x
image
ქეთეონე
"თურქეთი არ არის ოკუპანტი?"- რას წერს ვახო სანაია ?

image


ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალური ქსელის მეშვეობით საუბრობს ე.წ. "რუსული პროპაგანდისტული გზავნილის შესახებ".


მისი თქმით, როდესაც რუსულ ეკუპაციაზე ვსაუბრობთ, ასევე გავიგეთ სიტყვებს, როგორიცაა: არის თუ არა თურქეთი ოკუპანტი?


ვახო სანაია ამ ყოველივეს ადასტურებს იმით, რომ საქართველოს გარკევული ტერიოტია და ისტორიული მიწები თურქეთის საზღვრებს ეკუთვნის.


"● ერთი რუსული პროპაგანდისტული გზავნილის შესახებ



რუსულ ოკუპაციაზე საუბრისას ხშირად გაიგონებთ კონტრშეკითხვას - თურქეთი არ არის ოკუპანტი?


ეს შეკითხვა, რომელიც მოსკოვშია მოფიქრებული, ერთი შეხედვით დამაბნეველია, მათ შორის პატიოსანი და დასავლური გზის მომხრე ხალხისთვისაც.


ნათელი მოვფინოთ საკითხს.


თუ წარსულს გადავხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველოს ისტორიული მიწები ახლა თურქეთის ტერიტორიულ საზღვრებშია მოქცეული. ეს ჩვენი ისტორიული ტრაგედიაა. ტაო-კლარჯეთსა და იქაურ ქართულ ტაძრებს რომ ნახავ, კიდევ უფრო დასევდიანდები. ისტორიამ ასე მოიტანა, რომ ეს მიწები დავკარგეთ.


მთელი ისტორიის განმავლობაში ქვეყნებს შორის საზღვრები მუდმივად იცვლებოდა. ამ ნიადაგზე მსოფლიო კონფლიქტებით იყო მოცული. გასულ ასწლეულში კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე დიდი ომის შემდეგ მსოფლიოში თანდათან ახალი წესრიგი იქმნება. დამკვიდრდა ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორისაა საზღვრების ურღვევობა, რომელიც განმტკიცებულია საერთაშორისო ნორმებით. ამრიგად სამყარო შეიცვალა - საზღვრების ურღვევობა უმთავრეს დებულებად იქცა. მსოფლიო შეთანხმდა - ის, რაც ხდებოდა წარსულში, ახალ უნდა მომხდარიყო, საზღვრები ძალისმიერი გზით არ უნდა შეცვლილიყო.


ახლა გადმოვინაცვლოთ იმ პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირისდაშლის პროცესი იწყება. ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეუდგნენ.


საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა ახლანდელ ტერიტორიულ საზღვრებში. მარტივად რომ ვთქვათ, იმ რუკით, რომელიც ახლა გვაქვს.


ახალ რესპუბლიკას საერთაშორისო აღიარება და იზოლაციის გარღვევა სჭირდებოდა. საქართველო აცხადებდა, რომ ეს არის ჩემი ტერიტორიული საზღვრები და მცანითო.


თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველო აღიარა. ცოტა ხანში ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა.


რა უნდა ექნა საქართველოს - თურქეთისთვის ეთქვა, რომ არ სჭირდება მისი აღიარება, სანამ ისტორიულ მიწებს არ დაუბრუნებს? თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს მთელი მსოფლიო იმ საზღვრებში, როგორსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ. როგორ წარმოუდგენიათ - საქართველოს გამო ნატოს წევრ თურქეთს დაშლიდნენ და მის ოფიციალურად აღიარებულ ტერიტორიებს საქართველოს გადასცემდნენ? კიდევ ერთი გზა რჩებოდა და ახლაც რჩება - ომი გამოვუცხადოთ ნატოს წევრ თურქეთს და რა მოხდება ამ ომის შედეგად?


რა თქმა უნდა, ყველა ეს შეკითხვა არასერიოზულია, მაგრამ თუ ბოლომდე არ გავაშიშვლეთ, ისევ დააბნევს ვინმეს რუსული პროპაგანდის შეკითხვა - თურქეთი არ არის ოკუპანტი?!


რატომაა ეს შეკითხვა რუსული პროპაგანდის შემოგდებული - იმიტომ, რომ თურქეთისა და რუსეთის გათანაბრებას ემსახურება. ორივეს ოკუპანტი უნდა უწოდონ და ეს გზავნილი საქართველოს მოსახლეობის გონებაში ჩაბეჭდონ. ამით რუსეთი ცდილობს, შეგვაგუოს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით.


სინამდვილეში კი ვითარება რადიკალურად განსხვავებულია - თურქეთმა საქართველო აღიარა იმ საზღვრებში, რომელშიც ჩვენ ვთხოვეთ და არასდროს შეუქმნია საქართველოსთვის ტერიტორიული პრობლემები აჭარაში. სააართველოს საზღვრების ურყევობა გარანტირებულია საერთაშორისო დონეზე. თურქეთი ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.


რა გააკეთა რუსეთმა - ფეხებზე დაიკიდა საერთაშორისო სამართალი, დაარღვია საქართველოს საზღვრები და აღიარა ორი რეგიონი “დამოუკიდებელ" სახელმწიფოებად. რუსეთის ამ ქმედებას მთელი მსოფლიო გმობს და არავინ აღიარებს ამ ორ “რესპუბლიკას". ეს კი გვიტოვებს სამართლებრივ შესაძლებლობას, ხელსაყრელ ვითარებაში სრულიად კანონიერად აღვადგინოთ დარღვეული საზღვრები და ამაში მთელი მსოფლიო მხარს დაგვიჭერს.


ამიტომ ვინმე თუ გკითხავთ - რუსეთის მსგავსად თურქეთიც ხომ ოკუპანტიაო, შეუბრუნეთ შეკითხვა, რას გვთავაზობენ?! რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ?! და ვინ დაგვიჭერს მხარს იმაში, თუ თურქეთს ოკუოანტად გამოვაცხადებთ? რას მივაღწევთ?


ესაა თანამედროვე მოცემულობა. საქართველოსთვის ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თურქეთთან კარგ ურთიერთობებს.


მე არ ვიცი, რა იქნება შორეულ მომავალში, როგორი იქნება სამყარო. ნოსტრადამუსი არა ვარ. ერთი ვიცი - რუსულ პროპაგანდას თავი არ უნდა მოვატყუებინოთ, თორემ კარგი დღე არ დაგვადგება.


იმედია, გასაგებად აღვწერე. რუსული პროპაგანდა იმდენად გამიზნულად მოქმედებს ადამიანების ემოციებზე, აუცილებელია დეტალური განმარტებები."- წერს ვახო სანაია.


0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0