x
image
თორ ნიკე
ჩვენი ატომების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად მარადიულია
ჩვენი ატომების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად მარადიულია


ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში სამყაროს მხოლოდ მაკროსკოპულად აღვიქვამთ და გვავიწყდება მისი მიკროსკოპული, სიღრმისეული რაობა. არადა ამის გააზრებამ შეიძლება დიდწილად შეცვალოს ჩვენი მსოფლხედვა და ისიც, თუ როგორ აღვიქვამთ და ვაფასებთ საკუთარ თავს. როცა მიყურებთ, თქვენ ხედავთ ადამიანს. მართალია, მაგრამ მე ასევე ვარ 78 სხვადასხვა ორგანო, რომელთაგან 5 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ორგანოები თავის მხრივ, შედგება უჯრედებისგან, უჯრედები - კომპლექსური მოლეკულებისგან, ხოლო ეს მოლეკულები შედგება ატომებისგან. თითოეული საშუალოდ 60-კილოგრამიანი ადამიანი შედგება დაახლოებით 7 ოქტილიონი ატომისგან (ოქტილიონი არის 1-იანი 27 ნულით). ასე რომ სრულიად მართალია რომ ადამიანები ერთმანეთს აღიქვამენ მარტივად - შეხედავენ და ფიქრობენ - ერთი ადამიანი. მაგრამ ისიც სრულიად მართალია თუ ვიტყვით, რომ თითოეული ზრდასრული ადამიანი არის 7 ოქტილიონი ატომისგან შემდგარი ურთულესი ფაზლი. თუ დავიწყებთ გარემომცველი სამყაროს აღქმას ატომურ დონეზე, ყველაფერი ძალიან უცნაური ხდება.


ჩვენი ორგანიზმი ახდენს უჯრედების რეგენერაციას, კვლავწარმოქმნას ყოველდღიურ რეჟიმში. მაგალითად ერთ საშუალო წონის ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ყოველ 24 საათში ჩანაცვლდება 330 მილიარდი უჯრედი - ორგანიზმში ადამიანური უჯრედების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1%. ეს ცნობილი ფაქტია და ბევრმა იცის, მაგრამ ბევრმა არ იცის ის, რომ ამ უჯრედების შემადგენელი ატომები არასოდეს რეგენერირდება, არ ხდება მათი კვლავწარმოქმნა - ეს არასოდეს ხდება.


სტაბილური ატომები, ისინი, რომლებიც არ არიან რადიოაქტიურები, ფაქტობრივად უსასრულოდ, სამუდამოდ განაგრძობენ არსებობას. მეცნიერები უშვებენ იმის შესაძლებლობასაც, რომ შეიძლება სტაბილური ატომებიც ოდესმე დაიშალონ, პროტონების დაშლის, "ხრწნის" გამო, მაგრამ მეცნიერებს არ დაუდგენიათ ეს საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი, და ეს შესაძლებელიც რომ იყოს, ამას დასჭირდება იმაზე დიდი დრო, ვიდრე მთელი ჩვენი სამყაროს მომავალი არსებობაა. ამგვარად, შეგვიძლია ძალიან მყარად დარწმუნებით ვთქვათ, რომ სტაბილური ატომები მუდმივია - უსასრულოდ არსებული, მარადიული. ასე რომ, ვინაიდან შენ ხარ შედგენილი ატომებისგან და მათი დიდი უმრავლესობა მარადიულია - შენი სხეულის შემადგენელი ნაწილები იარსებებს ფაქტობრივად მუდამ. ჩვენი შემადგენელი ატომები არა მხოლოდ მომავალში იარსებებენ ტრილიონობით წელი, არამედ უკვე არიან ძალიან ხნიერები. ჩვენი დიდი კომპლექსურობის მიუხედავად, ქიმიურად ადამიანი შედარებით მარტივია. ჩვენი ორგანიზმის საერთო მასის 96.2% შედგება 4 ქიმიური ელემენტისგან, ესენია: ჟანგბადი (ადამიანის ორგანიზმის საერთო წონის 65%), ნახშირბადი (18.5%), წყალბადი (9.5%), და აზოტი (3.2%).



