x
image
ქეთეონე
"იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში რუსულ სიმბოლოებს ხატავდა" - შსს

image


პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში უცნობ წარწერებს ტოვებდა და სიმბოლოებს ხატავდა, შსს-ს თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია. როგორც შსს აცხადებს, იდენტიფიცირებულ პირში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.


"პირი იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე რეაგირების მიზნით გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელმაც ფალიაშვილის ქუჩაზე აღნიშნული წარწერები საღებავით გააფერადა", - აცხადებენ შსს-ში.

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0