x
image
ქეთეონე
"ქართველები ფიქრობენ, რომ მათი ხელისუფლება ლაჩარია, მე მათ ვეთანხმები!" - გონჩარენკო თბილისში გამართულ აქციაზე

image

"ქართველები ფიქრობენ, რომ მათი ხელისუფლება ლაჩარია. მე მათ ვეთანხმები!" - რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება.


"საქართველო ჩვენთან ერთადაა! ისინი უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდნენ. ქართველები ფიქრობენ, რომ მათი ხელისუფლება ლაჩარია. მე მათ ვეთანხმები!" - წერს გონჩარენკო და თბილისში გამართული აქციის ფოტოს აქვყენებს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილმა მრავალრიცხოვანმა აქციამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა. მოქალაქეები ყვირიან "საქართველოს", "უკრაინას" და ითხოვენ პრემიერის გადადგომას.


ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემია" და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში". მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.


უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებების პასუხად უთხრა, რომ მას შეუძლია უკრაინაში მაშინაც არ ჩავიდეს, როცა კიევის თავზე სამშვიდობო თვითმფრინავები იფრენენ. მან ისიც გაახსენა ქართულ საზოგადოებას, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ეომებოდა, უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველზე იდგა ქართველ ხალხთან ერთად.

0
622
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
622
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0