x
image
ქეთეონე
"მე, როგორც წარსულში ძალადობის მსხვერპლი ქალი, ვალდებული ვარ..." - რას წერს თამო ვაშალომიძე

image

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება ბოლო დროშიგანვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ საქართველოში საგრძნობლად იმატა ფემიციდის რაოდენობამ.


მისი თქმით, იგი წარსულში ძალადობის მსხვერპლი იყო და თავს ვალდებულად თვლის, რომ საზოგადოებას(ქალებს) მოუწოდოს გარკვეული სიფრთხილისკენ.


გთავაზობთ პოსტს:


"საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად იმატა ფემიციდის შემთხვევებმა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ აქვს გამართლება.



მე, როგორც წარსულში ძალადობის მსხვერპლი ქალი, ვალდებულად ვთვლი თავს მოვუწოდო ქალებს, რომ არასდროს, არავის და არაფრის გამო არ შეურიგდნენ ძალადობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უმძიმეს შედეგამდე მივყავართ.


ყველა, ვინც ხართ ძალადობის მსხვერპლი ქალი, ნუ დამალავთ, ხმამაღლა თქვით ამის შესახებ. დახმარებისთვის მიმართეთ პოლიციას, შესაბამის ორგანიზაციებს, თუნდაც თქვენს გარშემომყოფებს, რათა დაცული იყოს შენი უფლებები და ყველაზე მთავარი - შენი სიცოცხლე."- წერს თამო ვაშალომიძე.

image
0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0