x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ოლიმპიადის ქართველი ვერცხლის მედალოსნები
ოლიმპიადის ქართველი ვერცხლის მედალოსნები


პირველი ოლიმპიადები ტარდებოდა 4 წელიწადში ერთხელ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის ძვ.წ. 776 წლიდან ახ.წ. 393 წლამდე. ზევსისთვის მიძღვნილი ანტიკური სამყაროს ეს დიდებული ტრადიცია განაახლა საბერძნეთმა 1896 წელს. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ოლიმპიადის ისტორია. ანტიკური სამყაროსა და თანამედროვე ოლიმპიადის ტრადიციას შორის წყვეტა იყო 1503 წელი (393 წლიდან 1896 წლამდე).

სად დაიბადა ოლიმპიადის იდეა და ტრადიცია? ამ თემაზე გერმანელი ბოტანიკოსი და ექიმი კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი თავის უმნიშვნელოვანეს წიგნში "მედიცინის ისტორია" წერს შემდეგს: "ბერძნები ჩინებულად იცნობდნენ კოლხეთს. ვარაუდობენ, რომ კოლხეთში ძლიერი იყო ჰეკატეს, ჰერაკლეს, რეა-კიბელეს, აზიას (ასე ეწოდებოდა კოლხეთში ათენას და სწორედ კოლხეთიდან შევიდა საბერძნეთში ეს კულტი), ინდური შივას კულტიც კი. რომ რეა (კიბელე) იგივე ფაზისი (ფასიანე) იყო. რომ ოლიმპიური ასპარეზობანი პელოპონესში კოლხეთიდან შევიდა."

ცნობილია ისიც, რომ ოლიმპიური ასპარეზობები ზევსის საპატივსაცემოდ ეწყობოდა. საინტერესოა ზევსზე ერთი გადმოცემა, რომელიც დიოგენე ლაერტელს (Diogenes Laertius - ახ.წ. 180-240 წწ.) აქვს აღწერილი თავის წიგნში "გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრება და სწავლებანი", 79-ე გვერდზე ვკითხულობთ: "კრეტაზე ჩასული პითაგორა იდას მთაზე ეახლა მარგის ქურუმებს, დაქტილებს, რომელთაგანაც მიიღო განწმენდა მეხთამტყორცნელი ქვით და რომელნიც გადაცმულნი იყვნენ შავი ვერძის ტყავში. მან იქ დაჰყო სამჯერ ცხრა დღე. იდას მთაზე პითაგორამ იხილა ზევსის საფლავი, სადაც მან წააწერა შემდეგი ეპიტაფია: "აქ განისვენებს ზანი, რომელიც ხალხისთვის ცნობილია, როგორც ზევსი".


"ზანი" არის იგივე კოლხი. ასე მრავალჯერ მოიხსენიებიან ძველ ხელნაწერებში და უწოდებენ დღემდე მეგრელებსა და ლაზებს სვანები, ჩერქეზები, აფსუები და სხვა ხალხები. ბერძნული მითოლოგიიდანვე ცნობილია, რომ ზევსი იყო კოლხური ქალღმერთის ნანას, იგივე ფასიანეს (რეას, კიბელეს) ძე. დაბადებული კუნძულ ქართის (კრეტის) აღმოსავლეთ რეგიონში, სახელად ლასითი (Lasithi), ხოლო თვით ახალშობილ ზევსს იცავდნენ კოლხი ქურუმი-ღმერთები - კორიბანტები. ჰომეროსმაც იცოდა, რომ ზევსი პელაზგურ-კოლხური კულტი იყო და ამიტომ მიმართავდა "ილიადაში" ამგვარად: "ზევსო, პელაზგთა მკვიდრო და უფალო!".


პირველ ნაწილში წარმოგიდგინეთ - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები - ოლიმპიადის ქართველი ოქროს მედალოსნები.

ამ ნაწილში კი წარმოგიდგენთ ოლიმპიადის ქართველ ვერცხლის მედალოსნებს, ესენია:


1. შალვა ჩიხლაძე (1912-1997) - ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე. მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიადაში და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

შალვა ჩიხლაძე - ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი




2. ნოდარ ჯორჯიკია (1921-2008) - ქართველი სპორტსმენი, კალათბურთელი. მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიადაში და მოიპოვა ვერცხლის მედალი. მან რვავე მატჩში ითამაშა.

ნოდარ ჯორჯიკია



3. მედეა ჯუღელი (1925-2016) - ქართველი სპორტსმენი, მხატვრული ტანმოვარჯიშე. პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი. მან მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიადაზე და მოიპოვა როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მედლები.

მედეა ჯუღელიმედეა ჯუღელი



4. ოთარ ქორქია (1923-2005) - ქართველი სპორტსმენი, კალათბურთელი და მწვრთნელი. ის 1991 წელს დასახელდა ფიბას საუკეთესო 50 მოთამაშეს შორის. ასევე დასახელდა მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველ კალათბურთელად. დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ოთარ ქორქია




5. ლევან სანაძე (1928-1998) - ქართველი სპორტსმენი, მორბენალი. მან მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ლევან სანაძელევან სანაძელევან სანაძე



6. პეტრე მშვენიერაძე (1929-2003) - ქართველი სპორტსმენი, წყალბურთელი, რომელიც თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1956 წლის ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიადაზე (ბრინჯაოს მედალი) და ასევე 1960 წლის რომის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

პეტრე მშვენიერაძე




7. გურამ მინაშვილი (1936-2015) - ქართველი სპორტსმენი, კალათბურთელი. იასპარეზა საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში 1960 წლის რომის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

გურამ მინაშვილი




8. გივი ჩიქვანაია (1939-2018) - ქართველი სპორტსმენი, წყალბურთელი. მონაწილეობა მიიღო 1960 წლის რომის ოლიმპიადაში და მოიპოვა ვერცხლის მედალი. ასევე მონაწილეობა მიიღო 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაში და კვლავ მოიპოვა ვერცხლის მედალი.

