განათლება უცნაური და საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ 2020, 21 იანვარი, 10:43 ჩვენი სხეულის ყოველი ნაწილი 7 წელიწადში ერთხელ იცვლება. ფიზიკურად ჩვენ ის აღარ ვართ, რაც 7 წლის წინ ვიყავით. გიბრალტარის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ზოლზე საავტომობილო გზა გადის. ზღვის ცხენები მონოგამურები (ბერძ. monosgamos – ერთქორწინება) არიან და დაწყვილების შემდეგ, ყოველთვის ერთად, – «კუდჩაკიდებულები» გადაადგილდებიან. მსოფლიოში, ყოველწლიურად, მემარჯვენეებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარებისას, 2500 ცაციაზე მეტი იღუპება. «თევზის წვიმა» (ესპ. aguacero de pescado) – ქ. იორში (ჰონდურასი) ყოველწლიური მოვლენაა. ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი 100 წლის მანძილზე, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, ქალაქის თავზე მუქი ფერის ღეუბელი ჩნდება. შემდეგ, ელვა ანათებს, ისმის მეხის ხმა, ძლიერი ქარი დგება და 2–3 სთ. კოკისპირულად წვიმს. მისი დასრულების შემდეგ, მიწაზე ასობით ცოცხალი თევზი რჩება, რომლებსაც ადგილობრივები აგროვებენ და სახლში მიაქვთ. (ეს ატლანტის ოკეანიდან, ქარის მიერ მოტანილი ნობათია. რედ.) ადამიანები, რომლებიც ინტელექტუალური თამაშებით ერთობიან, უფრო მეტად შემოქმედებითები არიან და გადაწყვეტილებასაც სწრაფად ღებულობენ. ნილოსის ნიანგს, მსხვერპლის მოლოდინში, წყლის ქვეშ, სუნთქვის შეკავება 2 საათის მანძილზე შეუძლია. თვითმფრინავში საკვები გემრიელი არ არის, რადგან ფრენის დროს ჩვენი ყნოსვის და გემოვნების რეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითება, დაახლოებით, 20-50%–ით ხდება. ყოველ ჩვენგანს, ქვეყნის პრეზიდენტად გახდომის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ლატარიაში მოგების. ბამბის ნაყინი, XIX საუკუნის ბოლოს, ამერიკელმა სტომატოლოგმა, ჯეიმს მორისონმა (James Morrison) გამოიგონა. უფრო სწორად, ეს ნაყინი მანამდეც არსებობდა, მაგრამ მან ნაყინის გასაკეთებელი აპარატი შექმნა. აქ განსაკუთრებული თითქოს არაფერია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მორისონი სტომატოლოგი იყო, თან ძალიან კარგი. აპარატის გამოგონებამდე, ამ გემრიელი დესერტის მირთმევა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ და ექიმმა ეს «უსამართლობა» გამოასწორა.
531 4-ს მოსწონს
|