საზოგადოება ვიდეო - 11 წლის გოგონას მარიუპოლში ოკუპანტებმა სახეში ესროლეს 2022, 26 მარტი, 21:12 მარიუპოლში რუსმა ოკუპანტმა 11 წლის გოგონას სახეში ესროლა. ბავშვი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ტყვიამ მას ყბა-სახის არე დაუზიანა, რის გამოც გოგონას საუბარი უჭირს. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევა კი უკრაინული მედიის ინფორმაციით, 16 მარტს, ვასილივკას მახლობლად მოხდა. ბავშვს ესროლეს მაშინ, როდესაც ის და დედასა და ბებიასთან ერთად, ალყაში მოქცეული მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა. "ტყვიამ ყბაში გაიარა და ენის ფესვი დააზიანა. ამ წუთებში გოგონა ხმამაღლა ვერ საუბრობს - ტყვიის გამო ხმის იოგები დაზიანდა". - წერენ გვერდზე https://www.unian.ua/war/mariupol-u-mariupoli-rosiyskiy-okupant-vistreliv-v-oblichchya-11-richniy-divchinci-novini-vtorgnennya-rosiji-v-ukrajinu-11760478.html?fbclid=IwAR1bEqZ-2hm9I_DTBIGOHSvTJyD-mYrI77SxmPaaVyZddzK_iRJjQKjPivg ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი CNN იტყობინება, რომლის კორესპონდენტი პირადად ეწვია უკრაინის ბავშვთა კლინიკას. რუსებმა გაფრთხილების გარეშე გაუხსნეს ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს, შემდეგ გააჩერეს მანქანა, აიძულეს ყველა გადმოსულიყვნენ და მუქარა დაიწყეს. 149 1-ს მოსწონს
|