საზოგადოება ბუჩაში აღმოაჩინეს სარდაფი, სადაც ოკუპანტები მოსახლეობას აწამებდნენ- სტატია შეიცავს მძიმე კადრებს 2022, 4 აპრილი, 15:53 უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩაში რუსული წამების კამერა იპოვეს, სადაც ოკუპანტები დასცინოდნენ და ხოცავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობას. უკრაინელმა სამხედროებმა აღმიოაჩინეს ასევე სარდაფი, სადაც რუსები მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდნენ და ხოცავდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებში ხალხს ადგილობრივ ბავშვთა სანატორიუმ "რადიანტას" სარდაფში აწამებდნენ. სარდაფში აღმოჩენილია ცხედრებიც. ყველა მათგანი მოხრილ მდგომარეობაშია და ხელები აქვს შეკრული. ამის შესახებ დავით საყვარელიძე Telegram-ში წერს. მოგეხსენებათ, ასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში, რომლებიც ადრე მტრის მიერ დროებით იყო დაკავებული. რამდენიმე ადამიანი გზებზე დახვრიტეს, ცხედრები კი ქუჩაში დატოვეს. ბევრს ხელები თეთრი ლენტით ჰქონდა შეკრული. არის ბავშვებისა და ქალების გაუპატიურების შემთხვევები. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მის მონაწილეობას და ამტკიცებს, რომ ბუჩადან და სხვა ქალაქებიდან გადაღებული კადრები, სავარაუდოდ, რადიკალების პროვოკაცია და მონტაჟია. თუმცა წინა დღით, 1 აპრილს, სამინისტრომ საჯაროდ გამოაცხადა დასახლებების "დასუფთავება". 2083 1-ს მოსწონს
|