სხვა გადარჩენილი სიცოცხლე 2020, 27 სექტემბერი, 15:25
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში ადგილი აქვს მიტოვებული ცხოველების პრობლემას. სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან მოიძებნენბა რამდენიმე მაწანწალა ძაღლი, რომელის თვალებშიც სევდა და იმედის პაწაწინა ნაპერწკალია, ასევე შევხვდებით კატებს, რომლებიც პოტენციური პატრონის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. ჩვენ ხშირად ვაქცევთ მათ ყურადღებას ვკვებავთ და გვეცოდება ისინი. ეს პრაქტიკულად ერთადერთია, რისი გაკეთებაც მათთვის ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ვახერხებთ უდანაშაულო ქმნილების სიცოცხლის გადარჩენასაც, რომელიც მოგვიანებით ხდება ჩვენი ყველაზე ერთგული და მადლიერი მეგობარი.
ნაკიო, პატარა ლეკვი ნებრასკას შტატის მაცხოვრებლებმა თითქმის სიკვდილ-სიცოცხლის პირას იპოვეს, ის ცივ გუბეში იწვა, სახლის სარდაფში. მათ ლეკვის გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ მას თათები ჰქონდა მოყინული, ამიტომ მათი ამპუტაცია გახდა საჭირო. მას შემდეგ, რაც ვეტერინარებმა მისი სიცოცხლე გადაარჩინეს, ნაკიო კვლავ რჩებოდა ნორმალური ძაღლური ცხოვრების "ბორტს მიღმა": იგი ხოხვით გადაადგილდებოდა, არ შეეძლო სირბილი, ხტომა და თამაში სხვა ძაღლებთან. ამ დროს მასზე გაამახვილა ყურადღება კრისტი პეინმა - ვეტერინარული კლინიკის ასისტენტმა, სადაც ნაკიო ცხოვრობდა. მას ძალიან შეუყვარდა ძაღლი და როდესაც შესაძლებლობა მიეცა, იგი სახლში წაიყვანა. მან ასევე შეიტყო, რომ მეზობელ შტატში არის კომპანია, რომელიც ცხოველებისთვის ბიონიკურ პროთეზებს ამზადებს. არსებობს ასევე კლინკიკაც და სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლოთ ნაკიოს ფეხზე დაყენება. ასეთი პროთეზი საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ კრისტიმ საქველმოქმედო აქცია მოაწყო, რომ ფული შეეგროვებინა თავისი საყვარელი ცხოველისთვის. მან მოახერხა პროთეზისთვის საკმარისი თანხის შეგროვება. პროცესის განმავლობაში (ნაკიოს კლინიკაში რეგისტრაცია), კომპანია «Orthopets» - ის დირექტორი იმდენად გამსჭვალული იყო ამ მომხიბვლელი ისტორიით, რომ მან ძაღლს ორი წინა პროთეზი აჩუქა, რა თქმა უნდა, მათი უფასო დამონტაჟებით. ოპერაციიდან მალევე ძაღლმა დაიწყო ახალი კიდურების დაუფლება. მისთვის ეს ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან მთელი თავისი გააზრებული ცხოვრების მანძილზე ხოხვა უწევდა. მაგრამ მან მოახერხა სწრაფად შეჩვეოდა პროთეზებს და ესწავლა: ხტომა, სიარული, სირბილი. დღეს ნაკიო ერთადერთი ძაღლია მსოფლიოში, რომელსაც აქვს ოთხი ხელოვნური კიდური. 157 9-ს მოსწონს
|