აქედან წყალბადის თითქმის ყველა ატომი, რომელიც თქვენშია, წარმოიქმნა 13.8 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებიდან 379, 000 წელიწადში დაწყებული ატომწარმომქმნელი პროცესით. ჯერ წარმოიქმნენ უფრო მსუბუქი და შემდეგ მძიმე ატომები. მძიმე ატომებმა - მეტალებმა დაიწყო ფორმირება 13.7 მილიარდი წლის წინ - სწორედ მაშინ, როცა პირველი ვარსკვლავები ჩამოყალიბდნენ, ვინაიდან მეტალები წარმოიქმნა (და ახლაც წარმოიქმნება) ვარსკვლავებში მიმდინარე ბირთვული პროცესების შედეგად და გარშემო სივრცეში ამ ვარსკვლავთა აფეთქებების ან მათი ქარების მეშვეობით გავრცელდა (და ახლაც ვრცელდება). მაგალითად სამყაროს რკინის უმეტესი ნაწილი უკვე თანაბრად იყო განაწილებული გალაქტიკათშორის აირში დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ - გალაქტიკათა პირველი გროვების ჩამოყალიბებამდეც კი.


აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანის ბიოლოგიური ასაკი არის მხოლოდ ათობით წელი, მაგრამ ადამიანების ასაკი ქიმიურ და ფიზიკურ დონეზე მილიარდობით წლით აითვლება. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურად ჩვენი სამყაროს წლოვანების ვართ, ვინაიდან დიდი აფეთქებისას წარმოიქმნა ის სუბატომური ნაწილაკები, რომლისგანაც შემდგომში მალევე წარმოიქმნა ატომები - მათ შორის ჩვენი შემადგენელი ატომების უდიდესი ნაწილი მილიარდობით წლით უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ჩვენი მზე ჩამოყალიბდებოდა (4.6 მილიარდი წლის წინ). თითოეული ადამიანი წარმოუდგენლად უძველესი არსებაა.


მე-20 საუკუნეში ატომის აღსაწერად გამოიყენებოდა ბორის მოდელი, იგივე "პლანეტარული მოდელი" - ასე იმიტომ ეწოდება, რომ ეს მოდელი ჩვენი მზის სისტემას ჰგავს, სადაც ცენტრში, როგორც მზე, განთავსებულია პროტონებით და ნეიტრონებით შემდგარი ატომბირთვი და მის გარშემო, როგორც პლანეტები - ბრუნავენ ელექტრონები. ვინმესთვის რომ გეთხოვათ მე-20 საუკუნეში, სწორედ ასე დახატავდა ატომს. მაგრამ სინამდვილეში ატომი სხვანაირია. ასევე მიაჩნდათ, რომ თუ საფეხბურთო სტადიონის ზომაზე გავადიდებთ ატომს, მისი ატომბირთვი იქნება მხოლოდ თხილის ტოლი, ხოლო ატომის მოცულობის დანარჩენი 99.99999 % იქნება ცარიელი სივრცე და ვინაიდან ადამიანი ატომებისგან შედგება, ადამიანიც 99.99999 % ცარიელი სივრცეა, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა რომ ეს "ცარიელი სივრცის" ამბავი მითია.


