საზოგადოება "იცოდეთ, რომ მათთვის კონკრეტული პირები ფულს იხდიან"- გაფრთხილება დომენიკ მანგოსგან 2022, 26 ივნისი, 15:13 დომენიკ მანგო მისი "ფეისბუქ" გვერდის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს ე.წ. ტროლებისა და ბოტების შემოსევაზე და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ასეთი ადამიანები მის გვერდზე წერენ ევროპაზე ნეგატიურ კომენტარებს, ცდილობენ ხალხის გადაბირებას.მისი თქმით, ამის გამო, მათ კონკრეტული პირები ფულს უხდიან . "24 ივნისის შემდეგ ე.წ "ტროლების" შემოსევა 10x გამრავლდა. ისინი ესევიან ოპოზიციურად განწყობილ გვერდებს, წერენ ევროპაზე ნეგატიურ კომენტარებს, ცდილობენ ხალხის გადაბირებას და უკიდურეს შემთხვევაში გამოირჩევიან აგრესიულობით. როგორც წესი "ტროლები" ფეიქ ექაუნთებით არიან, ატვირთული აქვთ ბუნების, ცხოველების, მსახიობების ან ხატების სურათები. ჩემს გამომწერებს მინდა გითხრათ, რომ ამ ტიპის პროფილებს არ მიაქციოთ ყურადღება. იცოდეთ, რომ მათთვის კონკრეტული პირები ფულს იხდიან, რომ საზოგადოებაში შექმნან ერთგავრი ამინდი და ნეგატიური მოლოდინები. "ტროლების" შესახებ, თქვენთვის ახალი არ იქნება მათი დახასიათება, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ 10-ჯერ არის გაზრდილი მათი რაოდენობა ყველა ოპოზიციურად და ევროპულად განწყობილ გვერდებზე."- წერს დომენიკ მანგო. 206 1-ს მოსწონს
|