საზოგადოება "შეუძლებელია თავი შევირცხვინო და მე მაგას ჩემი ნდობის უმცირესი მანდატი მაინც მივცე და თავი შევირცხვინო" - ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 19 მარტი, 19:47 თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილის შესახებ წერს.
"ისტორიის წაშლა იმიტომ არ შეიძლება, რომ დავიმახსოვროთ რომ მარგველაშვილი აი ამის მქნელია. ეს უქნია - ადგა და დახურა ყველაზე წარმატებული სასწავლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შანსი მიეცა, კიდევ იზამს. თუ უნდა დავიჯეროთ, რომ არ იზამს, კარგად და საფუძვლიანად გააზრებული ახსნა უნდა შემოგვთავაზოს, რატომ შეეშალა! და რატომ აღარ შეეშლება! ისე შეუძლებელია მე მაგას ჩემი ნდობის უმცირესი მანდატი მაინც მივცე და თავი შევირცხვინო. ანგარიშვალდებულების გარშე ნდობა არ არსებობს - ვალდებულია ანგარიში ჩაგვაბაროს, რატომ ჩაიდინა ეს სამარცხვინო საქციელი! ვინც არ ახსნევინებს და ისე უკრავს ტაშს, უარს ამბობს დემოკრატიის უმთავრეს პრინციპზე! ანგარიშვალდებულებაზე! იგივე ეხება ყველას - შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ძალიან ცოტა იაზრებს - ახსენით! ახსენით შეცდომები და ბოდიში მოიხადეთ!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 912 2-ს მოსწონს
|