x
image
ქეთეონე
"ვინ ეტყვის კაცს, რომ მოძულებული ცოლი კი არ უნდა მოკლას, არამედ უნდა გაშორდეს?"- რას წერს ბაია პატარაია ?

უფლებადამცველი ბაია პატარაია თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

image

"ვინ ეტყვის კაცს, რომ მოძულებული ცოლი კი არ უნდა მოკლას, არამედ უნდა გაშორდეს?


ვინ ეტყვის ქალს, რომ სანამ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ გახდება, არც კი იფიქროს ქორწინებაზე?


ვინ ეტყვის გოგოებს და ბიჭებს, რომ ლტოლვა და აღტაცება სიყვარული არ არის? და რომ სიყვარული არ კმარა ცოლ-ქმრობისთვის, რომ მეგობრობა და პატივისცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია?



ვინ ეტყვის მშობლებს, რომ ტოქსიკური ქორწინება და მუდმივი ჩხუბი ბევრად უფრო აზიანებს მათ შვილებს, ვიდრე განქორწინება და ცალ-ცალკე ცხოვრება?


ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი?


ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?


დღეს კიდევ ერთი ქალი მოკლა ქმარმა, ავტობუსში, შვილების თვალწინ, პერფომატიულად.


ვინ ეტყვის ჟურნალისტებს, რომ ამ საზარელი დანაშაულიდან არ დადგან ცირკი და ამით არ წააქეზონ სხვა ბოროტი კაცები ფემიციდისკენ?" - წერს ბაია პატარაია.


შეგახსენებთ, 21 მაისს, თბილისში საზარელი მკვლელობა მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა.

0
223
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0