გივი ჩიქვანაია - ქართველი ოლიმპიური ვერცხლის ორგზის მედალოსანი




9. გიორგი სხირტლაძე (1932-2008) - ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე თავისუფალ სტილში. მან მონაწილეობა მიიღო 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი. იქამდე მან მიიღო მონაწილეობა 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, სადაც მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

გიორგი სხირტლაძე




10. ვლადიმერ უგრეხელიძე (1939-2009) - ქართველი სპორტსმენი, კალათბურთელი. მან იასპარეზა 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ვლადიმერ უგრეხელიძე



11. შოთა ქველიაშვილი (1938-2004) - ქართველი სპორტსმენი, მსროლელი. მან მონაწილეობა მიიღო 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

შოთა ქველიაშვილი



12. ლევან მოსეშვილი (1940-2020) - ქართველი სპორტსმენი, კალათბურთელი. საბჭოთა ნაკრებში თამაშისას მან მონაწილეობა მიიღო 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1972-1998 წლებში იყო თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი და შემდეგ საქართველოს გუნდის.

ლევან მოსეშვილი




13. რომან რურუა (დაიბადა 1942 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. წარმოშობით სამეგრელოდან. მან 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი, ხოლო 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე - ოქროს მედალი.

რომან რურუა




14. გურამ საღარაძე (დაიბადა 1939 წელს) - ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მონაწილეობა მიიღო 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

გურამ საღარაძე




15. შოთა ლომიძე (1936-1993) - ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე. მან იასპარეზა 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

შოთა ლომიძე




16. დიმიტრი შანიძე (1937-2010) - ქართველი სპორტსმენი, ძალოსანი. მან იასპარეზა 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი და ასევე მიიღო მონაწილეობა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე და კვლავ მოიპოვა მეორე ვერცხლის მედალი თავის კარიერაში.

დიმიტრი შანიძე




17. რამაზ ხარშილაძე (1951-2017) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. მან იასპარეზა 1976 წლის მონრეალის ზაფხულის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

რამაზ ხარშილაძე




18. თენგიზ ხუბულური (დაიბადა 1955 წელს) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. მონაწილეობა მიიღო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1979 წელს დასახელდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენად.თენგიზ ხუბულური




19. ნინო სალუქვაძე (დაიბადა 1969 წელს თბილისში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მიზანში მსროლელი. ის არის ცხრაგზის ოლიმპიელი და მოიგო სამი მედალი. მან მონაწილეობა მიიღო 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე და მოიპოვა როგორც ოქროს მედალი 25 მეტრზე პისტოლეტით სროლაში და ასევე ვერცხლის მედალიც 10 მეტრზე პისტოლეტით სროლაში. ის ასევე მონაწილეობდა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 10 მეტრზე პისტოლეტით სროლაში.

ნინო სალუქვაძე




20. ნესტორ ხერგიანი (დაიბადა 1975 წელს მესტიაში) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ნესტორ ხერგიანი



21. რამაზ ნოზაძე (დაიბადა 1983 წელს თბილისში) - ქართველი სპორსტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. იასპარეზა 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

რამაზ ნოზაძე



22. გიორგი გოგშელიძე (დაიბადა 1979 წელს გორში) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

გიორგი გოგშელიძე



23. არსენ კასაბიევი (დაიბადა 1987 წელს ცხინვალში) - ოსური წარმომავლობის ქართველი-პოლონელი სპორტსმენი, ძალოსანი. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე იასპარეზა საქართველოს სახელით და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

არსენ კასაბიევი



24. რევაზ ლაშხი (დაიაბადა 1988 წელს ბორჯომში) - ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

რევაზ ლაშხი



25. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (დაიბადა 1991 წელს გორში) - ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. იასპარეზა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი



26. ვარლამ ლიპარტელიანი (დაიბადა 1989 წელს ლენტეხში) - ქართველი სპორსტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ვარლამ ლიპარტელიანი



27. ვაჟა მარგველაშვილი (დაიაბადა 1993 წელს გორში) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ვაჟა მარგველაშვილი



28. ლაშა შავდათუაშვილი (დაიბადა 1992 წელს გორში) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ლაშა შავდათუაშვილი




29. გურამ თუშიშვილი (დაიბადა 1995 წელს კოჯორში) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

გურამ თუშიშვილიგურამ თუშიშვილი



30. იაკობ ქაჯაია (დაიბადა 1993 წელს ტყალტუბოში) - ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. იასპარეზა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

იაკობ ქაჯაია



31. გენო პეტრიაშვილი (დაიბადა 1994 წელს გორში) - ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. იასპარეზა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

გენო პეტრიაშვილი



წყარო 1: საქართველო ოლიმპიურ თამაშებში - Wikipedia;

წყარო 2: Olimpic silver medalists for USSR - Wikipedia;

წყარო 3: The real story of the ancient Olimpic games - Penn Museum;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0