x
image
bellatrix
18-19-20 სექტემბერი
imageის რაც საქართველოში დღეს ხდება ყოვლად აღმაშფოთებელია, მაგრამ ის შედეგი რაც ამ ყველაფერს მოყვა დასაფასებელი და მისაღებია. მე მომწონს ის, რასაც სტუდენტები აკეთებენ და მშურს მათი, რადგან უნივერსიტეტი ორი წლის წინ დავამთავრე და თამამად ვაცხადებ - ცხვრების ფარაში ვსწავლობდი. ორი დღეა მათ გვერდით ვდგავარ და ვხვდები, რომ ახალგაზრდობა, ვინც დღეს ჯანსაღ პროტესტს გამოხატავს მომავალში დიდ საქმეებს გააკეთებს. image



18 სექტემბერს საღამოს სოციალურ ქსელში
გავრცელდა ვიდეო მასალა იმისა, თუ რა ხდება საპყრობილეებში. პატიმრებიც ცემა, სხვადასხვა
საგნით გაუპატიურება მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც იმ ციხეებში რეალურად ხდება და მინიმუმი
იმისა, რისი ნახვის საშუალებაც ჩვენ მოგვეცა. ამავე საღამოს დაანონსდა Event, რომელსაც 15 000 მეტი ადამიანი დაეთანხმა, თუმცა მწარე გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ მე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის ნახვის იმედი მქონდა.
საბედნიეროდ შევცდი. რაც მთავარია აქცია აპოლიტიკური იყო და არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს არ ემსახურებოდა, ყველა აპროტესტებდა ფაქტს - ძალადობას, წამებას და ყველა იმ საშინელებას რაც დღეს ციხეებში ხდება.
image
აქცია სიმბოლური იყო და ახალგაზრდობამ
მოდულის შენობასთან ცოცხები დაწვა. მანამდე მათ მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან და ტელევიზიასთან გადაინაცვლეს, სადაც ყველაფრის
ობიექტურად გაშუქებას ითხოვდნენ.


ამ ყველაფერზე არსებობს განსხვავებული
აზრიც, რომ ეს ვიდეოები წინასაარჩევნო პიარკამპანიაა, რომელიც ვიღაცის ხმებზე ძალიან
უარყოფითად იმოქმედებს. საერთოდ არაფერში მაინტერესებს ვინ რამდენი ხმა მოიპოვა ან
დაკარგა, მთავარია რომ ადამიანებს XXI საუკუნეში აწამებენ.


19 სექტემბერს დილას ხათუნა კალმახელიძის
განცხადება გავრცელდა, მან პრემიერ მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
არის თუ არა ხათუნა კალმახელიძე განტევების ვაცი? არის კიდეც და არც არის. ფაქტია,
რომ მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრება მოვხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ
მხოლოდ ერთი მინისტრის გადადგომით საქმეს ეშველება?!





20 სექტემბრის დილა სხვადასხვა ინფორმაციების
მოწოდებით დაიწყო. ადრე ღრმა ბავშვობაში სადღაც მოვისმინე, ზვავი გუნდიდან იწყებაო
და მართლაც ასე მოხდა. რამდენიმე ადამიანის პროტესტი გაიზარდა და ძალიან მაშტაბური
სახე მიიღო. სხვადასხვა მომღერლები, ცნობილი ფიგურები, ერისიონი, სუხიშვილები და სხვ.
თანადგომას უცხადებენ პატიმართა ოჯახებს და აკრიტიკებენ მთავრობის ნაბიჯებს. მომღერალმა
ბაკურ ბურდულმა ღირსების ორდენზე უარიც კი განაცხადა ! საპროტესტო ნოტა ყოველწუთიერად
იზრდება და დღეს აქციაზე დაახლოებით 50 000 სტუდენტი იყო.




imageimage














პატიმრების ოჯახის წევრებისათვის

მოკლევადიანი რიგგარეშე პაემნები დაუშვეს. პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ
ბევრი პატიმარი ნაცემია. ბადრაგი პატრულმა ჩაანაცვლა, რამაც ასევე აზრთა სხვადასხვაობა
გამოიწვია. პატრულით ჩანაცვლების მთავარ მიზეზად პატიმართა უსაფრთხოება დასახელდა,
თუმცა მოსალოდნელი ბუნტის თავიდან აცილებისათვის წინასწარ გადადგმულ ნაბიჯსაც ძალიან
ჰგავდა ეს სვლა.


სოციალურ ქსელ Facebook-ზე მომხმარებლებმა საკუთარი პროტესტი პროფილის პოტოდ
შავი კვადრატის დაყენებით გამოხატეს, შედეგი კი მართლაც მაშტაბური იყო. გაშავებული
სოციალური ქსელი, ხალხის პროტესტი, ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელ ფონს ქმნის საზოგადოებსიათვის
ვინც ამდენი წლის განმავლობაში ხმას არაფერზე იმაღლებდა, მხოლოდ იმიტომ რომ მას არც
ტკიოდა და არც შიოდა.



imageსამწუხაროა, რომ საზოგადოებას ასეთი
შემზარავი კადრების ნახვა სჭირდება გამოსაფხიზლებლად.



სტატისტიკის მიხედვით საქართველოში
2011 წელს 140 პატიმარი გარდაიცვალა და მათ შორის ყველაზე მეტი - 86 გლდანის საპატიმრო
დაწესებულებაში. შემზარავი ციფრებია, თვალები გაახილეთ !!

2
71
3-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
71
  
2012, 21 სექტემბერი, 21:38
+1
0 1 2