x
image
ქეთეონე
"ეს სიტყვები თქვენი მოგონილია!!!" - წილოსანის თავის მართლება

image

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა თქვა, რომ ოკუპაციის გარდა, პუტინისგან საქართველოს მისამართით "არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა", როგორიც ქვეყანას "უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან" მიადგა.

ნინო წილოსანმა მისივე განცხადებას, ჯერ მანიპულაცია უწოდა, შემდეგ კი მოგონილი.


"ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან" - ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში! მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი! პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?"- წერს წილოსანი


image

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0