საზოგადოება ციხიდან გაქრა 2012, 22 სექტემბერი, 15:56
საყოველთაოდ ცნობილია უდიდესი მხატვრის, სალვადორ დალის ექსცენტრიკული ბუნება. 1965 წელს, ნიუ-იორკში ყოფნისას მან მოისურვა მოენახულებინა საპყრობილე რაიკერსიაილენდზე, მაგრამ მხატვარი ავად გახდა და წასვლა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ციხის ბინადართ ნახშირითა და აკვარელით დაუხატა ჯვარცმული ქრისტე. 40 წელი ამშვენებდა ეს მეფური საჩუქარი ციხის კედლებს. ცოტა ხნის წინ შეამჩნიეს, რომ ქრისტე სხვანაირად გამოიყურებოდა. დალის შედევრი გამქრალიყო. მის ნაცვლად ყალბი ნამუშევარი ჩამოეკიდათ. 296 4-ს მოსწონს
|