x
image
ქეთეონე
"საკუთარი ქალიშვილის საქმრო გაატაცებინე, აწამებინე"- რას ეუბნება სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს?

image

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი იოსებ გოგაშვილი, რომელიც დააკავეს, მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს - ვახტანგ გომელაურს.


სოსო გოგაშვილის თქმით, დაახლოებით ექვსი წლის წინ, ვახტანგ გომელაურმა დაუკვეთა მისი სიძის გატაცება.


ამის მიზეზი კი, როგორც წერილიდან ირკვევა, ქურთი სიძის სახლში არ შემოშვება იყო.


გთავაზობთ იოსებ გოგაშვილის სრულ წერილს ვახტანგ გომელაურისადმი:



"...შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის? მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?!"

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0