x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ყველაფერი გაჩნდა არაფრისგან?
ყველაფერი გაჩნდა არაფრისგან?


"უკანასკნელი ვარსკვლავიც ნელ-ნელა გაცივდება და გაქრება. ამის შემდეგ სამყარო დიდ სიცარიელედ გადაიქცევა, სინათლის, სიცოცხლისა და მნიშვნელობის გარეშე" - ბრაიან კოქსი. უკანასკნელი ვარსკვლავის გაქრობა მხოლოდ დასაწყისი იქნება უსასრულოდ გრძელი და ბნელი ეპოქის. მთელ მატერიას საბოლოოდ ვეებერთელა შავი ხვრელები შთანთქავს, რომლებიც დროთა განმავლობაში, ძალიან დიდი პერიოდების გასვლის შემდეგ თავადაც აორთქლდებიან. სივრცე მუდმივად გარე მიმართულებით გაფართოვდება იქამდე, ვიდრე უმცირესი მკრთალი სინათლეც კი იმდენად არ გაიფანტება, რომ ურთიერთქმედება, არსებობა აღარ შეეძლება. აქტივობა შეწყდება.

მაგრამ მოხდება თუ არა მართლაც ასე ან თუ მოხდება ყველაფერი ასე დასრულდება და მორჩება? ზოგიერთი კოსმოლოგის აზრით ცივი, ბნელი და ცარიელი სამყარო, რომელიც ის სავარაუდოდ იქნება წარმოუდგენლად უშორეს მომავალში, შეიძლება უკვე არსებობდა წარსულში და ჩვენთვის ცნობილი "დიდი აფეთქების" წყაროც კი გახდა.


რა არის ის სივრცე, რაშიც მოხდა დიდი აფეთქება 13.8 მილიარდი წლის წინ? არსებობდა თუ არა ეს სივრცე დიდ აფეთქებამდე ან ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო, რამ გამოიწვია? დიდი აფეთქება არაფრისგან მოხდა თუ იქნებ "ყველაფრისგან"?


"ნებისმიერი სახის გრძელვადიანი მატერიის პირველი ნაწილაკები პროტონები და ნეიტრონები იყო, რომლებიც ერთობლივად წარმოქმნიან ატომის ბირთვს. ისინი დიდი აფეთქების შემდეგ დაახლოებით წამის მეათიათასედში გაჩნდა. ამ მომენტამდე ნამდვილად არ არსებობდა რაიმე სახის მატერია ჩვენთვის ნაცნობი გაგებით. თუმცა ფიზიკა ქრონოლოგიაში კიდევ უფრო წარსულში წასვლის საშუალებას გვაძლევს, იმ ფიზიკურ პროცესებამდე, რომლებიც წინ უსწრებდა ნებისმიერი სახის სტაბილურ მატერიას." - აცხადებს როჯერ პენროუზი (Roger Penrose). ის არის ბრიტანელი მათემატიკოსი, ფიზიკოს-მათემატიკოსი, მეცნიერების ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში 2020 წელს, ღირსების ორდენის კავალერი, სამეფო საზოგადოების წევრი, ფიზიკის ინსტიტუტის წევრი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი.


პენროუზის მიერ აღნიშნულ უკვე დამტკიცებულ ფაქტს მივყავართ ე.წ. "დიდი გაერთიანების" ეპოქასთან. ამისთვის ჩვენ უკვე სპეკულაციურ ფიზიკას უნდა მივმართოთ, რადგან ექსპერიმენტებში არ შეგვიძლია იმ რაოდენობის ენერგიის გენერირება, რომ გამოვიკვლიოთ იმ დროს მიმდინარე პროცესები. თუმცა დამაჯერებელი ჰიპოთეზა ის გახლავთ რომ ყველაზე პირველყოფილი ფიზიკური სამყარო შედგებოდა ხანმოკლედ მოარსებე ელემენტარულ ნაწილაკთა სოუზისგან - მათ შორის იყო კვარკები - პროტონებისა და ნეიტრონების სამშენებლო ბლოკები.


როჯერ პენროუზი (Roger Penrose)


როგორ გაჩნდნენ თავიდან ეს ნაწილაკები? ველის კვანტური თეორია გვაუწყებს, რომ ვაკუუმიც კი, რომელიც სრულად ცარიელი დრო-სივრცეა, სავსეა ფიზიკური აქტივობით, ვინაიდან მასშია დიდი ენერგია და ამ ენერგიის რხევა. აღნიშნულ რხევებს შეუძლია წარმოქმნას ნაწილაკები, მაგრამ ისინი ისევ უცაბედად ქრებიან. ეს შეიძლება უფრო მათემატიკურ ხრიკს ჰგავდეს, ვიდრე ნამდვილ ფიზიკას, მაგრამ ასეთი ნაწილაკები მრავალ ექსპერიმენტშია დაფიქსირებული.

