საზოგადოება "ეს უპრინციპო ჩვარი!"- ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ? 2022, 6 ივნისი, 13:06 თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური მედიის საშუალებით აქვეყნებს განცხადებას ვახტანგ მეგრელიშვილთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ:"ქართული პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს".(ვახტანგ მეგრელიშვილი) რაც შეეხება თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურებას ამასთან დაკავშირებით, მისი მოსაზრება ამგვარია:"ეს უხერხემლო, უპრინციპო ჩვარი! ბიძინა ივანიშვილი რადგან სასამართლოს აკონტროლებს და ხალხის დაჭერა შეუძლია, ამიტომ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან და გზა დაუთმო აი ამ ჩვარს.
სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, ჩემი აზრი იცის ყველამ.
მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მაგ ადამიანმა ხელში ძალაუფლება ვეღარასოდეს ჩაიგდოს.
მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანი წესებით!
ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და არა ოლიგარქის
ჯიბეში ჩადებულმა სასამართლომ და მეგრელიშვილის მსგავსმა სამარცხვინო, უპრინციპო, უსამართლო და უღირსმა სვავებმა.
p.s. არ გამოვრიცხავ სააკაშვილმა ეს თავად ქნას, მაგრამ ესეც უსამართლობის შედეგი იქნება და ამ ქვეყანას მოსარჩენ ტრავმად დარჩება.
ჩვენ ვერ წავალთ წინ, თუ სამართლიანი სისტემები არ შევქმენით."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
![]() 317 1-ს მოსწონს 1-ს არა
|