x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა

ფილმებში და მხატვრულ ლიტერატურაში, ბევრი ისტორიული ფაქტი შელამაზებულად არის წარმოდგენილი ან დამახინჯებულია. თუმცა, არის ისეთი ფაქტები, რომლებიც ძველ წყაროებშია დაფიქსირებული, მაგრამ სიმართლეს ასევე არ შეესაბამება. საქმე იმაშია, რომ ყველა მეფეს საკუთარი ჟამთაღმწერი ჰყავდა და სწორედ ის წყვეტდა, რა ინფორმაცია უნდა მოხვედრილიყო მომავალი თაობებისთვის განკუთვნილ წიგნში. არც ისე იშვიათად, უკვე არსებული ისტორიული წყაროების გადაწერა და რაღაც ფაქტების «ჩასწორებაც» ხდებოდა. მაგ., ფარაონი ეხნატონი, რომელიც ეგვიპტეს 17 წლის მანძილზე (1353 – 1336 წწ.) მართავდა, ისტორიიდან ისე გააქრეს, რომ მის შესახებ, 3000 წლის მანძილზე, არავინ არაფერი იცოდა...

აქ 7 ისტორიულ «ფაქტს» წარმოგიდგენთ, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა და რომლისაც ბავშვობიდან გვჯეროდა.



ალმასი ევროპაში ალექსანდრე მაკედონელის აზიური ლაშქრობის შემდეგ გამოჩნდა


image


ალმასი – სამეფო ქვა არის და ყველა ძვირფასი ქვის მეფედ ითვლება. მხოლოდ წარსულში კი არა, ამ უძვირფასეს მინერალზე დღესაც უდიდესი მოთხოვნა არის. ალმასთან დაკავშირებით, უამრავი ინფორმაცია არსებობს და მათ შორის არის მითი ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანი.

მითის მიხედვით, ალ. მაკედონელმა (ძვ. წ. აღრ. 356 – 323 წწ.) ინდური ლაშქრობის დროს, ალმასების ხეობა აღმოაჩინა, რომელიც ჰოლკონდის მახლობლად მდებარეობდა და სწორედ იმ დროიდან დაიწყო ალმასის შეტანა ევროპაში ინდოეთიდან.

სინამდვილეში, ევროპელებისთვის, ეს ძვირფასი ქვა ბევრად უფრო ადრე უკვე ცნობილი იყო. მაგ., ბრიტანეთის მუზეუმს თუ ესტუმრებით, რომელშიც ბერძნული ქანდაკებებია დაცული, ნახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი, დაუმუშავებელი ალმასებით არის მოოჭვილი, ხოლო თავად ქანდაკება ძვ. წ. აღრ. V საუკუნით არის დათარიღებული.




ალ. მაკედონელის იმპერია ყველაზე დიდი იყო


image


დიახ, ალ. მაკედონელმა დიდი იმპერია შექმნა და სწორედ მას თვლიან ყველაზე დიდ მხედართმთავრად კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ, რეალურად, ყველაზე დიდი იმპერია მონღოლებმა შექმნეს.


image

მონღოლთა დიდი იმპერია


XII-XIV საუკუნეებში მონღოლებმა ცენტრალური აზია, ჩინეთი, კორეა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა დაიპყრეს. დაპყრობითი ომების წარმოება ჩინგიზ-ყაენმა 1206 წ. დაიწყო და 21 წელში მონღოლთა დიდი იმპერია შექმნა. ხოლო, ალ. მაკედონელის მიერ შექმნილ იმპერიაში, მხოლოდ ეგვიპტე, სპარსეთი და ინდოეთის ნაწილი შედიოდა.



გლადიატორები – მონები იყვნენ



image


წიგნებში და ფილმებში გლადიატორები ყოველთვის მონების სახით არიან წარმოდგენილები, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლით, მაყურებლის გართობა ევალებოდათ. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო:

თავდაპირველად, გლადიატორები მართლაც მონები და პატიმრები იყვნენ. მაგრამ, შემდეგ ასეთი ბრძოლები იმდენად პოპულარული გახდა, რომ სპორტის სახეობად იქცა და სკოლებიც კი გაიხსნა, რომლებშიც თავისუფალ ადამიანებს ავარჯიშებდნენ.

გარდა ამისა, მოგვიანებით, გლადიატორთა შორის უმაღლესი კლასის წარმომადგენლები და ქალებიც კი იყვნენ.



ბუმერანგი ავსტრალიელმა აბორიგენებმა გამოიგონეს


image


ბუმერანგი ეკზოტიკური იარაღია და მას, ნადირობის დროს, აბორიგენები ძალიან ეფექტურად იყენებენ. ამიტომ თვლიან, რომ მისი გამომგონებლები ავსტრალიელი აბორიგენები არიან.

