სხვა რა იცით ტამპლიერებზე ? 2020, 23 აგვისტო, 17:36 მათ დაიწყეს, როგორც არაორგანიზებულმა ჯგუფმა, მაგრამ საბოლოოდ გავლენიან და საშიშ ძალად იქცნენ. მაგრამ ვინ არიან ეს იდუმალი რაინდები? დღესდღეობით ადამიანების უმეტესობა, როდესაც ესმით სიტყვა - "ტამპლიერი" (Templar), პირველ რიგში ფიქრობს "ცუდ ბიჭებზე"კომპიუტერული თამაშიდან " Assassin's Creed" ან საშიში საიდუმლო ორგანიზაციის შესახებ დენ ბრაუნის და ვინჩის კოდიდან. თუ თქვენ ამ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებით, დროა შეიცვალოთ წარმოდგენა. ორდენი შეიქმნა მომლოცველთა დასაცავად. 1099 წელს ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, შუა აღმოსავლეთში, მოულოდნელად გამოჩნდა მრავალი ქრისტიანი მომლოცველი, რომლებიც წმინდა მისწისკენ გაემართნენ. თავად ქალაქი დაცული იყო, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიის უდიდესი ნაწილი არ ექვემდებარებოდა კონტროლს, მისი დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ. ეს ხელს უწყობდა მოხეტიალე ყაჩაღებს, ისინი თავს დასხმოდნენ დაუცველ მომლოცველებს. 1119 წელს, ზოგიერთი რაინდები, რომლებიც პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობდნენ, გაერთიანდნენ იერუსალიმის მეფის ბალდუინ II- ის კურთხევით, რათა შეექმნათ ორდენი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც "ტამპლიერების ორდენი " ეს იყო მეომარი ბერების ორდენი, რომლებმაც თავი უძღვნეს მომლოცველების, იერუსალიმის და მისი მეზობელი სამეფოების დაცვას. თავმდაბალი დასაწყისი. თავიდან ვითარება ტამპლიერთათვის არც თუ ისე სასიხარულო ოყო. პირველი ათი წლის მანძილზე რაინდები დიდ ფინანსურ და რიცხობრივ პრობლემას განიცდიდნენ. დაარსების მომენტში ორდენის შემადგენლობაში მხოლოდ 9 რაინდი და კიდევ უფრო ნაკლები ცხენი იყო, რაც არ უნდა საკვირველად მოგეჩვენოთ. ეს ვითარება გამოსახულია ტამპლიერების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ემბლემაზე, სადაც ორი რაინდი ერთ ცხენზეა ამხედრებული. მხოლოდ 1129 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა ორდენი, რის შემდეგაც ტამპლიერების პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა წმინდა მიწის ფარგლებს გარეთაც კი, საბოლოოდ ტამპლიერების ორდენი ძლიერ, გავლენიან და ცნობილ ორგანიზაციად იქცა ქრისტიანულ სამყაროში.ქრისტეს და სოლომონის ტაძრის ღარიბი მეომრები. თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე ტამპლიერ-რაინდებს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: უბრალოდ მეტაძრეები(შესაძლებელია ბერები), ტაძრის რაინდები, ქრისტეს ღარიბი რაინდები და ტამპლიერების ორდენის რაინდები. თუმცა ორიგინალური დასახელება ბევრად უფრო მრავალსიტყვიერია: «ქრისტეს და სოლომონის ტაძრის ღარიბი რაინდები». ეს დასახელება ეხება ტამპლიერთა ორდენის დაარსებას პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ და ასახავს რაინდების მიერ დადებულ სიღარიბის აღთქმას, ასევე მათ კავშირს მითიურ სოლომონის რაძართან.სოლომონის ტაძარი. სოლომონის ტაძარი იყო ბიბლიური ტაძარი, ითვლება რომ ის იდგა იერუსალიმში მდებარე ტაძრის მთაზე, სადაც ცნობილი კლდის გუმბათი და ასევე ალ-აქსას მეჩეთი მდებარეობს. როდესაც ჯვაროსნებმა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იერუსალიმი დაიკავეს, მათ ალ-აქსას მეჩეთი სოლომონის ტაძრად გადააკეთეს. მათ მიაჩნდათ, რომ მეჩეთი აშენდა პირვანდელი ტაძრის ნანგრევებზე. ეს ადგილი წარუდგინეს ახლად შექმნილ ტამპლიერთა ორდენს, მათ ტაძრის საპატივცემულოდ აირჩიეს თავიანთი ორდენის სახელწოდება და გაიმოიყენებდნენ ტაძარს შტაბ-ბინის სახით, იერუსალიმის დაცემამდე, 1187 წელს იერუსალიმი მუსულმანებმა აიღეს.