x
image
არჩილ ვერულიძე
რატომ ითვლებოდნენ კატები წმინდა ცხოველებად ძველ ეგვიპტეში
image

ეგვიპტელებისათვის კატები არა მხოლოდ შინაური ცხოველები იყვნენ, მათ ფაქტიურად გადაარჩინეს ძველი ცივილიზაცია შიმშილისა და დაავადებებისგან. ძველად ადამიანთა სახლები სავსე იყო პატარა "ურჩხულებით" ესენი იყვნენ თაგვები, ვირთხები, გველები, მორიელები და ა.შ.


სახიფათო მავნებელს ნებისმიერ თიხის ჭურჭელში შეეძლო დამალვა. ვირთხები და თაგვები მოსავლის უდიდეს ნაწილს ანადგურებდნენ, მორიელებს და გველებს კი შეეძლოთ ახალშობილის აკვანში ჩაძვრომა. ამიტომ, ძველ ეგვიპტეში გამოჩნდა კეთილი ფუმფულა არსება, რომელსაც შეეძლო დაეცვა სახლები პატარა საშინელი ურჩხულებისგან. ძველი ეგვიპტის ხალხმა მათი თაყვანისცემა დაიწყო.


ძველი ეგვიპტელების ერთ-ერთი პირველი ქალღმერთი მაფდეტი იყო. იგი იფარავდა ადამიანებს შხამიანი არსებებისგან, როგორებიცაა გველები და მორიელები. მას ხშირად გამოსახავდნენ კატისებრი ფორმით - ეს იყო ქალი ლომის ან ავაზას, ზოგჯერ შინაური კატის თავით. არც თუ ისე ხშირად მას აძლევდნენ კატის სხეულს და ქალის თავს.



image


მაფდეტი ასევე ითვლებოდა სახლის მფარველად. მოგვიანებით ეგვიპტეში ქალღმერთი ბასტეტი გაჩნდა. იგი ასევე ითვლებოდა ფარაონის ოჯახის, სახლის და ბავშვების მფარველად. მას ზოგჯერ "რას თვალს" უწოდებდნენ. ეგვიპტელებისთვის კატები ოჯახის წევრები იყვნენ. ბასტეტის იმიჯი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მაფდეტისა. ეგვიპტელები კატებს საკუთარი შვილების მსგავსად ეპყრობოდნენ. როდესაც კატა კვდებოდა, მას ისე გლოვობდნენ, როგორც ძალიან ახლობელ და მნიშვნელოვან არსებას.


image


არქეოლოგებმა ძველი სამეფოს სამარხების კედლებზე კატების გამოსახულებები აღმოაჩინეს. ისინი დაახლოებით 4600 წლისაა. ამ ნახატების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ იმ შორეულ დროში კატები უკვე მოშინაურებული ჰყავდათ. არსებობს უძველესი გამოსახულებები, სადაც კატა პატრონის სავარძლის ქვეშ ზის. წმინდა ცხოველებს გამოსახავდნენ ფრესკებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე.


შემორჩა კატის ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც ოთხ კნუტს კვებავს. მათი პატრონების საფლავებში ნაპოვნია კატების მუმიები. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ შინაური ცხოველები ასევე დაიცავენ პატრონის რეზერვებს მღრღნელებისგან შემდგომ ცხოვრებაში. კატები ძალიან ფასობდნენ არა მხოლოდ მიწიერ, არამედ ღვთიურ სფეროშიც. ყველაზე ხშირად, ეგვიპტელები კატის სახით გამოსახავდნენ ბასტეტს. მაგრამ ის ერთადერთი არაა ღმერთებს შორის, ვისაც კატის გარეგნობა ჰქონდა.


ქალღმერთი სეხმეტი, რომელიც განადგურებას უკავშირდება, ასევე გამოსახულია მძვინვარე ძუ ლმის სახით. მაგრამ ძველ ეგვიპტეში ეს სასტიკი ქალღმერთი ბავშვების მრისხანე მფარველად ითვლებოდა. სეხმეტი ასევე ასოცირდებოდა ქალის სექსუალობასთან. იგი მფარველობდა ორსულ ქალებს. ვაშინგტონში ეგვიპტისადმი მიძღვნილ გალერეაში გამოფენილია სეხმეტის ბიუსტი. იგი შესრულდა ფარაონ ამენჰოტეპ III– ის ბრძანებით სამი ათასი წლის წინ ახალი სამეფოს ხანაში.


image


ხშირად, ეგვიპტის ღვთაებებს შორის საზღვრები ბუნდოვანი გახლდათ. მათი ფორმები ერთმანეთს კვეთდა. ამიტომ, სხვა ქალღმერთებს შეეძლოთ კატის სახე მიეღოთ. ასეთები იყვნენ, მაგალითად, მუტი, ჰატჰორი, ტეფნუტი. ძირითადად კატის სახით ქალებს ასახავდნენ, მაგრამ ზოგჯერ კატა-ღმერთის განსახიერებას წარმოადგენდა რა - მზის ღმერთი. ნახატებზე ის კატისებრი ფორმით კლავს გველ-დემონს აპოპს, რომელიც ქაოსთან ასოცირდება.


image


არსებობდა კიდევ ერთი ღმერთი ბესი, რომლსაც ჰქონდა კატის თვისებები და ხასიათი. ის იყო ოჯახური კერის მფარველი.