ამგვარად დრო-სივრცის ვაკუუმის მდგომარეობაში ნაწილაკები ჩქეფს, რომლებიც გამუდმებით წარმოიქმნება აშკარად არაფრისგან და წარმოქმიდან სწრაფადვე უჩინარდება. ეს ყველაფერი იმას გვეუბნება, რომ კვანტური ვაკუუმიც რაღაც არის და მას ვერ ვუწოდებთ "არაფერს".


დევიდ ალბერტი


ცნობილმა ფილოსოფოსმა დევიდ ალბერტმა გააკრიტიკა ის იდეა, რომ დიდი აფეთქება მოხდა "არაფრისგან" ანუ ის იდეა, რომ თითქოს ყველაფერი წარმოიშვა არაფრისგან. მან თქვა:

"მოდი, ვიკითხოთ, საიდან გაჩნდა თავად დრო-სივრცე. შემდეგ დროში უფრო უკან წავიდეთ. ნამდვილად უძველეს, პლანკის ეპოქაში. სამყაროს ისტორიის იმდენად ადრეულ პერიოდში, რომლის წინაშეც ფიზიკის საუკეთესო თეორიებიც კი უძლურია. ეს ეპოქა იდგა დიდი აფეთქების შემდეგ მხოლოდ წამის მეტრილიონედ, მეტრილიონედ, მეტრილიონედ, მეათმილიონედი ხნის განმავლობაში. იმ წერტილში თავად სივრცე და დრო კვანტური რხევების საგანი გახდა. ნამდვილად წარმოუდგენელი მომენტია. როგორც წესი, ფიზიკოსები მუშაობენ კვანტურ მექანიკასთან, რომელიც ნაწილაკთა მიკროსამყაროს განაგებს და ზოგად ფარდობითობასთან, რომელიც უფრო დიდ, კოსმოსურ მასშტაბებს ერგება, თუმცა პლანკის ეპოქის ნამდვილად გასაგებად საჭიროა კვანტური გრავიტაციის თეორიის დასრულება - ამ ორის შეწყმა." (საუბარია ყველაფრის თეორიის შექმნაზე).

კვანტური გრავიტაციის საუკეთესო თეორია ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ არის კარგი მცდელობები: სიმების თეორია, რომელიც ძალიან მდგრადი და რეალისტურია და ასევე მარყუჟის კვანტური გრავიტაცია. ამ თეორიებში სივრცე და დრო განიხილება, როგორც უეცრად გაჩენილი, როგორც ტალღები ღრმა ოკეანის ზედაპირზე. რასაც ჩვენ დრო-სივრცედ აღვიქვამთ, იმ კვანტური პროცესების შედეგია, რომელიც ღრმა, მიკროსკოპულ დონეზე მიმდინარეობს.


ბრაიან კოქსი


საიდან გაჩნდა დრო-სივრცე? მიიჩნევენ, რომ კვანტური რხევების შედეგად. პლანკის ეპოქაში ირღვევა სივრცის და დროის ჩვენი ჩვეულებრივი გაგება. შესაბამისად აღარ შეგვიძლია დავეყრდნოთ მიზეზ-შედეგობრიობის ჩვენეულ გაგებას.


"კვანტური გრავიტაციის ყველა კანდიდატი თეორია აღწერს რაღაც ფიზიკურს, რომელიც პლანკის ეპოქაში მიმდინარეობდა. ჩვეულებრივი დრო-სივრცის გარკვეულ კვანტურ წინამორბედს. მაგრამ საიდან გაჩნდა ის? მაშინაც კი თუ მიზეზ-შედეგობრიობა ჩვენეული ჩვეულებრივი გაგებით აღარ გამოიყენება, შეიძლება მაინც შესაძლებელი იყოს პლანკის ეპოქის სამყაროს ერთი კომპონენტის ახსნა მეორის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ჩვენი საუკეთესო ფიზიკაც კი ამ პასუხების პოვნაში ვერ გვეხმარება. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ შემდგომი პროგრესი არ გვექნება ყველაფრის თეორიაში. ამჯერად რაიმე სახის გადაჭრით პასუხს ვერ დავასახელებთ. ის, რაც ამ ეტაპზე გადაჭრით შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ ფიზიკას ჯერ არ უპოვია არაფრისგან რაიმეს წარმოქმნის დადასტურებული შემთხვევები." - როჯერ პენროუზი, ნობელიანტი ფიზიკაში, 2020 წ.


