x
image
არჩილ ვერულიძე
გოგონამ კნუტი შეიფარა, მაგრამ მასთან განშორება მოუხდა. კნუტი მტაცებელი მხეცი გამოდგა
image

საოცარი ამბავი მოხდა არგენტინაში: გოგონამ სახელად ფლორენცია და მისმა ძმამ ქუჩაში ორი პატარა უსახლკარო კნუტი აიყვანეს: თუკუმანის პროვინციაში, სოფელ სანტა როზა დე ლილესთან, "ბიჭი და გოგო." ისინი სახლში წაიყვანეს. ერთ-ერთი კნუტი ძალიან სუსტად იყო და ვერ გადარჩა, ხოლო მეორემ მოახერხა მდგომარეობიდან გამოსვლა. როგორც გამოცემა "Clarin" იტყობინება, კნუტს ტიტო დაარქვეს. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ მას ერთი პატარა საიდუმლო ჰქონდა.


გოგონამ ქუჩიდან კნუტი აიყვანა, მაგრამ ის არც თუ ისე ჩვეულებრივი აღმოჩნდა.


image


ტიტო ეჭვებს არ ბადებდა, სანამ ვეტერინართან არ წაიყვანეს.


image

ექიმმა თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი კატა არ არის და ნაკრძალის ტელეფონის ნომერი მისცა.


image

ასე გამოიყურება ზრდასრული იაგუარუნდი (ჩვეულებრივ კატაზე ბევრად დიდი)


image

მოუწიათ ტიტო პროფესიონალებისთვის გადაეცათ.


image

აღმოჩნდა, რომ პატარას უკანა თათის ძვალი აქვს გაბზარული და მკურნალობა ესაჭიროება. ტიტო ნაკრძალში დარჩება, შემდეგ აპირებენ მის ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას.


image

გოგონა ამბობს, რომ ტიტო ძალიან ენატრება, ღამით ზოგჯერ ეჩვენება, რომ ის აპირებს მის საწოლზე ახტომას. მას იმედი აქვს, რომ ისევ შეხვდება ტიტოს. მაგრამ, რას ვიზამთ, გარეული ცხოველის ადგილი ველურ ბუნებაშია და არა სახლში. ვიმედოვნებთ, რომ ტიტო კარგად იქნება.

0
615
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
615
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0