x
image
ქეთეონე
"სირცხვილია"- რაზე საუბრობს დიანა ტრაპაიძე?
image

"ტვ პირველის" ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე მის "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს ერთ-ერთ სტატიას, რასაც თან ურთავს სიტყვებს : "სირცხვილია".


იგი ამ სიტყვას იყენებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, კარლ ჰარცელზე თქვა ასეთი რამ:



"კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში."- ირაკლი კობახიძე.


გთავაზოვთ ირაკლი კობახიძის სრულ განცხადებას კარლ ჰარცელთან დაკავშირებით:


"ჩვენ ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში და ეს მიმდინარე პროცესი იყო.


თუმცა, დღეს როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.


ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს."


image

1
96
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
96
  
2022, 20 ივლისი, 18:57
ეს რომ ვინმეზე იტყვის სამარცხვინოაო!
0 1 1