x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საქართველოს მხარეები
საქართველოს მხარეები


მცირე სახელმწიფოებს დედამიწაზე არსებობის დიდი ისტორია აქვს. პირველი ქალაქ-სახელმწიფოები დააფუძნეს შუმერებმა ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულიდან, რომლებსაც 30-ზე მეტი ამგვარი ქალაქ-სახელმწიფო ჰქონდათ მესოპოტამიაში. შემდგომ ეს ტრადიცია ძველმა ბერძნებმა გააგრძელეს, რომლებმაც ძვ.წ. 900 წლიდან ძვ.წ. 146 წლამდე დააარსეს 2000-მდე ქალაქ-სახელმწიფო ეგეოსის, ხმელთაშუა, შავი და აზოვის ზღვების სანაპიროებზე. ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ასევე ფინიკიელებმა დააარსეს 130 დამოუკიდებელი და ზოგიც დაქვემდებარებული სავაჭრო ქალაქი ხმელთაშუაზღვისპირეთში, როგორც პალესტინის, ასევე უმეტესად ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე. შუა საუკუნეებში ამგვარი მცირე და ნახევრად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები ჰქონდა დიდი ევროპულ, გერმანულ სახელმწიფოს - საღვთო რომის იმპერიას, რომელიც მისი არსებობის 1008 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს შედგებოდა 1800 ნახევრად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულისგან, რომლებსაც ლანგენშოჰაითს უწოდებდნენ.

საქართველოში 2022 წლის მდგომარეობით არის 69 მუნიციპალიტეტი. აქედან 64 არის სასოფლო მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი თემი), ხოლო 5 არის საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი).

სასოფლო მუნიციპალიტეტებიდან 5 არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ესენია: აჟარის, თიღვის, ერედვის, ქურთას და ახალგორის მუნიციპალიტეტები. ამგვარად, საქართველო დღეს აკონტროლებს 59 სასოფლო მუნიციპალიტეტს და 5 თვითმმართველ ქალაქს - სულ 64 მუნიციპალიტეტს. ეს მუნიციპალიტეტები ერთიანდება 9 არაოკუპირებულ მხარეში, ეს მხარეებია: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე და სამცხე-ჯავახეთის მხარე.


ერთიანი საქართველოს ტერიტორიის ფართობი არის 69, 700 კმ2. დღესდღეობით ოკუპირებულია მისი 2 რეგიონი რუსეთის მიერ, ესენია: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. აფხაზეთის ფართობია 8661 კმ2, ხოლო ცხინვალის რეგიონის 3900 კმ2.

გამოდის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ფართობი არის ჯამში 12, 561 კმ2.

საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის ფართობი კი არის - 57, 137 კმ2.


რომ წარმოვიდგინოთ თუ რამდენად დიდი და კარგი პერსპექტივის მქონეა საქართველო მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად მოიხსენიებენ "პატარა სახელმწიფოდ", თითოეული საქართველოს მხარის ტერიტორია შეგვიძლია შევადაროთ დღეს არსებულ სახელმწიფოებს, რომლებიც დამოუკიდებლები არიან. შედარებით მცირე ტერიტორიის დამოუკიდებელი სახელმწიფოები დღემდე არსებობს დედამიწაზე. ჩამოვწეროთ ქვეყნების სია, რომლებიც უფრო მცირე ფართობისაა, ვიდრე დღევანდელი საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი, უმცირესიდან უფრო დიდი ტერიტორიის მქონემდე და შევადაროთ ისინი საქართველოს 9 არაოკუპირებული მხარის ფართობს:


1. ვატიკანი - 0.44 კმ2 (კვადრატული კილომეტრი).

2. მონაკო - 2 კმ2.

3. ნაურუ - 21 კმ2.

4. ტუვალუ - 26 კმ2.

5. სან მარინო - 61 კმ2.

6. ლიხტენშტეინი - 160 კმ2.

7. მარშალის კუნძულები - 181 კმ2.

8. სენტ კიტსი და ნევისი - 261 კმ2.

9. მალდივის კუნძულები - 300 კმ2.

10. მალტა - 316 კმ2.

11. გრენადა - 344 კმ2.

12. სენტ ვინსენტი და გრენადინები - 389 კმ2.

13. ბარბადოსი - 430 კმ2.

14. ანტიგუა და ბარბუდა - 442 კმ2.

15. სეიშელის კუნძულები - 459 კმ2.

16. პალაუ - 460 კმ2.

17. ანდორა - 467 კმ2.

18. სენტ ლუისი - 616 კმ2.

19. მიკრონეზია - 702 კმ2.

20. სინგაპური - 719 კმ2.

21. ტონგა - 747 კმ2.

22. დომინიკა - 751 კმ2.

23. ბაჰრეინი - 780 კმ2.

24. კირიბატი - 811 კმ2.

25. სან ტომე და პრინციპი - 1001 კმ2.

26. მავრიტუსი - 2040 კმ2.

27. კომოროსი - 2235 კმ2.

28. ლუქსემბურგი - 2586 კმ2.

