სხვა სამი ათასი წლის მუმიის სარკოფაგში უნიკალური ნახატები აღმოაჩინეს 2020, 19 ოქტომბერი, 20:23
სამი ათასი წლის მუმიის სარკოფაგში, რომელიც შოტლანდიაში, პერტის მუზეუმში ინახებოდა, აღმოაჩინეს უნიკალური ნახატები, რომელზეც გამოსახულია ძველ ეგვიპტური ქალღმერთი. მუმია ხელუხლებელი რჩებოდა 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ეს ხის სარკოფაგი, 3 ათასზე მეტი წლისაა და ამჟამად შოტლანდიის ქალაქ პერტის მუზეუმში ინახება. მუმია, რომელიც სარკოფაგშია მოთავსებული ეკუთვნის თებელ ქურუმს ან პრინცესას, ცნობილს როგორც Ta-Kr-Hb (Ta-ker-heb). აღმოჩენიდან 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სარკოფაგი ხელუხლებელი რჩებოდა. თავის დროზე, პრინცესას მუმია აკლდამების მძარცველების ხელით დაზიანდა, ბუნებრივია ისინი ძვირფასეულობას ეძებდნენ. ცოტა ხნის წინ შოტლანდიელმა არქეოლოგებმა გადაწყვიტეს დამატებითი ზომების მიღება 2022 წელს დაგეგმილი გამოფენისთვის მყიფე მუმიის შესანარჩუნებლად - პროცედურების დროს მათ საინტერესო რამ შენიშნეს. სარკოფაგის რესტავრაციის პროცესში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნახატები მის შიდა ზედაპირზე. მოგვიანებით მათი იდენტიფიცირება მოხდა, როგორც ქალღმერთ ამენტეტის გამოსახულებების (ძველი ეგვიპტის მითოლოგიაში იგი მკვდართა საუფლოს სიმბოლოდ და და ნაყოფიერების მფარველად ითვლებოდა) «ეს ნახატები დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის. სარკოფაგის სახურავი არასდროს აუწევიათ ისე, რომ მის ქვეშ რამე დაენახათ, და ამიტომ არ ველოდით იქ რაღაცის პოვნას.» - ამბობს დოქტორი მარკ ჰოლი, პერტის მუზეუმისა და სამხატვრო გალერეის თანამშრომელი. არქეოლოგები გეგმავენ - ნახატებისა და სარკოფაგის შემდგომ შესწავლას, რათა უფრო მეტი შეიტყონ მუმიის ისტორიის შესახებ, რომელიც ძვ.წ.760-525 წლებით თარიხდება. ბუნებისმეტყველებისა და არქეოლოგიის საზოგადოებამ მუმია გადასცა პერტის მუზეუმს 1936 წელს. იგი თავდაპირველად პუბლიკას წარუდგინა კოლექციონერმა უილიამ ბეილმა, რომელმაც მუმია კაიროს ეგვიპტის მუზეუმის კურატორისგან შეიძინა. 249 9-ს მოსწონს
|