x
image
არჩილ ვერულიძე
ვინ იყვნენ ასასინები?
image

დახელოვნებული მკვლელების ორდენის გარშემო მრავალი ლეგენდაა, მაგრამ ყოველი მათგანი როდი შეესაბამება სინამდვილეს. ასასინების ისტორია საიდუმლოებითაა მოცული, რთულია იმის გარკვევა, თუ რა არის სიმართლე და რა მითი.



ასასინები იყვნენ ისლამური რელიგიის ერთ-ერთი განშტოების წევრები, რომელსაც ნიზარიზმი ეწოდებოდა.

image


მე-XI საუკუნის ბოლოს ისლამი განხეთქილებას განიცდიდა. ხალიფატის დაშლის შემდეგ, ერთ დროს ერთიან რელიგიას რავალი სწავლება გამოეყო. ერთ-ერთი მათგანი იყო ისმაილიზმი, რომლის მიმდევრები მხარს უჭერდნენ მუჰამედ ისმაილის შთამომავალს, რომელსაც უკანონოდ ჩამოერთვა იმამად გახდომის უფლება.

ისმაილიტები ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ისლამის სხვა განშტოებებს. მალე მათ შორის გამოჩდნენ რადიკალები, რომლებმაც საკუთარ თავს "ნიზარიტები" უწოდეს, იმამ აბუ მანსურ ნიზარის, ისმაილიტური ხალიფას ერთ-ერთი ვაჟის საპატივცემულოდ.

ნიზარიტებს ასევე უწოდეს "ჰაშიშიია"(ჰაშიშის მწეველი) რაც თარგმანში ნიშნავს - მდაბიო კლასს. მათ დაიკავეს რამდენიმე ციხესიმაგრე ირანის ელბურსის მთებში და შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო.


ორდენი დაარსებულია ისმაილისტური მოღვაწის ჰასან იბნ ალ-საბაჰის მიერ.

image

ჰასან იბნ ალ-საბაჰი წარმოშობით კეთილშობილური ოჯახიდან იყო. ის გაიტაცა ისმაილიზმმა მედრესეში სწავლისას. მას მოეწონა ამ სწავლების მოძღვრება, რის შემდეგაც ჰასან იბ ალ-საბაჰი შეუერთდა სექტას და იმამისადმი ერთგულების ფიცი დადო.

შემდეგ ასასინთა ორდენის მომავალი შემქნელი გაემგზავრა კაიროში, სადაც ხელისუფლებაში ისმაილიტები იყვნენ. მაშინ ჰასან იბნ ალ-საბაჰი ნიზარიტების უფრო რადიკალური სწავლებით დაინტერესდა და მხარდამჭერების ძებნას შეუდგა. მოძღვრება უბრალო, მაგრამ მკაცრ პოსტულატებათან მიდიოდა: სულის გადარჩენა და ალაჰის შეცნობა მხოლოდ გარკვეული ფარული იმამის დახმარებით შეიძლება, რომლის როლს თავად ჰასან იბნ ალ-საბაჰი ასრულებდა. ყველა, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, არის ერეტიკოსი და უნდა განადგურდეს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. სხვათა შორის, ბევრს არ მოეწონა ალ-საბაჰის რადიკალური შეხედულებები. სწორედ მაშინ გადაწვიტა შეექმნა საკუთარი სახელმწიფო.


ასასინების მთავარი რეზიდენცია - ციხესიმაგრე ალამუთი.

ამბიციური გეგმების განსახორციელებლად საჭირო იყო ციხესიმაგრე. არჩევანი ჰასან იბნ ალ-საბაჰმა ალამუთზე შეაჩერა, რომელიც თურქ-სელჩუკებს ეკუთვნოდა. ციხესიმგრე დაკავებული იქნა არა ძალის, არამედ ცბიერების წყალობით. ალ-საბაჰმა ალამუთში მქადაგებელი გააგზავნა, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე გაავრცელა ისმაილიზმი. ციხესიმაგრის კომენდანტი დაიბნა, თავიდან ის მხარს უჭერდა ამ რელიგიას, შემდეგ კი უარყო იგი და ისმაილიტების განდევნა სცადა. მაგრამ მისი ბრძანება არავინ შეასრულა, კომენდანტმა ნებაყოფლობით გადასცა ციხესიმაგრე ალ-საბაჰს სამი ათასი ოქროს დინარის სანაცვლოდ.

ასე ჩაეყარა საფუძველი ასასინების ორდენს, ისინი მთელ ისლამურ სამყაროს ატერორებდნენ.

ჰასან იბნ ალ-საბაჰმა ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად თავისთვის უჩვეულო ტიტულიც კი გამოიგონა - მთის მოხუცი.


