ინგრესიენტები:
მასალა ცომისთვის:
მარგარინი - 200 გრ.
შაქარი - 250 გრ.
კვერცხი - 4 ც.
რძე ან წყალი - 5 ს. კ.
სოდა - 1 ჩ. კ.
შაქრიანი ვანილი - 1 შეკვრა (1, 5 გრ.)
ფქვილი - 4-5 ჭ.
მასალა გულსართვისთვის:
ნიგოზი - 1 ჭ.
შაქარი - 1 ჭ.
კაკაო - 3 ს. კ.
ყავა - 1 ჩ. კ.
წყალი - 5 ს. კ.
კარაქი - 1 ს. კ.
ვაშლი (საშუალო ზომის) - 2 ცალი
გულსართის მომზადება:
I. გაფრცქვენით და გახეხეთ ვაშლი > მანქანაში გაატარეთ ნიგოზი;
II. პატარა თასში მოათავსეთ შაქარი, კაკაო და ყავა > ერთმანეთს შეურიეთ > დაამატეთ კარაქი და წყალი > დადგით ნელ ცეცხლზე, თან სულ ურიეთ > რომ წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან;
III. შეგრილების შემდეგ, დაამატეთ გახეხილი ვაშლი და გატარებული ნიგოზი;
ხვეულის მომზადება:
I. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე;
II. როდესაც მარგარინი კარგად შეგრილდება, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი (ვიდრე თქვეფას დაიწყებთ, ცალკე გადადეთ ერთი კვერცხის გული);
III. დაამატეთ მარგარინი და ისევ ათქვიფეთ;
IV. ამის შემდეგ, ყოველი დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ. დამატება კი შემდეგი თანმიმდევრობით უნდა მოხდეს: 1 ჭ. ფქვილი > 2 ს. კ რძე > 1 ჭ. ფქვილი, რომელშიც სოდა იქნება შერეული > 3 ს. კ. რძე > 1/2 შეკვრა ვანილი და ბოლოს ფქვილი, რასაც შეიზელს.
ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი;
V. გაყავით ცომი 4 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები > თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 1 სმ-ს სისქეზე და ზემოდან გაანაწილეთ გულსართის 1/4 ნაწილი ის, რომ კიდეებთან 2-3 სმ ცომი დარჩეს გულსართის გარეშე > გადაახვიეთ ცომი და ხვეული მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე, გლუვი ზედაპირით ზევით;
VI. ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი კვერცხის გული და 1/2 შეკვრა ვანილი > ხვეულები ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ 5 სმ-ს დაშორებით, რომ ცხობის დროს ჰაერი ამოვიდეს. ზემოდან მოაფიფქეთ შაქრის ფხვნილი;
VII. გამოაცხვეთ 180 °C-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.
VIII. სურვილის შემთხვევაში, როდესაც ნამცხვარი შეგრილდება, შეგიძლიათ შოკოლადის მინანქარი გადაასხათ და გააფორმოთ (მინანქარი აუცილებელი არ არის. მაგრამ, თუ ცხობის დროს, ხვეული გასკდა, მინანქარი ნაკლის შენიღბვის კარგი ხერხია და უფრო გემრიელიც იქნება).
P.S. ეს არის უნივერსალური ცომი ხვეულებისთვის და შეგიძლიათ გულსართის სხვა ვარიანტები გამოიყენოთ. მაგ., ჯემი, გატარებული ნიგოზი, შაქრის ფხვნილით ან პუდრით, გატარებული ქიშმიში ნიგვზით და ა. შ.