x
image
ქეთეონე
"ამ ქალის ფარისევლობა და ცხრამაგი სტანდარტი უკვე ფსკერს ჩაცდა" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე?
image


"ამ ქალის ფარისევლობა და ცხრამაგი სტანდარტი უკვე ფსკერს ჩაცდა-მე არარაობა და აგენტი მეძახა მაკა რაზმაძესთან ეთერში, აქ კიდევ სოლიდარობაო.


პროკურატურაში მივიდეს, საჩივარი შეტანილია და მოყვეს რაც იცის ჩემზე"- სწორედ ამგვარი სიტყვებით იხსენიებს ელისო კილაძე ეკა ბესელიას, რომელმაც გუშინ, მისი თქმით, სოლიდარობა გამოუცხადა "ტვ პირველის" ჟურნალისტს.


მოგეხსენებათ, გუშინ ირაკლი კობახიძე შეურაცხმყოფელი წინადადებებით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართ მაშინ, როდესაც "ტვ პირველის" ჟურნალისტები მათ საქმიანობას ასრულებდნენ და ირაკლი კობახიძისგან "ინტერვიუს იღებდნენ".



"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქ პირი მართლა რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს გავხარ პირითაც. შენ ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია.


სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი. ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე.


რაც შეეხება არახამიას, ეს კაცი ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის..


რახამია არის ძალინ ბევრ რამეზე პასუხისმგებელე და მას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. მარტივად ვიტყვი არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.


უბრალოდ კაცი არ არის. არახამია არის არაკაცი.


КГБ-შნიკი არის მამათქვენი, КГБ-შნიკი მამათქვენია, მამათქვენი არის КГБ-შნიკი, ნუ კანკალებ", - სწორედ ამ წინადადებებით მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


ამ ყოველივემ კი, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოების მხრიდან.


რაც შეეხება ეკა ბესელიას, იგი ამ ფაქტთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიას მიმართავს და წერს:


"ინგა სრული სოლიდარობა და ჩემი პატივისცემა ჟურნალისტს.


კობახიძე ვერ გამაკვირვებს უკვე, აშკარად მტრის ბანაკშია".

image
image
0
638
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0