საზოგადოება "ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ.."- ვისზე საუბრობს ლალი მოროშკინა? 2022, 1 ივლისი, 13:50 ლალი მოროშკინა სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესს, რაზეც, მისი თქმით, დილიდან ზეიმი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას"."ჯანმრთელობა და ბედნიერება თქვენ, ბატონო ბიძინა!" - წერს ლალი მოროშკინა. გთავაზობთ სრულ "პოსტს": "დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ სვავებო! ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ცხადია შეიძლება პერიოდულად სამედიცინო დახმარება ჭირდებოდეს. ახლა მეორე-ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ! ეს ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია, რომ ყველა სადარბაზოსთან, აგარაკთან თუ რესტორანთან ცხვირ-პირი არ გიმტვრიოთ ხალხმა! თქვენ ძალიან ცოტანი ხართ, უბრალოდ ძალიან ხმამაღლა იხრწნებით! ჯანმრთელობა და ბედნიერება თქვენ, ბატონო ბიძინა! მადლობა მშვიდობისათვის!" 425 1-ს მოსწონს
|