x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სამყარო, ადამიანი და ერი
სამყარო,  ადამიანი და ერი


როდესაც ეროვნებაზე აქვთ ხოლმე საუბარი და იმაზე, რომ ისააკ ნიუტონსაც ჰქონდა კომპლექსი სამყაროსთან შედარებით თავისი პიროვნების სიმცირის შესახებ, ამ დროს ზოგიერთს აზრად მოსდის, რომ საერთოდ რა აზრი აქვს კაცობრიობის არსებობას და მით უმეტეს ეროვნებებისო. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სამყარო იმდენად დიდი რამაა, რომ ამ სამყაროში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება და მთავარია ფუნქციები და კომპლექსურობა. მაგალითად ადამიანი ფუნქციურად არის სამყაროზე უფრო რთული არსება იმიტომ, რომ სამყარო არ არის პიროვნება და ვერ აზროვნებს როგორც პიროვნება, მაგრამ ადამიანი აზროვნებს. ამგვარად, ის ამ მხრივ სამყაროსაც კი აღემატება მნიშვნელობით. ფიზიკურადაც კი ადამიანი ძალიან კომპლექსური, რთული და დიდი არსებაა.


სამყარო,  ადამიანი და ერი


მაგალითად, თითოეული ადამიანი არის შედეგი 13.8 მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარე კოსმოსური ევოლუციის. ის არის თერმოდინამიკური სასწაული, გაღვიძებული, მოაზროვნედ ქცეული სამყარო, რომელმაც თავისი თავის აღქმის და შესწავლის უნარი შეიძინა. ადამიანის ორგანიზმი შედგება ორგანოთა 11 სისტემისგან, რომელიც შეიცავს სულ 78 ორგანოს, ხოლო აღნიშნული ორგანოები თავის მხრივ შედგება 200-მდე სხვადასხვა ტიპის უჯრედისგან. თითოეული ადამიანის ორგანიზმში საშუალოდ 38 ტრილიონზე მეტი ბაქტერიული უჯრედია. ასევე საინტერესოა, რომ ბიოლოგების შეფასებით, 380 ტრილიონი ვირუსი ცხოვრობს ადამიანის სხეულზე და მის შიგნით, რაც 10-ჯერ აღემატება ჩვენს ორგანიზმში არსებული ბაქტერიების რაოდენობას. ამ ვირუსთაგან ზოგიერთმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, მაგრამ უმრავლესობა უბრალოდ თანაარსებობს ჩვენთან ერთად. ადამიანის ტვინი შედგება საშუალოდ 86 მილიარდი ნეირონისგან (ნერვული უჯრედისგან) და 85 მილიარდი გლიური უჯრედისგან.



სამყარო,  ადამიანი და ერი


ყველაზე პატარა ადამიანური უჯრედი ჩვენს ორგანიზმში არის ერითროციტი (სისხლის წითელი უჯრედი) და თითოეული ერითროციტი შედგება 2.7 ტრილიონი ატომისგან, ხოლო ერითროციტების რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში არსებულ თითოეულ ლიტრ სისხლში საშუალოდ 4.6 ტრილიონია. თითოეულ ამ უჯრედს აქვს 4.1-4.5 მილიარდი წლის ევოლუციური ისტორია იმიტომ, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის თითოეული უჯრედი, დედამიწაზე პირველად ჩასახული სიცოცხლის პირდაპირი შთამომავალია. ამიტომ თუ ერთი ადამიანიც კი ამდენად დიდია, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანთაგან შემდგარი სოციუმები და მით უმეტეს ათასწლოვანი უნიკალური კულტურები და ერები. ეს მრავალფეროვნება ძალიან საინტერესო, დასაფასებელი და ლამაზია, რაც აძლევს ინდივიდის ცხოვრებას მეტ აზრს, მოტივაციას, კომფორტს და უყალიბებს მიზნებს. რაც უფრო მყარია რომელიმე ინდივიდუალური ინტელექტუალური არსების იდენტობა, მეტად მწყობრია მისი აზროვნება, მეტად აქვს დასახული მიზნები, უკეთ იცის ვინაა, რა უნდა და სიყვარულს და სიახლოვესაც მეტად გრძნობს იმ არსებებთან, რომლებიც ემთხვევა მის იდენტობას და მასთან ახლოსაა, მას ჰგავს. ეს აყალიბებს სოციუმებს და ვინაიდან ადამიანი სოციალური არსებაა, ის ფსიქოლოგიურად მეტად კომფორტულად და ჯანმრთელადაა ასეთ გარემოში. ასე უკეთ ქმნის ცივილიზაციას და აღწევს დიდ შედეგებს, როგორიცაა გადარჩენა, განვითარება და შესაძლოა უკვდავყოფამდეც კი მივიდეს საქმე. ამიტომ იდენტობები არის ის, რაც ქმნის სოციუმებს, სოციუმები კი არის ერთადერთი გზა რეალური ცივილიზაციური წინსვლისთვის. სოციუმის ყველაზე ბუნებრივი და მყარი ფორმა კი ერებია.