თავის ტერიტორიაზე, ალ-საბაჰმა ძალიან მკაცრი წესები დაამყარა მან გააუქმა შარიათის კანონი და აკრძალა ფუფუნება. მან ასევე გააუქმა თურქ-სელჩუკების მიერ დაწესებული გადასახადები, სამაგიეროდ მაცხოვრებლებს არხების, გზების და სიმაგრეების აშენება დაავალა. შეიქმნა სპეციალური სკოლა მოემარი-მზვერავების მოსამზადებლად. ასევე ქიმიური ლაბორატორიები, რომლებიც დაკავებული იყვნენ შხამების, სამკურნალო საშუალებების და სტიმულატორების მომზადებით. " მთის მოხუცის" ერთგული ფანატიკოსები თავიანთი ლიდერისთვის იპარავდნენ სამეცნიერო ნამუშევრებს, ასევე სამხედრო ნახაზებს.

image


ჰასან იბნ ალ-საბაჰი არ ერიდებოდა თავისი ქვეშევრდომების მოტყუებას.

image

მთის მოხუცი გამუდმებით ახსენებდა თავის მიმდევრებს მისი ღვთიური არსის შესახებ. მაგალითად ის იყენებდა " მოლაპარაკე მოჭრილი თავის ხრიკს( ფოკუსს) რომელსაც იგი, თითქოსდა, აცოცხლებდა გაოცებული ახალბედების თვალწინ. რასაკვირველია, სპილენძის თეფშზე იდო არა მოჭრილი, არამედ სრულად ცოცხალი ადამიანის თავი, რომელიც იჯდა თვალთაგან დაფარულ თხრილში ამ გზით არწმუნებდა ადეპტებს, რომ სულის გადარჩენის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ემსახურო იმამს. როგორ წესი ადამიანს, რომელიც ხვრელში იმყოფებოდა მეორე დღესვე კლავდნენ, მის თავს კი მტკიცებულების სახით წარუდგენდნენ ახალწვეულებს.


მოგზაურმა მარკო პოლომ თავის მემუარებში დაწერა, რომ ახალგაზრდებს აბრუებდნენ და შემდეგ აჩვენებდნენ "სამოთხეს" მათ ელოდებოდა: მშვენიერი ქალწულები, ღვინო და გემრიელი საჭმელი. ქალები არწმუნენდნენ მომავალ ასასინს იმაში, რომ ის ნამდვილად სამოთხეში იმყოფება და აქ დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ მოკვდებოდა იმამის სახელით.


ასასინების ორდენში მოხვედრის პრეტენდენტს აიძულებდნენ ქალაქის ან სხვა დასასახლებული პუნქტის შესასვლელთან ელოდინა, რამდენიმე დღის განმავლობაში.

ბუდისტურ ბერებს მსგავსი სელექციური სისტემა ჰქონდათ. ვისაც სურდა ელიტარული მკვლელი გამხდარიყო, იძულებული იყო რამდენიმე დღის განმავლობაში მჯდარიყო კარიბჭესთან და მორჩილად დალოდებოდა, სანამ "მთის მოხუცის" ყურადღება არ იქნებოდა მიმართული მისკენ. ამავდროულად მას "ხვდებოდა" ორდენის სხვა წევრებისგან, რომლებიც ახორციელებდნენ ფიზიკურ და მორალურ ზეწოლას ამ კონკრეტულ პიროვნებაზე.


ასასინები შენიღბვის ოსტატები იყვნენ და ადვილად აღწევდნენ მტრის ბანაკში.

image

ასასინების ძალა არა მათ სიმრავლეში არამედ შესაძლებლობებშია. თითოეულ მეომარს უნდა ემუშავა საკუთარი მიმართულებით. წასვლის წინ, ის ყურადღებით შეისწავლიდა რეგიონის ენას, კულტურასა და ადათ-წესებს.


შესანიშნავი საბრძოლო უნარების გარდა, ასასინები შესანიშნავად ინიღბებოდნენ. არ ვსაუბრობთ თავსაბურავინ პლაშზე, რომელიც გამოყენებულია ცნობილ კომპიუტერულ თამაშში - Assassin's Creed. მკვლელები იღებდნენ მსახურის, მცველის, ან თუნდაც ტაძრის მსახურის სახეს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც ასასინი მოინათლა და რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა, როგორც მორჩილი ქრისტიანი. მხოლოდ იმისთვის, რომ შეუმჩნებლად მიეღწია მიზნადმე, რაც შეიძლება ახლოს.


ასასინების საყვარელი იარაღი იყო მოწამლული ხანჯალი. მისგან მიყენებულ მცირე ნაკაწრსაც კი შეეძლო მოეკლა მსხვერპლი.