სინამდვილეში ყველაფერი ასეა: მაკროსკოპულ დონეზე ჩვენი სამყარო მშვენივრად იხსნება და აღიწერება ისააკ ნიუტონის და გალილეო გალილეისეული კლასიკური ფიზიკით, მაგრამ მიკროსკოპულ დონეზე კლასიკური ფიზიკის კანონები აღარაა რელევანტური. სამყაროს მიკროსკოპულ დონეზე რეალისტურად გასაგებად გვჭირდება "კლასიკური ფიზიკის უცნაური ბიძაშვილი" - კვანტური ფიზიკა. როცა ატომის ბორის მოდელს ვუყურებთ, ვხედავთ ატომბირთვის გარშემო პლანეტებივით მბრუნავ ელექტრონებს. ეს კლასიკური, ატომის მაკროსკოპულ დონეზე აღქმის მცდელობაა. მაგრამ ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, კლასიკური ფიზიკა რეალისტურ სურათს მხოლოდ მაკროსკოპული ობიექტების შემთხვევაში იძლევა, ატომის ამგვარი აღქმა სრულიად არასწორია. სინამდვილეში ელექტრონი არ არის სივრცეში კონკრეტულ-ადგილ-განსაზღვრული პატარა ნაწილაკი (როგორც პლანეტას აქვს კონკრეტული მდებარეობა და მდგომარეობა სივრცეში). ელექტრონი ტალღური ფუნქციაა და ეს ელექტრონები, რომლებიც ატომბირთვის გარშემო არიან, წარმოქმნიან ღრუბელს. ამ ელექტრონული ღრუბლითაა სავსე ატომის მთელი მოცულობა. ელექტრონი ატომში არ იკავებს ერთ კონკრეტულ ადგილს, ის იქ თითქმის ყველგანაა ერთდროულად. ასე რომ ისიც არასწორია, თითქოს ატომები და აქედან გამომდინარე, ადამიანებიც 99, 99999 %-ით "ცარიელი სივრცე" ვართ. სინამდვილეში 99, 99999 %-ით ადამიანები ელექტრონული ტალღის ფუნქცია ვართ - ელექტრონული ღრუბელი. ამავე დროს ელექტრონებს ძალიან დაბალი მასა აქვთ. თითოეული ატომის წონის 99, 9 % მოდის მხოლოდ მის ატომბირთვზე. ასევე, როგორც უკვე ვთქვით, ეს ატომბირთვი ბევრად მცირეა ატომის მთელ მოცულობაზე (რომლის სიდიდესაც ელექტრონული ღრუბელი განსაზღვრავს). ასე რომ ადამიანის მთელი მასის 99, 99999 % მოდის მისი ორგანიზმის მთელი მოცულობის მხოლოდ 0, 00001 პროცენტზე.





წყარო 1: Our bodies replace Billions of cells every day - Scientific American;

წყარო 2: Chemical elements in our body - Ask a Biologist;

წყარო 3: Oxygen first formed in the universe at least 13 billion years ago - Chemistryworld;



ყველაზე საინტერესო სტატიები


1. ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე;

2. ინდო-ევროპელების ჰაპლოჯგუფები;

3. თურქული ხალხების ჰაპლოჯგუფები;

4. კავკასიელი ხალხების ჰაპლოჯგუფები;

5. მსოფლიოს ხალხთა ჰაპლოჯგუფები;

6. მსოფლიოს რომელ რეგიონში მცხოვრებ ხალხში და როდის წარმოიშვა სხვადასხვა ჰაპლოჯგუფი?

7. მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები - დედობრივი ხაზით წარმომავლობის დასადგენად;

8. არაბეთის ნახევარკუნძულის უძველესი ქალაქები და დასახლებები;

9. თურქების წარმოშობა და გავრცელება;

10. ეთიუნის სამეფო - ლჭაშენ-მეწამორის კულტურა;

11. "რაც შეიძლება მალე ჩვენ მრავალპლანეტური ცივილიზაცია უნდა გავხდეთ" - ილონ მასკი;

12. ადამიანის, დიდი პრიმატების და სხვა ცხოველების ტვინის და სხვა მონაცემების შედარება;

13. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

14. აშშ-ს ხელისუფლებამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობა ოფიციალურად აღიარა;

15. საქართველოს მუნიციპალიტეტები;

16. საქართველოს მხარეები;

17. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები;

18. ოლიმპიადის ქართველი ვერცხლის მედალოსნები;

19. ოლიმპიადის ქართველი ბრინჯაოს მედალოსნები;

20. მულტისამყაროს მოწყობის სხვადასხვა თეორია;

21. ყველაფერი გაჩნდა არაფრისგან?;