სამყარო,  ადამიანი და ერი



კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
64
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
64
  
2022, 26 ივლისი, 12:52
ზოგიერთი ამ მსჯელობიდან ვერ გაიგებს იმას თუ რა აზრი აქვს ადამიანის არსებობას ან რა კავშირი აქვს ეროვნებაზე მსჯელობას ბიგ ბენგთან... იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ერთი ამ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. როგორც გია დვალი ამბობს: "ყველა და ყველაფერი ერთი წერტილის შვილები ვართ", მაგრამ ადამიანის არსებობა იმდენად დიდი რამაა და იმდენად საინტერესო და უიშვითეს არსებასთან გვაქვს საქმე (ამ სამყაროში ჩვენთვის ცნობილ ერთადერთ დადასტურებულად მაღალინტელექტუალურ არსებასთან), რომ ადამიანი უკვე არის ფასეულობა და მის არსებობას ეგ აზრი აქვს. რაც შეეხება ერებს, მის არსებობას ის აზრი აქვს, რაც ოჯახს. ოჯახში და ერში ადამიანი თავს გრძნობს მეტად კომფორტულად, ვიდრე გლობალიზებულ აჯაფსანდალში მარტო მყოფი, როგორც "თავისუფალი ინდივიდი". გლობალიზებულ აჯაფსანდალში ყველა თითქმის ერთნაირია. ერთი კულტურა მეფობს, ერთი ენა. ერებად დაყოფილი კაცობრიობა კი ისეთივე საინტერესოა, როგორც მაგალითად "ბეჭდების მბრძანებელში" სხვადასხვა მოდგმა რომ არსებობს. მრავლფეროვნება უფრო საინტერესოა ზოგადად, ვიდრე ერთფეროვნება, უფრო დიდი სიმდიდრეა.
კაცობრიობის არსებობის საბოლოო მიზანი რა უნდა იყოს, ამას თუ ვკითხულობთ, საბოლოო მიზანი არის კეთილდღეობის უფრო და უფრო მატება, გადარჩენა როგორც სახეობის, მშვიდობის დამყარება ამ ერებს შორის, დაავადებების დამრცხება და სიცოცხლის ხანგრძლივობის წარმოუდგენლად მომატება. ასევე სამყაროს უფრო და უფრო ფუნდამენტურად შესწავლა და ამ ცოდნის ჩვენს საკეთილდღეოდ გამოყენება.
ერების არსებობა არის როგორც გუნდების არსებობა სპორტში. ყველა რომ ერთ გუნდში იყოს, აღარ იქნებოდა ის ჟინი სპორტში, რაც ახლაა. როცა ერთ გუნდს უნდა რომ მეორეს და სხვებს აჯობოს, ესაა დამატებითი მოტივაციის მიმცემი შეჯიბრში. შეჯიბრი კი ყოველთვის აჩქარებს განვითარებას.
2022, 24 ივლისი, 4:24
When people talk about nationality and the fact that Newton also had a complex about the smallness of his personality compared to the Universe, at this time it sometimes occurs to some people that they think, what is the point of the existence of humanity and even more so of nationalities. Here we have to take into account that the Universe is such a big thing that in this Universe even the sizes of objects lose their meaning and the main thing is the functions and complexity of objects. For example, a person is functionally a more complex being than the Universe itself, because the Universe is not a person and cannot think like a person, it has not intellect but a person thinks and has an intellect. In other words, in this respect, it even surpasses the Universe in importance. And even physically, Human is a very complex and large being. Each human being is the result of 13.8 billion years of cosmic evolution, a thermodynamic miracle, an awakened, thinking universe that has acquired the ability to perceive and explore itself. The human body consists of 11 organ systems, which contain a total of 78 organs, and these organs, in turn, consist of up to 200 different types of cells. There are more than 35-39 trillion bacterial cells in each human body. Interestingly, biologists estimate that 380 trillion viruses live on and inside the human body, which is 10 times more than the number of bacteria in our body. Some of these viruses can cause disease, but many simply coexist with us. The human brain consists of an average of 86 billion neurons and 85 billion glial cells.
2022, 24 ივლისი, 4:23
