x
image
bellatrix
ვის კვებავ შენ ?

imageმოხუცი ინდიელი ასწავლიდა თავის შვილიშვილებს:
- ჩემში ბრძოლა მიდის. ესაა საშინელი ბრძოლა ორ მგელს შორის:
ერთი მგელი - სისუსტის, შიშის, მრისხანების, შურის, წუხილის, ტკივილის, სიხარბის, ქედმაღლობის, საკუთარი თავის შეცოდების, ბრალეულობის, მძვინვარების, არასრულფასოვნების, ტყუილის, ცრუ სიამაყის, ამპარტავნების, საკუთარი აღმატებულობის, ეგოიზმის და სიბნელის განსახიერებაა.

მეორე მგელი - ძლიერების, ღირსების, წარმატების, სიხარულის, მშვიდობის, სიყვარულის, იმედის, მგრძნობიარობის, სიმშვიდის, თავმდაბლობის, სიკეთის, კეთილგანწყობის, მეგობრობის, თანაგრძნობის, დიდსულოვნების, სიმართლის, თავდაჯერების, თავისუფლების, პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობის, რწმენის და სინათლის განსახიერებაა.

- ასეთივე ბრძოლა მიდის თქვენში და სხვა ნებისმიერ ადამიანში.

შვილიშვილები წუთით ჩაფიქრდნენ და მერე ერთ-ერთმა იკითხა:

- და მათგან რომელი მგელი გაიმარჯვებს?

მოხუცმა ინდიელმა მარტივად უპასუხა:

- ის, რომელსაც თქვენ კვებავთ . . .

1
79
2-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
79
  
2012, 23 სექტემბერი, 19:00
ძალიან კარგია+1000000000000000000000000000
0 1 1