სხვა ჩუმი, სახიფათო და ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში 2022, 30 მაისი, 16:11 ამ ზომის გველი, მთელს მსოფლიოში, ერთადერთია. მიუხედავად იმისა, რომ ანაკონდა მეტად ჩუმად გადაადგილდება, ზომის გამო, ბალახებში მისი არ შემჩნევა, უბრალოდ, შეუძლებელია. ამ გველის ყველაზე საყვარელი ადგილი ჭაობის სანაპიროებია და ხშირად, ფოტოგრაფები მას სწორედ იმ ადგილებში ნახულობენ. მაგრამ, ვიდრე გველს იპოვიან, უნიკალური კადრების გადასაღებად, დისკომფორტულ პირობებში, საკმაოდ დიდი დროს გატარება უხდებათ. ანაკონდა, ჭაობის სიახლოვეს, შეიძლება, დღეების განმავლობაში, გაუნძრევლად იწვეს... მისი უზარმაზარი სხეული შორიდან დანახვა, სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ გველის თავის შენიშვნა, ძალიან რთულია. თუ ანაკონდა ჭაობში შესვლას გადაწყვეტს, ის ყოველთვის სანაპიროსთან ახლოს წვება და გარედან მისი დანახვა შეუძლებელია. ეს კი, დამატებით რისკებს ქმნის მათთვის, ვინც ჭაობის სიახლოვეს იმყოფება ან ამ ადგილის ფოტოგრაფირებას გადაწყვეტს. თუმცა, ისეთი ფოტოგრაფებიც არიან, სურათების გადაღებას უსაფრთხოდ რომ ახერხებენ და ამასთან, ფოტოები საკმარისად მკვეთრი და მაღალი ხარისხის არის. ისეთებიც არია, გველთან ახლოს მისვლის და ხელით შეხების რომ არ ეშინიათ და მათ შორის, ბავშვებიც. პროფესიონალი ტურისტების ჯგუფებს კი, რომლებიც გველის ჩვევებში კარგად ერკვევიან, მისი ხელში აყვანა და საინტერესო კადრების გადაღება შეუძლიათ. მაგრამ, ასეთი ფოტოები, არც ისე ბევრია, რადგან საამისო გამბედაობა მხოლოდ ერთეულებს თუ გააჩნიათ. არხის სხვა სიახლეები:* მოულოდნელი და წარმოუდგენელი სამყარო ჩვენს ირგვლივ (25 ფოტო)* რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი* ქალმა კვერცხი იპოვა და საკუთარ სხეულზე 35 დღე ატარა...* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ* იშვიათი და საინტერესო ფოტოები ჩვენი წარსულიდან* ლოგიკური გამოცანები, რომლის ამოხსნა არც ისე მარტივია (პასუხები აქვს)* შავი იუმორი* 5 ფაქტი მეკობრეებზე, რომლის გაგების შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეგეცვლებათ2040 6-ს მოსწონს
|