x
image
ქეთეონე
"თქვენი ტერიტორიიდან კლავენ ჩვენს ბავშვებს"- ზელენსკი
image

დღეს საარჩევნო უბნებზე მიდიხართ რეფერენდუმში ხმის მისაცემად. ეს შესაძლოა, ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ახლა ამას ჩვეულებრივთან საერთო არაფერი აქვს. ახლა მიიღება გადაწყვეტილება სრულიად სხვა დონეზე, – ასე მიმართავ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ხალხს.


როგორც გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, ბელარუსი ხალხი დღეს წყვეტს, ვინ უნდა იყოს.


„გასული ღამე უკრაინაში სასტიკი იყო. ისევ სროლები, ისევ საცხოვრებელი უბნების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. დღეს არ არის არც ერთი ობიექტი, რომელსაც ოკუპანტები დასაშვებ სამიზნედ არ განიხილავდნენ. ისინი იბრძვიან ყველას წინააღმდეგ, ყველა ცოცხალის წინააღმდეგ, საბავშვო ბაღების წინააღმდეგ, საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ. ისინი იყენებენ რეაქტიულ არტილერიას, რაკეტებს მთელი საქალაქო რაიონების წინააღმდეგ, სადაც არასდროს არავითარი სამხედრო ინფრასტრუქტურა არ ყოფილა. ვასილკოვი, კიევი, ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი – ბევრი სხვა უკრაინის ქალაქი ცხოვრობს ისეთ პირობებში, რომელიც ბოლოს იყო ჩვენ და თქვენ მიწაზე მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ ჩვენ მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინის მიმართულებით რაკეტებს ისვრიან.



თქვენი ტერიტორიიდან კლავენ ჩვენს ბავშვებს, ანადგურებენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ყველაფრის აფეთქებას, რაც ათწლეულების განმავლობაშია აშენებული არამხოლოდ ჩვენი, ჩვენი მამების და ბაბუების მიერ. ეს დე ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის, ბელარუსებისთვის. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ, თქვენ წყვეტთ ვინ გინდათ იყოთ. როგორ შეხედავთ თვალებში თქვენ შვილებს, როგორ შეხედავთ თალებში ერთმანეთს, თქვენს მეზობლებს. ჩვენ კი თქვენი მეზობლები ვართ, ჩვენ უკრაინელები ვართ. იყავით ბელარუსი და არა რუსეთი. ამ გადაწყვეტილებას თქვენ ზუსტად ახლა იღებთ, ზუსტად დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.


"4 დღის წინ, ზუსტად ბელარუსის ტერიტორიიდან, გაუშვეს ფრთიანი რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტექნიკა და დაარტყეს ჩვენს სახლებს. ეს უცნაური დეჟავიუა. იცით, კიევს დილის 4 საათზე დაესხნენ თავს... ისევე, როგორც 1941 წელს. ვიღაცას იუმორის ასეთი გრძნობა აქვს. თქვენ კი, გეძინათ, ბელარუსო ძმებო და ჩვენ გავიღვიძეთ, მაგრამ ახლა თქვენ გძინავთ და ჩვენ, ამ მომენტში, უკვე საწოლებში აღარ ვწვებით, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა გამორიცხა მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა, როგორც ამას რუსეთის მხარე მოითხოვს.


ბელარუსში ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი ტარდება.


0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0