29. სამოა - 2842 კმ2.

30. კაბო ვერდე - 4033 კმ2.

31. ტრინიდადი და ტობაგო - 5131 კმ2.

32. ბრუნეი - 5765 კმ2.

33. პალესტინა - 6220 კმ2.

34. კვიპროსი - 9250 კმ2.

35. ლიბანი - 10, 452 კმ2.

36. კოსოვო - 10, 887 კმ2.

37. იამაიკა - 10, 991 კმ2.

38. გამბია - 11, 295 კმ2.

39. ყატარი - 11, 586 კმ2.

40. ვანუატუ - 12, 189 კმ2.

41. მონტენეგრო - 13, 812 კმ2.

42. ბაჰამა - 13, 878 კმ2.

43. ტიმორ-ლესტე - 14, 874 კმ2.

44. ესვატინი - 17, 364 კმ2.

45. ქუვეითი - 17, 818 კმ2.

46. ფიჯი - 18, 274 კმ2.

47. სლოვენია - 20, 273 კმ2.

48. ისრაელი - 20, 770 კმ2.

49. ბელიზი - 22, 966 კმ2.

50. ჯიბუტი - 23, 200 კმ2.

51. მაკედონია - 25, 713 კმ2.

52. რუანდა - 26, 338 კმ2.

53. ჰაიტი - 27, 750 კმ2.

54. ბურუნდი - 27, 834 კმ2.

55. ეკვატორული გვინეია - 28, 051 კმ2.

56. ალბანეთი - 28, 748 კმ2.

57. სოლომონის კუნძულები - 28, 896 კმ2.

58. სომხეთი - 29, 743 კმ2.

59. ლესოთო - 30, 355 კმ2.

60. ბელგია - 30, 528 კმ2.

61. მოლდოვა - 33, 850 კმ2.

62. გვინეა-ბისაუ - 36, 125 კმ2.

63. ტაივანი (ჩინეთის რესპუბლიკა) - 36, 188 კმ2.

64. ბჰუტანი - 38, 394 კმ2.

65. შვეიცარია - 41, 285 კმ2.

66. ნიდერლანდები - 41, 543 კმ2.

67. დანია - 42, 913 კმ2.

68. ესტონეთი - 45, 227 კმ2.

69. დომინიკის რესპუბლიკა - 48, 310 კმ2.

70. სლოვაკეთი - 49, 035 კმ2.

71. კოსტა რიკა - 51, 100 კმ2.

72. ბოსნია-ჰერცოგოვინა - 51, 197 კმ2.

73. ხორვატია - 56, 594 კმ2.

74. ტოგო - 56, 785 კმ2.


1) გურიის მხარე - მისი ფართობია 2033 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 3 მუნიციპალიტეტი: ლანხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი.

გურიის მხარე




2) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - მისი ფართობია 2919 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 29 დამოუკიდებელი სახელმწიფო. ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის 5 მუნიციპალიტეტი: ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, შუახევი და ქედა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა




3) იმერეთის მხარე - მისი ფართობია 6680 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 11 მუნიციპალიტეტი: სამტრედია, ხონი, წყალტუბო, ვანი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერე.

იმერეთის მხარე




4) კახეთის მხარე - მისი ფართობია 11310 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 38 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 8 მუნიციპალიტეტი: ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო.

კახეთის მხარე




5) სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე - მისი ფართობია 7468 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 8 მუნიციპალიტეტი: აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მარტვილი, წალენჯიხა და მესტია.

სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე




6) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე - მისი ფართობია 4954 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 30 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 4 მუნიციპალიტეტი: ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური და ონი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე




7) მცხეთა-მთიანეთის მხარე - მისი ფართობია 5606 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 31 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 5 მუნიციპალიტეტი: სტეფანწმინდა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი და მცხეთა.

მცხეთა-მთიანეთის მხარე




8) სამცხე-ჯავახეთის მხარე - მისი ფართობი 6413 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 6 მუნიციპალიტეტი: ბორჯომი, ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი და ნინოწმინდა.

 სამცხე-ჯავახეთის მხარე




9) ქვემო ქართლის მხარე - მისი ფართობია 6280 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 6 მუნიციპალიტეტი: წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი დამარნეული.

ქვემო ქართლის მხარე




10) შიდა ქართლის მხარე - მისი ფართობია 5729 კმ2, მაგრამ დღეს ამ ტერიტორიის ნაწილი დროებით ოკუპირებულია. საერთოდ კი, ოკუპაციის არარსებობის პირობებში ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 31 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეშეი შედის 5 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი და ჯავა.

შიდა ქართლის მხარე




11) აფხაზეთის რესპუბლიკა - მისი ფართობია 8661 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო და თითქმის უტოლდება კვიპროსის ტერიტორიას. რესპუბლიკაში შედის 7 მუნიციპალიტეტი: გაგრა, გუდაუთა, სოხუმი, გულრიფში, ოჩამჩირე, ტყვარჩელი და გალი. ის ამჟამად დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

აფხაზეთის რესპუბლიკა


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
332
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0