x
image
bellatrix
პატრიარქის განცხადება 21.09.12

image"რაც ჩვენ ვიხილეთ, ერისა და საქართველოს სირცხვილია" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა მრევლს არჩევნებამდე სიმშვიდისაკენ მოუწოდა.



უწმინდესის განმარტებით ზოგიერთი შექმნილი ვითარებითა და მდგომარეობით სარგებლობს და სურს არასტაბილური მდგომარეობის ქვეყანაში შემოტანა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს და საზოგადოება არჩევნებს მშვიდად უნდა დაელოდოს. არჩევნებზე კი ყველამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს და შემოხაზოს ის, ვინც სურს რომ შემოხაზოს. "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ თავიდან ავიცილოთ არჩევნების გაყალბება და ადამიანებს შიშის გარეშე შეეძლოთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება" - განაცხადა უწმინდესმა.



მან ქადაგებაში სტუდენტებს არჩევნებამდე სიმშვიდისაკენ მოუწოდა. მისი განმარტებით მასთან იმყოფებოდნენ სტუდენტები და ზოგიერთ მათგანს უნივერსტეტში ძალით შეჭრა და დესტაბილიზაციის შეტანა სურს, რაც ყოვლად გაუმართლებელია და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. "არეულობა ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია" - ბრძანა უწმინდესმა.



დღეს 19:00 საათზე პატრიარქი დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში პარაკლის გადაიხდის და ხალხს დალოცავს.

1
448
1-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
448
  
0 1 1