x
image
ქეთეონე
"შენისთანები ღუპავთ სასამართლოსაც და საქართველოსაც!" - ვისზე საუბრობს ბაია პატარაია?

image



ბაია პატარაია სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ იგი წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ "მთავარი არხის" ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს აღარავის ახსოვს მისი კოლეგებისა და მეგობრების გარდა.


მოგეხსენებათ, „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


გთავაზობთ ბაია პატარაიას "პოსტს" მისი "ფეისბუქ" გვერდიდან:


"ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ მარტივად შევეგუეთ ნიკა გვარამიას ციხეში ჯდომას სრულიად აბსურდული ბრალდებით. თითქოს არც არავის აღარ ახსოვს მისი კოლეგების და მეგობრების გარდა.



აი, მისი გამსამართლებელი ენაგრძელი კაცი, რომელიც ცხვირს ვერ უნდა ჰყოფდეს გარეთ სირცხვილისაგან, კიდე აქეთ გვებრიქება და მორალს გვასწავლის.


როგორ შეიძლება სასამართლო კლანის წევრი ლაშა ჩხიკვაძე ამდენს ტლიკინებდეს და აშშ საელჩოს ბრალს იქეთ უყენებდეს? პროგრამიდან ამოსმა კი არა, პირდაპირ დასასანქცირებელი და დასაჭერი ხარ იმის გამო, რასაც ქართულ მართლმსაჯულებას უკეთებ, შე ტუტუცო კაცო, შენა!“


შენისთანები ღუპავთ სასამართლოსაც და საქართველოსაც!"- წერს ბაია პატარაია.

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0