეგვიპტელებს პირამიდების აშენებაში, ზეცივილიზაციის წარმომადგენლები დაეხმარნენ. გარდა ამისა, უცნობია, რატომ არის, რომ სხვა პირამიდები, რომლებიც 500 წლით გვიან არის აშენებული, ვიდრე დიდი პირამიდების სამეული, დროთა განმალობაში ძალიან დაზიანდა, ხოლო ნაგებობები გიზის პლატოზე, პრაქტიკულად, უცვლელია. საოცარი არქიტექტურული ნაგებობების კატეგორიაში ადგილი ბაალბექის ტერასამაც (ლიბია) დაიმკვიდრა და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. ბაალბექი ბეირუთის ჩრდ-აღმოსავლეთით, მისგან 85 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და ის ოდესღაც, ყველაზე წმინდა ადგილად ითვლებოდა დედამიწაზე. ადრე იქ ტაძრები იყო, ხოლო დღეს ის დანგრეული და ყველასგან მივიწყებულია. ამ ქალაქს თითქმის მისტიკური ისტორია უკავშირდება. როდესაც ის ხელახლა «აღმოაჩინეს», არქეოლოგების უმრავლესობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბაალბექი – სხვა არაფერია, თუ არა არამიწიერი ცივილიზაციების ნაგებობა. ტერასა გიგანტური ზომის ქვის ბლოკებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ისე ზუსტად არის შეთავსებული, რომ ბლოკებს შორის ნემსის შეცურებაც კი შეუძლებელია. ტერასის II იარუსი 8 მ-ზე არის განლაგებული და დღევანდელი ტექნიკის საშუალებით, მსგავსი ნაგებობის აშენება ნამდვილად შეუძლებელია. განსაკუთრებით, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერასის სამხ-დას. კედლის საფუძველს 3 უზარმაზარი მეგაბლოკი წარმოადგენს, რომლებსაც დიდი ზომების გამო «ტრილიტონები» უწოდეს. თითოეული ბლოკის სიგრძე, საშუალოდ, 21 მ-ია, სიმაღლე – 5 მ. სიგანე – 4 მ და დაახლოებით 800 ტ. იწონის! მეცნიერების გამოთვლით, ამ ზომის ბლოკის მხოლოდ ადგილიდან დასაძრავად, მინიმუმ 40 000 ადამიანის ძალისხმევა არის საჭირო. რომ დავუშვათ, რომ ამ რაოდენობის ადამიანის შეკრება, რომელიმე გავლენიან მეფეს მართლაც მოეხერხებინა, ისინი მაინც ვერ შეძლებდნენ ერთდროულად ერთი და იგივე მოქმედების შესრულებას, რადგან ამ რაოდენობის ხალხის მართვა შეუძლებელი იქნებოდა. ლეგენდის მიხედვით, ბაალბექი ოდესღაც მეფე ნებროთს ეკუთვნოდა. ხოლო, ამ ადგილზე ნაპოვნი ერთ-ერთ არაბულ მანუსკრიპტში ნათქვამია, რომ მეფე ნებროთმა, სურდა რა, წარღვნის შემდეგ, ბაალბექის აღდგენა, ამ ადგილზე ადამიანი-გიგანტები გამოგზავნა. ოფიციალური მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები კეთილმოწყობილი პირობების გარეშე გასული საუკუნის დასაწყისამდე ცხოვრობდა და რომ წინა საუკუნეებში არ არსებობდა სველი წერტილები და კანალიზაცია. მაგრამ, როგორც გაირკვა, ჰიგიენასთან დაკავშირებული პირობები, ყველგან ერთნაირად არ იყო. მაგ., ქ. მოჰენჯო-დაროში (პაკისტანი), რომელიც ძვ. წ. აღრ. 2600-1700 წწ. არსებობდა, მოსახლეობა ცივილიზაციის ისეთი მიღწევებით სარგებლობდა, თანამედროვეს რომ არაფრით ჩამოუვარდება. