საზოგადოება "მიხეილ სააკაშვილზე მონაცემი გავასაჯაროვე" - ექიმის პასუხი ბრეგაძეს 2022, 2 მაისი, 15:54 მიხეილ სააკაშვილზე მონაცემი გავასაჯაროვე, რადგან აკრძალვა არ ყოფილა - ექიმის პასუხი ბრეგაძესანესთეზიოლოგ-რენიმატოლოგი გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცმების გავრცელებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს პასუხობს და ამბობს, რომ ეს არაეთიკური არ არის.მისი თქმით, იანვარში ვიზიტის დროს მათ მიიღეს ნებართვა მესამე პრეზიდენტისგან, რომ საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ნაწილი გაასაჯაროვონ."ამაზე ჩვენ ლაპარაკი ბატონ მიხეილ სააკაშვილთანაც გვქონდა წინა ვიზიტის დროს, იანვარში, როცა მეც ვიყავი პირადად შესული და მემგონი თანხმობაც მივიღეთ, იმის შესახებ, რომ თუ რამე სამედიცინო ნაწილი არის საჭირო, რომ გავასაჯაროვოთ, გავასაჯაროვებდით. დავარღვიე ის, თუ მან ამიკრძალა ამის გასაჯაროვება და მე გავასაჯაროვე, რადგან ასეთი აკრძალვა არ ყოფილა, უბრალოდ ერთ-ერთი ლაბორატორიული მონაცემბის გასაჯროება, რაც არის უბრალოდ ალუმინის რაოდენობა სისხლი, მე არ მიმაჩნია არაეთიკურ და არანორმალურ საქციელად", - ამბობს ექიმი გიორგი გრიგოლია. "მიხეილ სააკაშვილი ვერ იკვებება, არა იმიტომ, რომ არ აწვდიან საკვებს, არამედ იმიტომ, რომ ვერ ითვისებს" - ექიმი გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ბრეგაძის ბრალდებებზე. 127 1-ს მოსწონს
|