The smallest human cell in our body is an erythrocyte, and each erythrocyte consists of 2.7 trillion atoms, and the number of erythrocytes in 1 liter of blood in our body is an average of 4.6 trillion. Each of these cells has an evolutionary history of 4.5-4.1 billion years, because all living organisms, including each cell, are direct descendants of the first life on Earth. Therefore, if even one person is so great, how significant are the societies made up of these people, and even more so the unique cultures and nations of thousands of years. This variety is very interesting, appreciable and beautiful, which gives life more meaning, motivation, comfort and creates goals. The more solid the identity of an individual intelligent being, the more organized his/her thinking is, the more he/she has set goals, the more he/she knows who he/she is and what he/she wants, and the more he/she feels love and closeness to those beings who match his identity and are close to him/her and are similar to him/her. This forms societies and since Human is a social being, he/she is more comfortable in such an environment, thus better creating civilization and achieving great goals such as survival, development and possibly even immortality. Identities are therefore what create societies, and societies are the only way to real civilizational progress. Nations are the most natural and solid form of society.
2022, 24 ივლისი, 4:23
Когда говорят о национальности и о том, что у Ньютона тоже был комплекс по поводу малости его личности по сравнению со Вселенной, в это время некоторым людям иногда приходит в голову, что они думают, в чем смысл существования человечества и даже больше так и национальностей. Здесь надо учитывать, что Вселенная настолько велика, что в этой Вселенной даже размеры объектов теряют смысл, а главное функции и сложность объектов. Например, человек функционально более сложное существо, чем сама Вселенная, потому что Вселенная не человек и не может мыслить как человек, у нее нет интеллекта, а человек мыслит и имеет интеллект. Иными словами, в этом отношении она по значимости даже превосходит Вселенную. И даже физически Человек — очень сложное и крупное существо. Каждый человек — результат 13,8 миллиардов лет космической эволюции, термодинамическое чудо, пробудившаяся, мыслящая Вселенная, обретшая способность воспринимать и исследовать себя. Организм человека состоит из 11 систем органов, которые содержат в общей сложности 78 органов, а эти органы, в свою очередь, состоят из до 200 различных типов клеток. В организме каждого человека насчитывается более 35-39 триллионов бактериальных клеток. Интересно, что биологи подсчитали, что на теле человека и внутри него живет 380 триллионов вирусов, что в 10 раз больше, чем количество бактерий в нашем организме. Некоторые из этих вирусов могут вызывать заболевания, но многие просто сосуществуют с нами. Человеческий мозг состоит в среднем из 86 миллиардов нейронов и 85 миллиардов глиальных клеток.
2022, 24 ივლისი, 4:23
Самая маленькая человеческая клетка в нашем организме – это эритроцит, а каждый эритроцит состоит из 2,7 трлн атомов, а количество эритроцитов в 1 л крови в нашем организме составляет в среднем 4,6 трлн. Каждая из этих клеток имеет эволюционную историю в 4,5-4,1 миллиарда лет, ведь все живые организмы, включая каждую клетку, являются прямыми потомками первой жизни на Земле. Поэтому, если так велик хотя бы один человек, то насколько значимы общества, составленные из этих людей, а тем более уникальные культуры и народы тысячелетней давности. Эта разновидность очень интересна, заметна и красива, что придает жизни больше смысла, мотивации, комфорта и создает цели. Чем солиднее личность отдельного разумного существа, чем организованнее его мышление, чем больше у него поставлено целей, тем больше он знает, кто он и чего хочет, и тем больше он/она чувствует любовь и близость к тем существам, которые соответствуют его идентичности, близки ему/ей и подобны ему/ей. Это формирует общества, и, поскольку Человек является социальным существом, ему / ей более комфортно в такой среде, тем самым лучше создавая цивилизацию и достигая великих целей, таких как выживание, развитие и, возможно, даже бессмертие. Таким образом, идентичности создают общества, а общества — единственный путь к реальному цивилизационному прогрессу. Нации являются наиболее естественной и прочной формой общества.
0 1 5