x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სააღდგომო «კრაფინი»

ყველა, ვინც სახლში პასკას აცხობს, ერთი, ამოჩემებული რეცეპტით სარგებლობას, რომელიც, ალბათ, ოჯახში, თაობიდან — თაობას გადაეცემა. მაგრამ, დროდადრო, ექსპერიმენტის ჩატარებაც არ არის ურიგო! განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ამად ღირს!

აქ «კრაფინის» (კრუასანი + მაფინი) რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ავსტრალიელმა კონდიტერმა კეით რეიდმა შექმნა და მოკლე დროში, კრაფინმა, მთელს მსოფლიოში, იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ მას, კულინარიულ სამყაროში, «აფეთქებული ბომბის ეფექტსაც» კი ადარებდნენ — ეს სააღდგომო სტილის, ყველაზე ფაფუკი კექსია, რომელიც, ამასთან, რთულად მოსამზადებელი არ არის!


image


ინგრედიენტები:


ფქვილი — 350 გრ.
რძე — 110 მლ.
კვერცხის გული — 2 ცალი
კვერცხი — 1 ცალი
კარაქი — 40 გრ. + 200 გრ. (გულსართისთვის)
ნუში ან სხვა თხილეული, გემოვნებით — 100 გრ.
შაქარი — 80 გრ
მარილი — 0, 5 ჩ. კ.
მუსკატის კაკალი — 1 ჩ. კ.
საფუარი — 1 ს. კ.
ქიშმიში, ცუკატები და სხვა ჩირი — 200 გრ.
შაქრიანი ვანილინი — 2 ჩ. კ.


მომზადება:


I. საფუარს 1 ჩ. კ. შაქარი შეურიეთ და დაასხით თბილი რძე > თასი თბილ ადგილზე დადგით და დაელოდეთ, ვიდრე ქაფს არ მოიგდებს > ცეცხლზე გაადნეთ 40 გრ. კარაქი > ათქვიფეთ კვერცხის გული და კვერცხი, ვანილინთან ერთად. იქამდე თქვიფეთ, ვიდრე არ აქაფდება.

II. ღრმა თასში ჩააცერით ფქვილი > შუაში ღრმული გააკეთეთ > ჩაასხით საფუარი, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, მარილი და კარაქის ნახევარი > ყველა ინგრედიენტი კარგად გადაზილეთ > დაუმატეთ დარჩენილი კარაქი და ცომი კიდევ ერთხელ მოზილეთ. მზა ცომი წებოვანი არ უნდა იყოს. > გადააკარით თასს სამზარეულოს აპკი და ამოსასვლელად, 1, 5–2 სთ. თბილ ადგილზე დადგით.

III. როდესაც ცომი ამოვა, გაყავით 3 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები და სამზარეულოს აპკში გაახვიეთ 10 წთ–ით > თითოეული გუნდა ფქვილმოყრილ დაფაზე გააბრტყელეთ. ფირფიტა რაც შეიძლება თხელი უნდა იყოს > გაყავით დარბილებული კარაქი 3 ნაწილად და ერთი ნაწილი გაბრტყელებულ ცომს გადაუსვით.


image


IV. თანაბრად გაანაწილეთ ზემოდან ჩირის და თხილეულის ნაკრების მესამედი > გადაახვიეთ ცომი და ხვეული შუაზე გაჭერით, მაგრამ ბოლომდე არა — ერთი ბოლო, 2–3 სმ–ზე გაუჭრელი დატოვეთ.


image


V. გაჭრილი ნაწილები სპირალისებურად დაახვიეთ და სპირალები ერთმანეთზე მოათავსეთ > ჩადეთ საცხობ ფორმაში და 20 წთ–ით თბილ ადგილზე გააჩერეთ.



image


VI. როდესაც ცომი ამოვა, გამზადებული ფორმები 200 °C–ზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ > 10 წუთის შემდეგ, ტემპერატურა 180 °C–მდე შეამცირეთ და კიდევ 25 წთ. აცხვეთ (მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ, ყველა ღუმელი ერთნაირი არ არის და მითითებული დროც ზუსტი ვერ იქნება).


image


image
imageimageimageimage



5
136
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
136
  
2022, 22 აპრილი, 12:06
უგემრიელესია, ახლა მივირთმევ, უბრალოდ, მე, ცუკატები არ გამოვიყენე
2022, 21 აპრილი, 22:34
:* მადლობა რეცეპტისთვის, ღუმელშია, ცხვებიან "ჩემი გოგონები" :)
2022, 21 აპრილი, 20:41
ყოჩაღ ♥ , შენ რა მაგარი ხარ :)
2022, 21 აპრილი, 20:12
ვცადე უკვე, ველოდები "ამოფუებას" და რომ გამოვაცხობ, შედეგს გაგიზიარებთ :)
0 1 5