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქალაქი მხოლოდ იმიტომ კი არ არის საოცარი რომ უხსოვარ დროში, ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები და წყალგაყვანილობის ქსელი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ის წინასწარ დაგეგმილი და კარგად გააზრებული პროექტით იყო აშენებული. ყველა ნაგებობა ქალაქში სტანდარტული ზომის გამომწვარი აგურით იყო აგებული და მასში ყველაფერი იყო რაც ქალაქისთვის არის დამახასიათებელი: ქუჩები განსაზღვრული სისტემით, მარცვლეულის საცავი, კეთილმოწყობილი ბინები, აბანოები... თანამედროვე მეცნიერებას არა აქვს პასუხი კიხვებზე, თუ სად არის ქალაქები, რომლებიც უფრო ადრეულ პერიოდში არსებობდნენ, ვიდრე მოჰენჯო-დარო და როგორ მოხდა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც აგურის გამოწვა არ იცოდნენ, მსგავსი სახის მეგაპოლისი ააშენეს? კოლუმბამდელი ეპოქის ამერიკაში პირველი დიდი ქალაქი, რომლის აყვავების პერიოდში მოსახლეობა, დაახლოებით 200 ათას კაცს შეადგენდა, – ტეოტიუაკანი იყო. საიდან მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს ან რა ტექნოლოგიებით სარგებლობდნენ ისინი, ან თუნდაც რომელ ენაზე საუბრობდნენ, – უცნობია… ის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია დედამიწაზე და XV საუკუნემდე — ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი იყო დას. ნახევარსფეროში. ქალაქი, სავარაუდოდ, ამ ადგილზე აცტეკების გამოჩენამდე (XII ს.), ათასი წლით ადრე გაჩნდა. როგორც მეცნიერები თვლიან, ტეოტიუაკანის მშენებლებს, ისევე როგორც გიზის პირამიდების «ავტორების», მნიშვნელოვანი ცოდნა გააჩნდათ მათემატიკაში და ასტრონომიაში. საინტერესოა, რომ ქალაქის მშენებლობისას ფართოდ არის გამოყენებული ქარსი, რომელიც როგორც მინერალოგიურმა ანალიზმა აჩვენა, იმ ადგილიდან 4, 8 ათასი კილომეტრის დაშორებით, ამჟამინდელი ბრაზილიის ტერიტორიაზე მოიპოვებოდა. ეს მინერალი მდგრადია სინათლის და წყლის ზემოქმედების და ატმოსფეროს ტემპერატურის ცვლილებებისადმი. უცნობია, თუ რა მოტივით გაამაგრეს ამ დონეზე ქალაქი. ის ვერსია, რომ მას ათასწლეულებისთვის უნდა გაეძლო და ჩვენამდე მოეღწია, ნაკლებად სავარაუდოა. ამრიგად, ამდენი იდუმალებით მოცული ნაგებობები და აღმოჩენები იმაზე მიუთითებს, რომ ისტორია, როგორც მეცნიერება, ვერ შედგა და დღეს, კაცობრიობის წარსულთან დაკავშირებით, უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხია. ცოდნა ძველი ცივილიზაციების და მათი ტექნოლოგიების შესახებ, დაკარგულად ითვლება(?!) და სიტუაცია მანამდე არ გამოსწორდება, ვიდრე მეცნიერებს საკუთარი მოსაზრებების და ვარაუდების ტყვეობაში ყოფნა ურჩევნიათ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:* ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ძველი მსოფლიოს ცნობილი ძეგლების შესახებ * ბაბილონი — მხოლოდ ფაქტები და არანაირი მითოლოგია * «მეორედ დაბადება». რომი, ბაბილონი, კართაგენი და პალმირა – უძველესი ქალაქების 3D რეკონსტრუქციები (4 ვიდეო) * უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი2903 10-ს მოსწონს
|