სერიალი "დიდებული საუკუნე" ავლენს ოსმალეთის იმპერიის ყველა საიდუმლოებას და მისტერიას. მასში მოთხრობილია უდიდესი ხარჭის ცხოვრება სულთან სულეიმანის მმართველობის პერიოდში. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით კინორეჟისორებმა ხელახლა შექმნეს ოსმალეთის იმპერიის ატმოსფერო. სულთნის სასახლეში მძვინვარებს ინტრიგა, სიყვარული, სიკვდილი და შეთქმულებები.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიუჟეტში იყო დიდი ხარჭის ჰიურემის (როქსოლანა) ურთიერთობა სულთან სულეიმან I-თან. მიუხედავად იმისა, რომ სცენარისტები ცდილობდნენ ზუსტად აღედგინათ იმდროინდელი ოსმალეთის იმპერიის ატმოსფერო, შემქმნელებმა რამდენიმე ფაქტი მაინც გადამეტებულად შეაფერადეს.
ჰიურემი - გაბედული ხარჭა
სერიალში სულთნის სასახლე უფრო ბრძოლის ველს ჰგავს, სადაც ხარჭები ებრძვიან ერთმანეთს და ხელსაყრელი ადგილისთვის აწყობენ ინტრიგებს. სერიალში, იმისთვის, რომ ინტრიგის მსხვერპლი არ გახდეს, ჰიურემი მუდმივად ერევა სახელმწიფო საქმეებში და თამაშობს სულთნის გრძნობებით. სინამდვილეში, ჰურემს ინტრიგები ნაკლებად აინტერესებდა. ჰიურემსა და სულეიმანს შორის რეალური მიმოწერის გაანალიზების შემდეგ, ისტორიკოსები მიხვდნენ, რომ ხარჭას ჰქონდა გამჭრიახი გონება, ფართო ცოდნა გეოგრაფიაში, პოლიტიკაში და სხვა მეცნიერებებში. იგი თავად იღებდა ელჩებს - სულთანი მას ენდობოდა. ასე რომ, მას არ სჭირდებოდა სულთნის გრძნობებით მანიპულირება. ის უკვე მთავარი ქალი იყო მის ცხოვრებაში.
შეთქმულებები სასახლეში
მეტი სიმძაფრის მისაღებად სიუჟეტში, სერიალის შემქმნელებმა ჰიურემი ინტრიგანად და ისტერიულად აქციეს. სინამდვილეში, ჰურემი ასეთი არ იყო. ის გახლდათ გავლენიანი და ინტელექტუალური, განაგებდა ჰარამხანაში და აღნიშნავდა "ქალთა სულთანატის" ეპოქას. მისი ეშინოდათ და შურდათ. მის ხელში იყო ძალაუფლება, სულთანი და მთელი ოსმალეთის იმპერია. ჰიურემი ასევე დაკავებული იყო ქველმოქმედებით, მან მოაწყო სახლი ინტელექტუალრი შეზღუდვების მქონე ადამიანებისთვის და ასევე გახსნა უფასო სამზარეულო უსახლკაროებისა და ღარიბებისთვის. უზარმაზარი ძალაუფლების გამო მისი შურდათ და ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ მისი დახელისთვის.
საყვარლებით სავსე ჰარამხანა
საინტერესოა, რომ ჰიურემზე დაქორწინების შემდეგ სულთანმა დაითხოვა ჰარამხანა. მაგრამ ისტორიკოსებმა უგულებელყვეს ეს ფაქტი, , წინააღმდეგ შემთხვევაში სერიალის გადაღებას საერთოდ არ ჰქონდა რაიმე აზრი. რეალურ ცხოვრებაში ჰურემის მტრები ჰარამხანაში უბრალოდ არ იყვნენ. რა თქმა უნდა, სულთნის ოჯახს არ მოსწონდა სლავური წარმოშობის ხარჭა, მაგრამ მის წინააღმდეგ ვერაფერს აკეთებდნენ. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს სულთანის ძლიერ გრძნობებს ხარჭის მიმართ: განსაკუთრებით მისთვის, მან შემოიღო ჰასეკის განსაკუთრებული წოდება - საყვარელი ცოლი.
ჰიურემის შეუდარებელი სილამაზე
მერიემ უზერლიმ გააცოცხლა იდეალური ხარჭის სახე. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, საინტერესო. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ჰიურემი. საქმე იმაშია, რომ ოსმალეთის იმპერიაში არ შეიძლებოდა ქალის პორტრეტის ბუნებრივად დაწერა. ამიტომ, როქსოლანას ყველა პორტრეტი დაწერილია სასახლის მსახურების სიტყვებზე დაყრდნობით. დარჩენილი მტკიცებულებების მიხედვით, ჰიურემს (როქსალანა) წითური თმა და ნათელი თვალები ჰქონდა. მაგრამ არავინ უწოდებდა მას ლამაზს. იგი ხიბლავდა ადამიანებს თავისი ერუდიციით და კომუნიკაციის მანერით.
სექსუალური სულთანი სულეიმან I
სერიალში ჰალიტ ერგენჩი თამაშობს სულთან სულეიმანს და აჩვენებს მას, როგორც გამხდარ სიმპატიურ მამაკაცს გამჭოლი, ვნებიანი მზერით. მაგრამ ნამდვილი სულთანი შორს იყო იდეალურისგან. მას შთამბეჭდავი ღიპი ჰქონდა და უნაგირზე მუდმივი ყოფნის გამო, მისი ფეხები დეფორმირებული იყო. რაც გამოიხატებოდა მისი სიარულის მანერაში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სულეიმანი მაღალი არ გახლდათ. სულთანი დაახლოებით 165 სანტიმეტრის სიმაღლისა იყო.
ისტორიული უზუსტობები, რომელთაც სერიალში «დიდებული საუკუნე» შეხვდებით