ხშირად ასასინები დემონსტრაციულად ახორციელებდნენ მკლელობებს. ზოგი არც კი გარბოდა დანაშაულის ადგილიდან და გაჰვიროდა რელიგიურ ლოზუნგებს. ამასთან, ძალზე იშვიათად ხდებოდა მკვლელის ცოცხლად აყვანა. თუ ასასინი ხვდებოდა, რომ ვერ გაიქცეოდა ის თავს იკლავდა საწამლავის მეშვეობით.


არსებობს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ასასინები იღებდნენ ჰაშიშს, რათა ბრძოლის დროს სიკვდილის არ შეშინებოდათ.

ამ ნარკოტიკის მოქმედება იწვევს სხეულის მოდუნებას ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანის მოქმედებას, იქ სადაც საჭიროა ცივი გონება და ზუსტი გამოთვლის უნარი. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, რომ ელიტარული მკვლელები იყვნენ "ბალახის მწეველები" მეტი არაფერია, თუ არა უბრალო მითი.


მითია ის, რომ თითქოსდა ასასინები ისლამური სამყაროს ფარგლებს გარეთ მოქმედებდნენ.

image


კომპიუტერული თამაშების სერიაში "Assassin's Creed" ნაჩვენებია, რომ ასასინები იმყოფებოდნენ: იტალიაში, საფრანგეთში ან თუნდაც რუსეთში. მაგრამ ეს მხოლოდ მხატვრული მითია, რადგან ნიზარიტების გავლენა მხოლოდ ისლამურ სამყაროზე ვრცელდებოდა.


ნიზარიტებმა და ჯვაროსნებმა შექმნეს ალიანსი.

image

1096 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების შემდეგ, ასასინები და ჯვაროსნები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს ბრძოლის ველზე. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ტერმინი "ასასინი" ევროპულ ენებში. თითქოს ეს ორი დაპირისპირებული მხარე ვერასოდეს შეძლებდა საერთო ინტერესის პოვნას. გამრამ მტრობა დროებით შეწყდა საერთო მტრის სულთან სალაჰ ად-დინის გამოჩენის გამო. ასასინებსა და ჯვაროსნებს ერთად მუშაობა მოუხდათ იმისთვის, რომ მას წინ აღდომოდნენ.


ნიზარიტების სახელმწიფო მონღოლების ხელით დაეცა.

image

მოულოდნელი, მაგრამ ფაქტია. იმ დროისთვის მონღოლები დადებითად იყვნენ განწყობილი ქრისტიანობისადმი, მათ სრულმასშტაბიანი ბრძოლა წამოიწყეს მუსულმანების წინააღმდეგ. ჩინგიზ ყაენის შვილიშვილის - ჰულაგუს ჯარები 1253 წელს გაემართნენ დასავლეთ სპარსეთის რაიონებისაკენ. ასევე არმიას ვშეუერთდნენ ბერძნები და ქრისტიანები შუა აღმოსავლეთიდან, ასირიელები. ამ მოვლენას მოგვიანებით "ყვითელი ჯვაროსნული ლაშქრობა" ეწოდა.


მონღოლთ არმიამ ყველაფერი წალეკა თავის გზაზე, ისმაილიტების ციხესიმაგრეების უმრავლესობა აღებული იქნა, მათ შორიც ალამუტიც კაპიტულირებული 1256 წელს. ასე დასრულდა ასასინების ხანმოკლე და ბრწინვალე დრო. ისინი სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ, საბოლოოდ სათითაოდ, ერთი მეორის მიყოლებით, გაანადგურა ეგვიპტელმა სულთანმა ბაიბარსმა.

მაგრამ ზოგმა მათგანმა მაინც მოახერხა თავის გადარჩენა ამჟამად ასასინების სულიერი ლიდერის მემკვიდრეა კარიმ აღა ხან მე- IV. მართალია უკანასკნელი " მთის მოხუცის" შთამომავალი ცხოვრობს ევროპაში და არ არის დაინტერესებული აღმოსავლეთით.





6
328
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
328
  
2020, 27 აგვისტო, 0:43
გმადლობ. მე უბრალოდ ვთარგმნე სტატია.
2020, 26 აგვისტო, 22:24
ძალიან მიყვარს ასეთი თემები... მეც მქონდა ასასინებზე სტატია განსხვავებული ხედვით. მშვენიერი ნაშრომია.
2020, 23 აგვისტო, 13:42
მიხარია, რომ მოგეწონათ.
2020, 23 აგვისტო, 13:14
საინტერესო და შემეცნებითი სტატიაა...
2020, 23 აგვისტო, 1:01
დიდი პატივია ასეთი გამოცდილი ავტორისგან შეფასების მიღება. გმადლობ. საკმაოდ ბევრი დრო დავხარჯე ამ სტატიაზე.
2020, 23 აგვისტო, 0:48
მშვენიერი სტატიაა...
0 1 6