ძველ ეგვიპტეში მრავლად იყო სფინქსის სკულპტურები.


image


მუმიფიცირებული კატების დიდი სამარხი აღმოაჩინეს ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში საკარასა და თელ-ბაშტში. ეს მუმიები თარიღდება ძვ.წ 664 - 332 წლებით. ეს ყველაფერი ბასტეტის ტაძართან არის დაკავშირებული. ეგვიპტის მკვიდრნი ღმერთებს წირავდნენ კატების მუმიებს და ფიგურებს, ამ გზით ცდილობდნენ მათი კეთილგანწობის მოპოვებას. ამისთვის ქურუმები დიდი რაოდენობით კატებს ამრავლებდნენ.

კატების მუმიებს ქურუმები ჰყიდიდნენ მომლოცველებზე, რომლებიც სტუმრობდნენ ტაძრებს. დიდი რაოდენობით კატების მუმიები გადაურჩა საუკუნეებს, მათი განადგურება აკრძალული იყო, რადგან ისინი ქალღმერთ ბასტეტის განსახიერება იყვნენ. მათ სპეციალურ სამარხებში და მეორად კატაკომბებში ინახავდნენ. გათხრების დროს აღმოჩენილი კატების ზოგიერთი მუმია დაკრძალულია სპეციალური კირქვის სარკოფაგებით. ეს იყვნენ კატები, რომლებიც ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალნენ.


არა მხოლოდ შინაური კატები იყვნენ ძველ ეგვიპტეში წმინდა, ველური მსხვილი ცხოველები, როგორიცაა ლომი, ავაზა, ჯიქი ასევე წმინდად ითვლებოდა. დიდი კატები ასოცირდებოდნენ ფარაონის ძალაუფლებასთან. მათი დიდი ნაწილი მოშინაურებული ჰყავდათ. ეს იყო სტატუსის სიმბოლო.


ძველ ეგვიპტეში კატებს იცავდნენ და პატივს სცემდნენ. ძვ.წ. II საუკუნეში, კატის შემთხვევითი მკვლელობისთვისაც კი, სასჯელი სიკვდილი იყო. ეგვიპტელი მამაკაცები და ქალები ატარენდნენ ამულეტებს კატების გამოსახულებით. მათ უნდა დაეცვათ საცხოვრებელი, და ასევე ქალები მშობიარობის დროს. ყველაზე პატარა ამულეტებიც კი ძალიან ფრთხილად მზადდებოდა, ყველა დეტალი გააზრებული უნდა ყოფილიყო. ეგვიპტელებს მოსწონდათ, თუ როგორ იქცეოდნენ გრაციოზული კატები ბუნებრივ გარემოში. ისინი იცავდნენ სახლს მღრღნელებისგან და ისევე სასტიკად იცავდნენ თავიანთ შთამომავლობას. კატებით გარშემორტყმული ფარაონი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.


ძველი ისტორიკოსი ჰეროდოტე, თავის ჩანაწერებში აღწერდა ეგვიპტელების კატებისადმი თაყვანისცემის შესახებ.ძველი ბერძენი ამბობს, რომ თუ ეგვიპტურ ოჯახში კატა კვდებოდა, მაშინ ოჯახის ყოველი წევრი იპარსავდა წარბებს და თმას მთელს სხეულზე. როდესაც სახლში ჩნდებოდა ხანძარი, ადამიანები უპირველეს ყოვლისა კატის გადარჩენას ცდილობდნენ და შემდეგ იწყებდნენ ხანძართან ბრძოლას.


ჰეროდოტე ასევე აღწერს ამბავს, თუ როგორ მოახერხა სპარსელმა მეფემ კამბისე II-მ ეგვიპტელთა დამარცხება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 525 წელს, კატების სიყვარულზე თამაშით. მან გამოიყვანა კატებისა და სხვა ეგვიპტური წმინდა ცხოველების არმია ეგვიპტელთა წინააღმდეგ. სპარსელი მეომრის თითოეულ ფარზე გამოსახული იყო კატა. ეგვიპტელებს ეშინოდათ წმინდა ცხოველებისთვის ზიანის მიყენების, ფიქრობდნენ რომ ამით ღმერთებს განარისხებდნენ, ამიტომ უარი თქვეს მტერთან ბრძოლაზე და შეშინებულები გაიქცნენ. ამრიგად, გამარჯვება, თითქმის დანაკარგების გარეშე, სპარსელებს დარჩათ.


0
228
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0