x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
14 წლი იზოლაციაში და ფილმებით გაცნობილი ცხოვრება

მართალია, ანგულის შვილები ნიუ–იორკში გაიზარდნენ, მაგრამ მათ 14 წლის მანძილზე, წარმოდგენა არა ჰქონდათ, თუ რა იყო ქალაქი. მათმა ბავშვობამ 4 კედელს შორის გაიარა, ხოლო ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ, მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებიდან იღებდნენ. მათი ისტორია საფუძვლად დოკუმენტურ ფილმს – «The Wolfpack» («თინეიჯერთა ბანდა» ინგლისურ სლენგზე) დაედო, რომელიც რეჟისორმა კრისტალ მოზელიმ გადაიღო.


image


კაცმა 7 შვილი საკუთარ ბინაში გამოკეტა. ოჯახი ამერიკაში პერუდან ჩავიდა და როგორც შემდეგში გაირკვა, ისინი «ხარე კრიშნას» მოძრაობის მიმდევრები იყვნენ. ამიტომ, მათი რწმენით, ბავშვები გარე სამყაროს რომ არ «გაეფუჭებინა», მათ გარეთ არ უშვებდნენ, ხოლო კარს ყოველთვის საგულდაგულოდ კეტავდნენ. თუმცა, 14 წლის შემდეგ, ერთ–ერთმა ვაჟმა გაქცევა მოახერხა და შემდეგ, ბინიდან გამოსვლაში, სხვებსაც დაეხმარა.

სწორედ გადარჩენის მომენტში, 2010 წელს, შეხვდა მოზელი 6 ძმას. ყოველ მათგანს შავი სათვალე ეკეთა და ქუჩაში ისე დადიოდნენ, თითქოს რაღაც დაჯგუფების წევრები იყვნენ. როგორც ახსნეს, ასეთი იმიჯი, საყვარელი ფილმიდან – «ცოფიანი ძაღლებიდან» გადაიღეს.


image


ამ ოჯახის შესახებ, მეტის გასარკვევად, რეჟისორი ბიჭებს დაუმეგობრდა და თანდათან, მათი მშობლების ნდობაც მოიპოვა. ერთხელ, მათ ის თავის დახურულ სამყაროში მიიწვიეს და ნება დართეს, რომ კამერაც მიეტანა. მთელი თვის მანძილზე რეჟისორი ოჯახს იღებდა, რომლის წევრები გამუდმებით ფილმებს უყურებდნენ, ხოლო შემდეგ, ნანახს განიხილავდნენ და საყვარელ სცენებს განასახიერებდნენ კიდეც.

«მეგობრები არ ჰყავდათ. ისინი სახლში სწავლობდნენ და მათი ერთადერთი ფანჯარა სამყაროში, კინო იყო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათ, ნანახი ფილმების ინტერპრეტაცია, საკუთარი სამყარო შექმნეს», — განმარტავს მოზელი.

საერთო ჯამში, მოზარდებმა 5000 ფილმზე მეტი ნახეს, რომელიც ან ნაქირავები, ან ფასდაკლებით იყო შეძენილი.

ბავშვების დედა სიუზანი ამერიკელი იყო, შუა დასავლეთიდან. მას ქმარი ისევე მართავდა, როგორც შვილებს. ის საკუთარი შვილებისთვის ერთადერთი მასწავლებელი იყო. მათთან რეჟისორის მისვლის შემდეგ, ქალი ხშირად ჩნდებოდა კამერების წინ, ხოლო მისი მეუღლე ამის გაკეთებას არ ჩქარობდა.

«შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბიჭები — ერთ–ერთი ყველაზე მოსიყვარულე, ღრმა და ცნობისმოყვარე ადამიანები არიან, რომლებსაც ოდესმე შევხვედრილვარ. ეტყობა, მათმა მშობლებმა რაღაც მაინც გააკეთეს სწორედ», — აღნიშნა რეჟისორმა The Times–თან ინტერვიუში.


image


ბიჭებმა, ბოლოს და ბოლოს, გარეთ გამოსვლა შეძლეს. ყველაზე უფროსი ბხაგავანმა, რომელიც 23 წლის იყო, ჰიპ-ჰოპ კონსერვატორიაში ჩააბარა, სადაც ცეკვას სწავლობდა. 22 წლის გოვინდმა მშობლების სახლი დატოვა და ცხოვრება დამოუკიდებლად გადაწყვიტა. მას უნდოდა, რომ დამდგმელი–ოპერატორი გამხდარიყო. მისმა ყუპის ცალამ, რომელიც ბუნების დაცვით იყო დაინტერესებული, ამ მიმართულებით წავიდა და მუშაობა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დაიწყო. 20 წლის მაკუნდამ, რომელიც ძმებს შორის, არაოფიციალური ლიდერი იყო (სწორედ მან დააღწია პირველმა, "შინაპატიმრობას" თავი) მწერლობის სურვილი გამოთქვა. უმცროს ძმები კი, მუსიკის სფეროთი იყვნენ დაინტერესებულნი და სწავლის გაგრძელება ხელოვნების მიმართულებით გადაწყვიტეს.

2015 წელს, ძმები, დედასთან ერთად, სანდენსის კინოფესტივალს დაესწრნენ, სადაც «The Wolfpack»–მა დიდი ჟიურის მთავარი ჯილდო მოიპოვა, საუკეთესო ამერიკული დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იდუმალი სინათლეები მთვარეზე

* "ლოგინად ჩავარდნილი" ლაიმა ვაიკულე 27 ივლისს სოლო კონცერტს გამართავს

* ნიკოლა ტესლას დროის მანქანა

* ეს ფაქტები – ყველა ჩვენგანზეა... და პირადად, თქვენზეც

* 12 საინტერესო ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ

* მაღალგანვითარებული ცივილიზაციები შუმერებამდე და ეგვიპტელებამდე

* ახალი ფაქტები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ

* მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელიც გაიძულებთ კვების რაციონი შეცვალოთ

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (IV ნაკრები)



0
171
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0