ყველაფერი გაჩნდა არაფრისგან?


როჯერ პენროუზის თეორიაა "ციკლები თითქმის არაფრისგან". იმისთვის რომ ნამდვილად ვუპასუხოთ კითხვას თუ როგორ შეიძლება არაფრისგან რაღაც წარმოიქმნას, საჭიროა ავხსნათ მთელი სამყაროს კვანტური მდგომარეობა პლანკის ეპოქის დასაწყისში. ამის ყოველი მცდელობა ძლიერ სპეკულაციურად რჩება. ზოგიერთი ახსნისთვის ზებუნებრივ ძალებს მიმართავს, მაგალითად შემოქმედს. ახსნათა სხვა კანდიდატები ფიზიკის სფეროში რჩება. მაგალითად მულტისამყარო, რომელიც უსასრულო რაოდენობის პარალელური სამყაროების არსებობას გულისხმობს. სხვა ახსნაა ასევე სამყაროს ციკლური მოდელი - დაბადება და შემდეგ ხელახლა დაბადება. პენროუზი სწორედ ამ ციკლურ მოდელს ემხრობა, რომელიც საკმაოდ დამაინტრიგებელი და ამავე დროს საკამათოა. ამ მოდელს მან კონფორმული ციკლური კოსმოლოგია უწოდა. მან განაცხადა: "ჩემი შთაგონების წყარო გახდა საინტერესო მათემატიკური კავშირი ძალიან ცხელ, მკვრივ, უმცირესად შეკუმშულ, პატარა მდგომარეობაში მყოფ სამყაროს (როგორიც ის დიდი აფეთქებისას იყო) და უკიდურესად ცივ, ცარიელ, გაფართოებულ მდგომარეობაში მყოფ სამყაროს შორის (როგორიც ის ძალიან შორეულ მომავალში იქნება). ჩემი რადიკალური თეორია ამ შესაბამისობის ასახსნელად არის ის, რომ ეს მდგომარეობები მათემატიკურად იდენტური ხდება, როდესაც საკუთარ ზღვრებს მიაღწევენ. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მატერიის სრულმა არარსებობამ შეიძლება წარმოქმნას ყველა ის მატერია, რასაც სამყაროში დღეს ვხედავთ."


ყველაფერი გაჩნდა არაფრისგან?


ამ თვალსაზრისით დიდი აფეთქება თითქმის არაფრისგან მოხდა. ეს "არაფერი" არის ის, რაც მას შემდეგ რჩება, რაც შავი ხვრელები მთელი სამყაროს მატერიას შთანთქავენ, რომელიც თავის მხრივ შემდგომში ფოტონების სახით გამოიჟონება და სიცარიელეში იკარგება. ამრიგად, მთელი სამყარო წარმოქმნილია რაღაცისგან, რომელიც სხვა ფიზიკური გადმოსახედიდან იმდენად ახლოსაა, რამდენადაც არაფრისგან რაღაცის წარმოქმნა. თუმცა ეს "არაფერი", მაინც რაღაცის ნაირსახეობაა. ის ცარიელი, მაგრამ მაინც ფიზიკური სამყაროა.


შეიძლება არსებობდეს სამყაროს (ან თუნდაც მრავალი სამყაროს) წარმოშობა-გაფართოება-გაციების და კვლავ წარმოშობა-გაფართოება-გაციების დაუსრულებელი ციკლები. პენროუზის აზრით, თითოეული ციკლი მოიცავს შემთხვევითობაზე დაფუძნებულ კვანტურ მოვლენებს, რომლებიც სხვადასხვაგვარად ვითარდება და აქედან გამომდინარე, თითოეული ციკლი წინასგან და შემდეგისგან განსხვავებულია. ეს კი საკმაოდ კარგი ამბავია ექსპერიმენტატორი ფიზიკოსებისთვის, რადგან ჩვენმა სამყარომ შეიძლება მცირე ცნობები მოგვცეს იმ ძველ სამყაროზე, რომელმაც ჩვენი წარმოშვა - ეს უნდა იყოს მკრთალი კვალი ან ანომალიები დიდი აფეთქების ნარჩენ რადიაციაში, რომელიც ხელოვნურმა თანამგზავრმა "პლანკმა" უკვე დააფიქსირა. პენროუზი და მისი თანამოაზრეები პლანკის აღნიშნულ მონაცემებს უკავშირებენ წინა სამყაროს სუპერმასიურ შავ ხვრელთა რადიაციას. თუმცა მათს ამ მოსაზრებას ზოგიერთი სხვა ფიზიკოსი ეჭვქვეშ აყენებს.





კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
289
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
289
  
2023, 19 იანვარი, 19:02
ბრიტანელი მათემატიკოსი, ფიზიკოს-მათემატიკოსი, მეცნიერების ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი სერ როჯერ პენროუზი კი ემხრობა კონფორმულ ციკლურ კოსმოლოგიას, სამყაროს წარმოშობის ციკლურ მოდელს. მან განაცხადა, რომ არსებობს მყარი მათემატიკური კავშირი ძალიან ცხელ, მკვრივ, უმცირესად შეკუმშულ, პატარა მდგომარეობაში მყოფ სამყაროს (როგორიც ის დიდი აფეთქებისას იყო) და უკიდურესად ცივ, ცარიელ, გაფართოებულ მდგომარეობაში მყოფ სამყაროს შორის (როგორიც ის ძალიან შორეულ მომავალში, გუგოლი წლის შემდეგ იქნება). მისი რადიკალური თეორია ამ შესაბამისობის ასახსნელად ისაა, რომ ეს მდგომარეობები მათემატიკურად იდენტური ხდება, როდესაც საკუთარ ზღვრებს მიაღწევს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მატერიის სრულმა არარსებობამ შეიძლება წარმოქმნას ყველა ის მატერია, რასაც სამყაროში დღეს ვხედავთ - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ "არაფერმა" შეიძლება წარმოშვას ყველაფერი.
2023, 19 იანვარი, 19:01
უფრო გასაგებად და მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს სამყაროში წარმოუდგენლად დიდი დროის შემდეგ, ტრილიონობით ტრილიონი და მეტი წლის შემდეგ თითქმის ყველანირი მატერია დაიშლება და დამყარდება დიდი არაფრობა, თუმცა ეს არფერი მაინც იქნება გარკვეული სახის სამყარო, სივრცე. როჯერ პენროუზის ამ თეორიის მიხედვით ასეთი უკიდურესად გაფართოებული, ბებერი და ცარიელი სამყაროდან ახალი სამყარო იბადება - ხდება დიდი აფეთქება.
ბრაიან ედუარდ კოქსი - დიდი ბრიტანეთის ღირსების ორდენოსანი, დიდი ბრიტანეთის ნაწილაკური ფიზიკის პროფესორი, სამეფო საზოგადოების უნივერსიტეტის მკვლევარი ამ მოსაზრებას ეთანხმება და ამბობს: "მართლაც, რთული აღსაქმელია, როგორ შეიძლება ორი ობიექტი (უკიდურესად გაფართოებული, ცარიელი და ბებერი სამყარო და უკიდურესად შეკუმშული, დიდი აფეთქების წინა-მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა სამყარო) ამ გზით იდენტური იყოს. როდესაც მათ სხვადასხვა ზომები აქვთ. მაგრამ მე ვირწმუნები, რომ ზომა, როგორც კონცეპტი ასეთ ექსტრემალურ ფიზიკურ გარემოში აზრს კარგავს. კონფორმულ ციკლურ კოსმოლოგიაში ახსნის მიმართულება ძველი და ცივიდან ახალგაზრდა და ცხელისკენ მიდის. ცხელი, მკრივი მდგომარეობა არსებობს ცივი და ცარიელი მდგომარეობის გამო. მაგრამ ეს "გამო" არ არის ის, რაც გვგონია - ანუ მიზეზი, რომელსაც დროში თავისი ეფექტი მოჰყვება. ამ ექსტრემალურ მგომარეობაში მხოლოდ ზომა როდი კარგავს რელევანტურობას - ასე ემართება დროსაც. ცივი, არამკვრივი მდგომარეობა და ცხელი, მკრივი მდგომარეობა სინამდვილეში სხვადასხვა დროის ხაზზე (თაიმლაინზე) მდებარეობს. ცივი, ცარიელი მდგომარეობა სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს ერთი დამკვირვებლის გადმოსახედიდან, მის საკუთარ დროით გეომეტრიაში, მაგრამ ცხელი, მკვრივი მდგომარეობა რომელსაც ის წარმოშობს, ეფექტურად "სახლობს" ახალ, საკუთარ დროის ხაზში (თაიმლაინში)."
0 1 2