საზოგადოება "ეს მონა ხიხო, აესეთი კაცი რანაირად გვადევს თავზე" - რას წერს ბაია პატარაია? 2022, 31 მაისი, 21:39 სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ვიდეო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება ბერლინში, კერძოდ, ანიტა რაჭველიშვილის კონცერტზე.კადრში ჩანს, თუ როგორ აგდებს ნოტების ფურცელს პიანისტი დავით ალადაშვილი "განზრახ". "განზრახ" დაგდებული ფურცელი კი ირაკლი ღარიბაშვილს ეგონა, რომ დავით ალადაშვილს დაუვარდა და "წამოხტა". ამის შემდეგ კი, პიანისტი "ირონიულად" აძლევს მას ნოტების ფურცელს. ამ ვიდეოს ეხმაურება "ფეისბუქის" მეშვეობით ბაია პატარაია და წერს: "უიმე, ეს არ ვიცოდი. ეს მონა ხიხო ღატაკიშვილმა გადაწყვიტა ხუთოსნობა ეჩვენებინა და ალბათ პირველად ესწრება ცხოვრებაში კონცერტს და მაგიტომ წამოვარდა გიჟივით ამხელა პრემიერი კაცი და გადაგდებული ნოტები ჩამოუდო პიანისტს. ხო, რა ვიცი, ასეთი კაცი რანაირად გვადევს თავზე, რომ არც პროტოკოლი ესმის, და არასდროს ყოფილა კონცერტზე? და არც ლოგიკური აზროვნება ან მიხვედრილობა გააჩნია. წარმოგიდგენიათ როგორ დაგვცინის ყველა? მეტის ღორები ვართ ამ მონას რომ ვირჩევთ ხოლმე. პ.ს. ბოლო 24 საათში, რასაც ვუყურებ, უკვე მესამედ სტაცა ხელი იმას, რასაც არ უნდა გაეკარო. გასამდა"- წერს ბაია პატარაია. იხილეთ ვიდეო: 394 1-ს მოსწონს
|