ჯვაროსნული ლაშქრობები. რაინდმა-ტამპლიერებმა დიდი როლი შეასრულეს ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. შესანიშნავი აღჭურვილობა, ტექნიკა, საბრძოლო ხელოვნება და ტაქტიკა არაერთხელ აძლევდა მათ საშუალებას ბრძოლაში გარდატეხა მოეხდინათ. ისინი ხშირად მსახურობდნენ მცველებად ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებში, ჯვაროსნების მიერ დაპყრობილ მიწებზე, ისცადნენ მომლოცველებს, მომარაგების გზებს და ასევე აღდენდნენ დაზიანებულ, დანგრეულ სიმაგრეებს. ტამპლიერებმა ხელის შეუწყვეს გამარჯვების მიღწევას ბევრ მნიშვნელოვან ბრძოლაში, მაგალითად: აკრის ალყა, 1189-1191 წლები, მონგიზარის ბრძოლა, 1177 წელი, დამიეტის დაპყრობა, 1218-1219 წლები. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ისინი ასევე მონაწილეობდნენ 1204 წელის კონსტანტინოპოლის სასტიკ დარბევასა და ძარცვაში. ჯვაროსანთა არმია იქნა მიწვეული ძველი ქალაქის დამპყრობლებისაგან დასაცავად, მაგრამ ნაცვლად ამისა თვითონვე გაძარცვეს და დაარბიეს კონსტანტინოპოლი.თეთრი მანტიები. ტამპლიერთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დამახასიათებელი ყო თეთრი მანტიები, რომელთაც ისინი ატარებდნენ. ორდენის ყოველი წევრი ვალდებული იყო აბჯრის ზემოდან თეთრი, წითელი ჯვრით შემკობილი მოსასხამი ეტარებინა, სიფხიზლის ნებისმიერ მომენტში. მანტიის გარეშე მათ ეკრძალებოდათ საუბარი და ჭამაც კი. ბრძოლაში ჩაბმისას რაინდები ამაყად ატარებდნენ თავიანთ სამოსელს - ცხენსაც კი ემოსა თეთრი მოსასხამი, რომელზეც ასევე გამოსახული იყო ტამპლიერების წითელი ჯვარი.ისინი არასოდეს ნებდებოდნენ. რაინდ-ტამპლიერებს ძალიან მკაცრი შეხედულება ჰქონდათ ომთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რაინდს არ ჰქონდა დანებების უფლება, ვიდრე ერთი წითელი დროშა მაინც ფრიალებდა ბრძოლის ველზე. ფიცის დადების დროს ყოველი ტამპლიერი ნებაყოფლობით თანხმდებოდა გაეწირა სიცოცხლე აუცილებლობის შემთხვევაში, მათ არ ჰქონდათ იარაღის დაყრის უფლება, მანამ სანამ უკანასკნელი დროშა არ დაეცეომდა ბრძოლის ველზე. შესანიშნავი მომზადება და მძიმე აბჯარი ამ უკომპრომისო მეომრებს ძალიან სახიფათო და მომაკვდინებელ მოწინააღმდეგეებად აქცევდა.მათ არ გააჩნდათ საბრძოლო მომზადების ერთი მეთოდი. ეჭვგარეშეა, რომ ტამპლიერთა ორდენის რაინდები შესანიშნავად იყვნენ აღჭურვილნი და მომზადებულნი. გასაკვირია, მაგრამ მათ საბრძოლო მომზადების რაიმე წესი და სტანდარტი არ გააჩნდათ. ეს ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ რაინდებს უნდა შეესწაავლათ საბრძოლო ხელოვნება და გაევლოთ მომზადება, მანამ სანამ შეუერთდებოდნენ ტამპლიერთა ორდენს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად არ ვარჯიშობდნენ ყველა რაინდს მოეთხოვებოდა ხმლის და შუბის ოსტატურად გამოყენება, ასევე ჯირითი და სამხედრო ტაქტიკის ცოდნა.ტამპლიერთა უმრავლესობა სულაც არ იყო რაინდი. მიუხედავად იმისა, რომ "ტაძრის რაინდებს" ძირითადად სამხედრო ფუნქცია ჰქონდათ, მათი უდიდესი ნაწილი სულაც არ იყო რაინდი. ნებისმიერ დროს ჭეშმარიტი რაინდების რიცხვი არ აღემატებოდა რამდენიმე ასეულს, დანარჩენი საძმო შედგებოდა ქვეითების, საჭურველთ მტვირთველის, მუშების, მღვდლების და ქალებისგანაც კი.624 9-ს მოსწონს
|