საზოგადოება "ისევ შენ თუ გამამხიარულებ ხოლმე, უფალო "- რას წერს ირინა სარიშვილი? 2022, 28 ივნისი, 15:06 ![]() ირინა სარიშვილი მისი სოციალური გვერდის, - "ფეისბუქის" საშუალებით წერს, რომ იგი როდესაც სახლში მიდიოდა, ზებრაზე გადასვლისას, ლამის მანქანამ გაიტანა. ამბის დასასრულს, მისი თქმით: "ისევ შენ თუ გამამხიარულებ ხოლმე, უფალო" "საშინლად განერვიულებული, დამძიმებული მოვდივარ სახლისკენ და ზებრაზე კინაღამ მანქანამ გამიტანა. ის იყო საბოლოოდ გაბოროტებულმა გადავწყვიტე მძღოლი მომეკლა და საჭიდან მწყაზარმა მონაზონმა არაამქვეყნიური ღვთისნიერი ხმით მომიგო - უფალი გფარავდესო. ეხლაც გიჟივით ვიცინი. ისევ შენ თუ გამამხიარულებ ხოლმე, უფალო".- წერს იგი. 111 1-ს მოსწონს
|