x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ისტორიული უზუსტობები, რომელთაც სერიალში «დიდებული საუკუნე» შეხვდებით
image

არც ისე დიდი ხნის წინ - 2011 წელს, თურქულმა სერიალმა «დიდებული საუკუნე» მსოფლიო ტელეეკრანები დაიპყრო. ალბათ, მსოფლიოს ასეთი აჟიოტაჟი აღარ ახსოვს «მონა იზაურასა» და «ველური ვარდის» დროიდან მოყოლებული. მაგრამ, ზემოთ ნახსენები, ბრაზილიური და მექსიკური სერიალებისგან განსხვავებით, თურქული შემოქმედება ემყარება ნამდვილ ისტორიულ მოვლენებს. და აი სწორედ აქ დაიწყო მთავარი წარმოდგენა. სერიალის ეთერში გასვლამდე ტელეარხმა მიიღო ათასობით წერილი, სადაც ნათქვამია, რომ სერიალი შეიცავს ისტორიულ უზუსტიბებს.


თავიდან ეს კონკურენტების ინტრიგას წააგავდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მაყურებლებმა (განსაკუთრებით თურქეთში) შეამჩნიეს, რომ «დიდებული საუკუნე» ლამაზი სანხაობაა, მაგრამ აბსოლუტურად არამართებულია ისტორიისა და გარკვეული მოვლენების ჩვენების თვალსაზრისით.


როდესაც სერიალი პირველად გავიდა ეთერში, ის მწვავედ გააკრიტიკეს რელიგიურმა და ნაციონალისტმა თურქებმა, რომლებიც ოსმალეთის ეპოქის ნამდვილი თაყვანისმცემლები არიან, საერო მსახიობებისა და საპროდიუსერო ჯგუფისგან განსხვავებით.


image

ამტკიცებდნენ, რომ კოსტიუმების დიზაინი გადმოღებულია სერიალიდან - «ტიუდორები». ეს მტკიცება ძალიან სარწმუნო ჩანს, ვინაიდან ოსმალეთის იმპერიის იმ ეპოქის ნამდვილი კოსტუმები განსხვავებულად გამოიყურებოდა. სერიალში ნაჩვენებ ქალთა კოსტიუმებს საერთო არაფერი აქვს ოსმალეთის ისტორიასთან. ყველა სამეფო ქალბატონი დასავლურ კოსტიუმშია გამოწყობილი, სხვა მამაკაცების წინაშე აჩენს თმასა და მკერდს, რაც იმ ეპოქაში უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ოქროს ხანის ოსმალეთის ქალთა უმრავლესობა, ფაქტობრივად, სრულიად დახურულ კაბებს ატარებდნენ, შიშველი სხეულის არც ერთი ნაწილი ( კისერიც კი) არ ჩანდა.


ოსმალეთის სასახლეში სელამლიკი (სასახლის ადმინისტრაციული განყოფილება მამაკაცებისთვის) და ჰარამჰანა სრულიად იზოლირებული გახლდათ ერთმანეთისგან. არ არსებობდა ჰასეკი ჰიურემის (როქსოლანას) ) წარმოსახვითი შეხვედრების შესაძლებლობა ვეზირებთან, ოფიცრებთან და ელჩებთან.


სულეიმან ბრწყინვალე ცნობილია თავისი სახმელეთო და საზღვაო ომებით ავსტრიის, ესპანეთის, პოლონეთის, საქართველოს, ვენეციის, გენუის, პაპის სახელმწიფოების, ირანისა და პორტუგალიის წინააღმდეგ. იგი უმეტეს დროს ბრძოლის ველებზე ატარებდა, ან ამბოხების ჩახშობას ახორციელებდა მის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ამას დავუმატოთ ადმინისტრაციული, რელიგიური თუ ლიტერატურული საქმეები, სულთანი არასოდეს რჩებოდა სასახლეში, ბოლო, მტკივნეულ წლებამდე. ანუ სულთანი დიდ დროს არ ატარებდა სასახლეში, არ წყვეტდა ოჯახურ დავებს ცოლებსა და დედას შორის.


