x
image
არჩილ ვერულიძე
შოკისმომგვრელი ფაქტები ნაცისტური გერმანიის შესახებ (ნაწილი II)
image

1. იმ დროისთვის ნაცისტების სამხედრო მისალმება ამერიკის დროშის სამხედრო მისალმების იდენტური იყო. 1942 წელს, როდესაც ნაცისტებმა გადაიღეს ეს სამხედრო მისალმება, შეერთებულმა შტატებმა იგი შეცვალა.

image

2. ფირმების Adidas და Puma დამფუძნებლები ნაცისტები იყვნენ.


image


ადოლფ და რუდოლფ დასლერები ძმები იყვნენ, რომლებმაც სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოების ერთობლივი კომპანია შექმნეს. ორივე მათგანი ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანდა მას შემდეგ, რაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა 30-იან წლებში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ძმებს შორის უთანხმოება წარმოიშვა და რუდოლფ დასლერმა დატოვა კომპანია, შექმნა საკუთარი ორგანიზაცია და უწოდა მას Puma. მისმა ძმამ ასევე შეარქვა თავის კომპანიას adidas, რაც მისი შეკვეცილი მეტსახელია - Adi Dassler.


3. ნაცისტებმა შეიმუშავეს ნარკოტიკული კოქტეილი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა 88.5 კილომეტრი გაევლო დასვენების გარეშე.

image

1944 წელს ნაცისტებმა შექმნეს სპეციალური აბი, რომლის წყალობითაც ადამიანს შეეძლო ყოველდღიურად ფეხით გაევლო 90 კმ. დასვენების საჭიროების გარეშე. თითოეული ტაბლეტი შეიცავდა: 5 მგ ოქსიკოდონს, 5 მგ კოკაინს და 3 მგ მეტამფეტამინს. აბების გამოგონებიდან მალევე დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, ამიტომ ეს საცწაულებრივი საშუალება მასობრივ წარმოებაში არასოდეს შესულა.


4. ნაცისტები ამერიკელ მკვიდრ მოსახლეობას არიული რასის ნაწილად თვლიდნენ.

image

ამიტომ ჰიტლერს არ სურდა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეჭრა მანამ, სანამ არ დაიპყრობდა ევროპას. ამის შედეგ აპირებდა ამერიკის დაბრუნებას მისი ძველი, კანონიერი მკვიდრებისთვის.


5. ნაცისტურ გერმანიაში დაინერგა კვლევითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სუპერ იარაღი: ბომბდამშენი-უჩინარი, ღამის ხედვა, , 1500 ტონიანი სუპერ-ტანკი, წყალქვეშა ავიამზიდი, ლაზერული პისტოლეტი და სატელიტი, რომელსაც შეეძლო ოკეანის წყლის ადუღება ან მთელი ქალაქის დაწვა.

image

სუპერ იარაღის უმეტესი ნაწილი დარჩა პროტოტიპებად ან შექმნილი იქნა ძალიან გვიან, იმისთვის რათა მოეხდინა გავლენა ომის მსვლელობაზე.


6. ნაცისტებმა გაანადგურეს გერმანიის უდიდესი ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის სექსუალურობის საკითხებს შეისწავლიდა, მათ გადაწვეს ადგილობრივი ბიბლიოთეკა და ჩანაწერები გამოკვლევების შესახებ, რადგან ეს ინფორმაცია "ანტიგერმანულად" იქნა მიჩნეული. ამ ინსტიტუტში შეისწავლიდნენ გეებისა და ტრანსსექსუალების პრობლემებს, და ასევე იცავდნენ მათ უფლებებს.

image


7. ნაცისტურ გერმანიას ჰქონდა სპეციალური სამაგიდო თამაშები, რომლებიც პროპაგანდისტული მიზნით იქნა შექმნილი.

image

არსებობდა ისეთი თამაშები როგორიცაა: Juden Raus! (მოიცილე ებრაელები), Bomber uber England (ინგლისის დაბომბვა), და Jagd auf Kohlenklau (ნადირობა ქვანახშირის ქურდზე).


8. Hugo Boss- მა შექმნა ტანსაცმლის ხაზი ნაცისტური პარტიის წევრებისთვის.

image


9. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელი ებრაელი და ამერიკელი ჯაშუში ფრედერიკ მაიერი შეიჭრა მტრის რიგებში და გადასცა ინფორმაცია ჰიტლერის ბუნკერის შესახებ. Greenup-ის ოპერაციის დროს იგი შეიპყრეს და აწამეს. მაგრამ მან დაარწმუნა გერმანიის არმია დანებებულიყო ინსბუკში, რითაც გადაარჩინა მოკავშირეთა არმიის ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე. მოგვიანებით ამ ოპერაციის მოვლენებზე გადაიღეს ფილმი "უსახელო ნაბიჭვრები"

image


10. პირველი პროგრამირებადი კომპიუტერი შეიქმნა ნაცისტურ გერმანიაში.

image

იგი შეიქმნა "ფლატერის" ფრთის ტატისტიკური ანალიზისთვის. 1943 წელს ეს კომპიუტერი განადგურდა და შეიცვალა ასლით, რომელიც ახლა გამოფენილია მიუნხენის მუზეუმში.


0
497
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0