x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის

ყველაზე ძვირად ღირებული სითხე დედამიწაზე — მორიელის შხამია. ფასი თუ გაინტერესებთ, 1 ლ. — 10 მლნ. დოლარზე მეტი ღირს (გამოიყენება ფარმაციაში). ცნობისთვის, მორიელის შხამის საწველი აპარატი არსებობს.


image


ევროპაში თეთრი ფერი, ტრადიციულად, გლოვის ფერად ითვლებოდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ვიქტორია (1819 – 1901 წწ.) საქორწილო ცერემონიაზე, თეთრი საპატარძლო კაბით მივიდა.


image


მისისიპის (აშშ) ზღვის ძუძუმწოვრების ინსტიტუტის კვლევით ცენტრში, მეცნიერებმა დელფინებს, აუზში მოხვედრილი, ნებისმიერი საგნის თევზზე გადაცვლა ასწავლეს. ასე ისინი აუზში სისუფთავეს ინარჩუნებდნენ. დელფინმა, სახელად კელიმ კი, მეცნიერების ხრიკი სათავისოდ გამოიყენა... იმის გაცნობიერების შემდე, რომ ნებისმიერი ქაღალდში, მისი ზომის მიუხედავად, თევზს იძლეოდნენ, მან ქაღალდის დამალვა კლდის ქვეშ დაიწყო. დელფინი იქიდან პატარა ნაწილებს ხევდა და მას თევზზე ცვლიდა. თუმცა, ამაზე არ გაჩერებულა.

ერთხელ მან, აუზში ჩაფრენილი თოლია დაიჭირა და ამისთვის, ბევრი თევზი მიიღო. მაშინ კელიმ "გამომუშავებული" თევზი ერთბაშად არ შეჭამა და მარაგის გაკეთება დაიწყო. ის თევზით თოლიებს იტყუებდა და მათზე ნადირობდა. ხოლო შემდეგ, ეს ხრიკი აუზში მყოფ სხვა დელფინებსაც ასწავლა და თოლიებზე ნადირობა ყველა დელფინმა დაიწყო.


image


ბრიტანეთის დედოფლის ჩანთა — სხეულის ენით კომუნიკაციის, ერთგვარი საშუალება. მაგ., თუ ის სტუმართან საუბარს ასრულებს, ჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს და მისი დამხმარეები, საუბარს თავაზიანად ასრულებენ. თუ დედოფალი დაიღლება და უნდა, რომ აუდიენცია დასრულდეს, ჩანთას ძირს დგამს, რაც საუბრის სასწრაფოდ დასრულების ნიშანია. არის სხვა ნიშნებიც, რომლის შესახებ, მხოლოდ სპეცსამსახურებმა იციან.


image


ფორთოხალი, რომელიც სამხ. სუბტროპიკულ რეგიონებში იზრდება — მწვანე ფერის არის. მაგრამ, როდესაც ციტრუსის ლპობის პროცესი იწყება, ნარინჯისფერი ხდება... და რადგან, ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ხილის მწვანე ფერი, ნაყოფის უმწიფრობის ნიშნად ითვლება, ციტრუსის სავაჭრო ქსელში გატანამდე, მას ეთილენის გაზით ამუშავებენ, რომელიც ქლოროფილს შლის და ფორთოხალი ნარინჯისფერს იღებს. მწვანე ფორთოხლისთვის ფერის შეცვლის კიდევ ერთი გზამ, — მისი გაყინვა და გალღობაა.imageimage


image
არხის სხვა სიახლეები:


* ჩუმი, სახიფათო და ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში

* 25 საოცარი ფოტო, ფოტოშოპის გარეშე

* მოულოდნელი და წარმოუდგენელი სამყარო ჩვენს ირგვლივ (25 ფოტო)

* რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი

* ქალმა კვერცხი იპოვა და საკუთარ სხეულზე 35 დღე ატარა...

* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* იშვიათი და საინტერესო ფოტოები ჩვენი წარსულიდან

* ლოგიკური გამოცანები, რომლის ამოხსნა არც ისე მარტივია (პასუხები აქვს)

* შავი იუმორი


0
863
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0