x
image
ქეთეონე
"მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს" - რას ამბობენ მიხეილ სააკაშვილზე?

image

ექიმები მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობენ და ისინი მიმართავენ მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, დიპ. კორპუსს, ევროპის საბჭოსა და აშშ-ის კონგრესს, სადაც ნათქვამია, რომ:


"ღრმა შეშფოთებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესულად მძიმდება. მას აღენიშნება მოძრაობის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, მძიმე ნევროლოგიურ სინდრომთან ერთობლიობა და მუდმივი ტკივილის სინდრომი. ასევე, მკვეთრად გამოხატულია ანემია.


ბატონ სააკაშვილს 50-დღიანი შიმშილის შემდეგ, რამდენიმე კომპეტენტური კომისიის მიერ დასმული აქვს ვერნიკეს ენცეპალოპათიის დიაგნოზი. საქართველოს სახალხო დამცველის, მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა მთელი რიგი პათოლოგიები, რომელთა მკურნალობა ვერ მოხერხდება საპატიმროში. მათ შორის: კვების დარღვევა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორციის პრობლემები, ცილების მკვეთრი დეფიციტი, კუნთების ატროფია და კუნთური მასის მკვეთრი კლება, ფსიქოგენური ანორექსია.


მიუხედავად ამისა, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვერ ღებულობს შესაბამის კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. მის მკურნალობას აქვს მხოლოდ სიმპტომატური ხასიათი. ეს ყველაფერი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილი წინასწარ განზრახვით განწირულია შემდგომი ინვალიდიზაციის და შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითებისთვის.


პრეზიდენტ სააკაშვილს გადაუდებლად ესაჭიროება მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება დასავლეთის პროფილურ კლინიკაში. მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის.



უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ საქართველოს ხელისუფლებაზე თქვენს ხელთ არსებული ზეწოლის ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა წერტილი დაესვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და მიეცეს მას საშუალება, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ", - ნათქვამია მიმართვაში.

3
128
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
128
  
2022, 30 აპრილი, 20:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 აპრილი, 17:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 აპრილი, 17:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3