22. სამყარო, ადამიანი და ერი;

23. კიდევ არსებობს წარსული სადმე?;

24. არის თუ არა სამყარო უსასრულო?;

25. რამდენი გალაქტიკაა დაკვირვებად სამყაროში?;

26. დიმიტრი მედვედევი და ბარაქ ობამა უცხოპლანეტელების შესახებ;

27. ბრინჯაოს და რკინის ხანის მსოფლიოს უძველესი ლიტერატურა;

28. რა არის ინფლაცია, რომელიც დიდ აფეთქებამდე იყო?;

29. სპორტი - შეჯიბრის ტრაიბალისტური კულტი;

30. საბჭოთა კავშირი და მისი რესპუბლიკები;




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
133
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
133
  
16 ივნისი, 1:10
37 ტრილიონი (37,000,000,000,000) არის ადამიანის სხეულის ადამიანური უჯრედების დაახლოებითი რაოდენობა (ბაქტერიული და სხვა უჯრედების გარდა).
1 მილიონი წელი - ეს არის დრო, რაც დასჭირდება ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის დათვლას, წამში ერთის დათვლის სიჩქარით.
სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში ადამიანის უჯრედების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.
ადამიანს აქვს დაახლოებით 20 000 განსხვავებული გენი - მეტი, ვიდრე ქათამს, მაგრამ ნაკლები, ვიდრე თაგვს.
ძვალში კოლაგენი მუდმივად განახლდება, ასე რომ, დაახლოებით ყოველ შვიდ წელიწადში, თქვენ გაქვთ სრულიად ახალი ჩონჩხი.
ბავშვები იბადებიან დაახლოებით 300 ძვლით. მაგრამ მოზრდილებს აქვთ მხოლოდ 206. ზოგიერთი ძვალი ერწყმის ერთმანეთს, როცა ჩვენ ვიზრდებით.
სიტყვა "კუნთები" ლათინურიდან მომდინარეობს და ნიშნავს "თაგვს" - რადგან ძველი რომაელები აკვირდებოდნენ, რომ კანქვეშ მოძრავი კუნთები თაგვებს ჰგავდა, რომლებიც გარბოდნენ.
ზრდასრული ადამიანის სხეულის საერთო წონის დაახლოებით 40%-ს კუნთები შეადგენს.
600-ზე მეტი კუნთი მიმაგრებულია ადამიანის ჩონჩხზე.
ადამიანის სხეულის 5 მილიონი თმიდან თითოეულს აქვს თავისი კუნთი.
ყოველ ჯერზე, როცა ლაპარაკობთ, იყენებთ 70-ზე მეტ კუნთს.
თუ სხეულის ნეირონებს ერთმანეთზე ბოლოებით გადავაბავთ, ის გაიჭიმებოდა 60 კმ-ზე (37 მილი).
(Knowledge encyclopedia - Human Body, DK Penguin Random House, Dr. Kristina Routh, 2017).
16 ივნისი, 1:10
37 trillion (37,000,000,000,000) is the approximate number of cells in the human body (except bacterial and other cells).
1 million years - it is the time it would take to count all the human body cells at the rate of one per second.
Red blood cells make up about 70% of the total number of human cells in the body.
A human has around 20,000 different genes - more, than chicken, but fewer, than a mouse.
The collagen in bone constantly renews itself, so about every seven years, you have a completely new skeleton.
Babies are born with about 300 bones. but adults have just 206. Some bones fuse together as we grow.
The word "muscle" comes from the Latin for "mouse" - because ancient Romans observed that muscles moving under the skin looked like mice running about.
An adult's body weight is made up of about 40% muscle.
More than 600 muscles are attached to the human skeleton.
Every single one of the 5 million hairs on the human body has its own muscle.
Every time you speak, you use more, than 70 muscles.
If the body's neurons were put end to end, it would stretch 60 km (37 miles).
(Knowledge encyclopedia - Human Body, DK Penguin Random House, Dr. Kristina Routh, 2017).
0 1 2