ჰიურემი და მისი სიძე - რუსტემ-ფაშა იყვნენ "განტევების ვაცები" უბრალო ხალხისთვის, რომელთაც არ შეეძლოთ სულთნის გადაწყვეტილებების გაპროტესტება. ხალხს ნამდვილად უყვარდა შაჰზადე მუსტაფა, რომელიც ტახტის მემკვიდრე იყო. მის ნაადრევ სიკვდილს იმპერიის ყველა მოქალაქე გლოვობდა.


სულთან სულეიმანი ბავშვობიდან ძალიან ღვთისმოსავი ადამიანი იყო, მისი რელიგიური ისტორიები საკმაოდ ცნობილია, არც მკაცრი და არც ძალიან მორჩილი, მაგრამ ელეგანტური პიროვნება, ის ასევე დიდი ოსმალი პოეტი გახლდათ. რა თქმა უნდა, ის არ ყოფილა საერო მაჩო, რომელსაც სერიალში ასახავდნენ (თუმცა ვაღიაროთ, რომ მსახიობი ჰალიტ ერგენჩი მას შესანიშნავად ასრულებს).


ოსმალეთის ჰარამხანა იყო სულთნის მოსასვენებელი და გოგონათა სკოლა. იგი მიზნად ისახავდა გოგონების, როგორც მომავალი ცოლების აღზრდას, სულთნების, მთავრების, ვეზირების, გენერლებისა და სხვათათვის. ჰარამჰანის ყველა გოგონა არ წარმოადგენდა სულთნის საკუთრებას.


ოსმალები ხშირად ქორწინდებოდნენ ქრისტიანი მეფეების ქალიშვილზე, პრინცესებს შეეძლოთ მიმოწერა ჰქონოდათ ოჯახის წევრებთან, რაც სასახლიდან იმფორმაციის გაჟონვის საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ, ოსმალებმა ააშენეს ჰარმჰანა, როგორც სკოლა ელიტარული კლასის წარმომადგენლებისთვის ერთგული, ნიჭიერი და სანდო ცოლების აღსაზრდელად, რომლებიც სრულად იყვნენ მოწყვეტილი შორეული იჯახს. კეთილშობილი ცოლები ასევე იწვევდნენ შფოთვას, ვინაიდან სულთანს უხდებოდა პრივილეგიები მიენიჭებინა თავისი ახალი რჩეულის ოჯახის წევრებისთვის, რასაც შესაძლოა უკმაყოფილება გამოეწვია ქვეშევრდომთა შორის. სერიალში იგნორირებულია ოსმალეთის ცხოვრების სხვა ასპექტები, როგორიცაა სოციალური ცხოვრება, კულტურა და ეკონომიკა. დიდი ვეზირის, ფარგალა იბრაჰიმ ფაშას ბერძნული წარმოშობა ზედმეტად ხაზგასმულია.


დიდი მეცნიერები, გენერლები, ადმირალები და სხვა ცნობილი თურქი გმირები და წმინდანები სულთან სულეიმანის პერიოდში არ არიან წარმოდგენილი მათი მნიშვნელობის პროპორციულად. ასევე იგნორირებულია სულთნის კულტურული, ლიტერატურული, იურიდიული და არქიტექტურული წვლილი.


სერიალის თაყვანისმცემლების განწყობის გასაუმჯობესებლად აღვნიშნავთ, რომ, მიუხედავად ყველა უზუსტობისა, ის მსოფლიოში უცნაურად პოპულარული გახდა, 3 წლის განმავლობაში წარმატებით გაგრძელდა (ამ დროის განმავლობაში მსახიობების არაერთი შემადგენლობა შეიცვალა). ლამაზმა სანახაობამ, ბრწყინვალე კოსტიუმებმა და შესანიშნავმა მსახიობებმა დიდი ხნის განმავლობაში დაამახსოვრეს მაყურებელს ეს სერიალი.


0
1053
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1053
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0