მაგრამ, ეს მხოლოდ მითია! არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ამ იარაღით სხვა ქვეყნებშიც სარგებლობდნენ. ეს იარაღი აღმოჩენილია ძველ ეგვიპტეში და ჩრდ. ამერიკაში. არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, ბუმერანგით უძველეს დროში თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებიც სარგებლობდნენ. ასე, რომ, ეს იარაღი დედამიწის ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი.



ჰელიოცენტრული სისტემა კოპერნიკმა შექმნა


image


პირველი, ვინც აზრი გამოთქვა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ, ძველი ბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი არისტარქ სამოსელი (ძვ.წ.აღრ. 310-230 წწ.) იყო და ეს, კოპერნიკამდე, 1800 წლით ადრე მოხდა.

მან უბრალოდ კი არ განაცხადა, რომ ჩვენი პლანეტა მზის ირგვლივ ბრუნავს, არამედ, დედამიწიდან მზემდე მანძილიც კი გაზომა.

ჩვენთვის ჰელიოცენტრული სისტემის ავტორად ნ. კოპერნიკი (1473 – 1543 წწ.) ითვლება, მაგრამ ამ თეორიის ფორმირებაში სხვა მეცნიერებსაც მიუძღვით წვლილი:

კოპერნიკის თეორია გერმანელმა მათემატიკოსმა ი. კეპლერმა (1571 – 1630 წწ.) სრულყო და დაასრულა. ის 10 წლის მანძილზე, დანიელი ასტრონომის ტ. ბრაგეს (1546 – 1601 წწ.) მრავალწლიანი დაკვირვების შედეგებზე მუშაობდა და თავისი ნაშრომი – «სამყაროს ჰარმონია», წიგნის სახელით, 1619 წ. გამოსცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კეპლერის ნაშრომში, კოპერნიკისეულმა სამყაროს მოწყობის სისტემამ ცვლილება განიცადა. ახალი თეორიის მიხედვით, პლანეტები მზის ირგვლილ ელიფზე მოძრაობდნენ და არა წრეზე, როგორც ამას ნ. კოპერნიკი ამტკიცებდა. მაგრამ, კეპლერის თეორიასაც ჰქონდა ნაკლი, – ის არ პასუხობდა კითხვასზე, თუ რა აიძულებდათ პლანეტებს, ვერსკვლავის ირგვლივ მოძრაობას.

«სამყაროს ჰარმონიის» გამოსვლიდან, 50 წლის შემდეგ (1687 წ.), ი. ნიუტონმა (1642 –1727წწ.), კეპლერის თეორია ბოლომდე მიიყვანა, – მან გრავიტაცია, ანუ მსოფლიო მიზიდულობის ძალა აღმოაჩინა.



ჯეიმზ კუკმა ავსტრალია აღმოაჩინა


image


ავსტრალიელს თუ ჰკითხავთ, ვინ აღმოაჩინა მათი მატერიკი, პასუხი – კუკი, ნამდვილად არ იქნება... ჯ. კუკმა ავსტრალიის აღმ. სანაპიროს 1770 წელს შემოუარა. მაგრამ, მანამდე, იქ უკვე იყვნენ ნამყოფები ჰოლანდიელი მოგზაურები აბელ ტასმანი და დერკ ჰარტოგი. უფრო მეტიც, კუკის ავსტრალიაში მოგზაურობამდე, 165 წლით ადრე, ეს კონტინენტი კიდევ ერთმა ჰოლანდიელმა, უილიამ იანსმა გამოიკვლია.



ველური დასავლეთი – «ველური იყო»


image


ზოგადად, ველური დასავლეთი, თანამედროვე ადამიანისთვის, ურთულეს პერიოდთან ასოცირდება, რომლის დროსაც, ყველაფერს ფიზიკური ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი წყვეტდა. ასეთია მწერლების და კინომატოგრაფისტების მიერ დანახული XIX საუკუნის ამერიკის დას. ნაწილი.

მაგრამ, არქივებში დაცულ, იმ პერიოდის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა... მაგ., ძარცვის ფაქტები, მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით, ველურ დასავლეთში იმაზე ნაკლები იყო, რაც იგივე პერიოდში, დეტროიტში ან ნიუ-იორკში. ამიტომ, ველური დასავლეთი, არც ისეთი ველური იყო, როგორც დღეს ბევრს ჰგონია.

imageimageimageimageimageimageimage






0
1260
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0